8 პროდუქტი, რომელიც გაცილებით კალორიულია, ვიდრე გგონიათ

სილამაზე/ჯანმრთელობა

16 იანვარი 14:00

ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ყოველთვის არ ნიშნავს დაბალკალორიულს. შესაძლოა, კალორიულობით ცოტა „საშიში“ აღმოჩნდეს თქვენი საყვარელი ხილი ან ზოგიერთი დიეტური პროდუქტიც კი, რომელიც საღებავებს და გემოს გამაძლიერებლებს შეიცავს...

ავოკადო


ეს მწვანე, ეგზოტიკური ნაყოფი, სპეციფიკური გემოთი, დაბალანსებული კვების მიმდევრებს ხშირად აქვთ რაციონში. ავოკადოსგან  ამზადებენ „პაშტეტს“ მსხვილმარცვლოვან პურზე  გადასასმელად და სალათებშიც აქტიურად ხმარობენ.



თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ ავოკადო მაღალკალორიული ხილია. 100 გრამში (ერთი ცალი) 200-300 კალორიაა!
კალორიულობის გამო ავოკადოზე უარის თქმა, რა თქმა უნდა, არ ღირს. იგი მდიდარია შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებით, ვიტამინებით, მინერალებით, მიკრო და მაკროელემენტებით. უბრალოდ, რეკომენდებულია, დღის განმავლობაში ნაყოფის ნახევარი მიირთვათ.



ჩირი


ჩირი ტკბილეულის იდეალური ალტერნატივაა ნუგბარის მოყვარულებისთვის, რომელბიც თან წონას აკონტროლებენ. თუმცა არც ჩირია ისეთი უწყინარი, როგორიც  შეიძლება გეგონოთ.
ზოგჯერ ჩირში მეტი სარგებელია, ვიდრე ხილში, თუმცა კალორიულობის მიხედვით ხილი გაცილებით „უსაფრთხოა“.



100 გრ. ჩირი 200-250 კალორიას შეიცავს, ასე რომ, დღის მანძილზე, თუ სული წაგძლევთ, შეიძლება წაისუსნოთ რამოდენიმე ცალი კურაგით, რამოდენიმე ცალი ქლიავის ჩირით ან ცოტა ქიშმიშით. ჩირებს შორის კალორიუიბით კი ფინიკი ლიდერობს.


 


ქოქოსი


ქოქოსი შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, მათ შორის დიდი რაოდენობითაა В ჯგუფის ვიტამინები, С და Е ვიტამინები. ასევე, დიდი ოდენობით უჯრედისს, ანტიოქსიდანტებს...



მან, ვისაც უყვარს ეს საოცარი ხილი, უნდა იცოდეს, რომ ქოქოსის რბილობი შიცავს 360 კალორიას, აი წვენი კი - მხოლოდ 16,7 კალორიას 100 გრამზე.



თხილეული


თხილეული ჯანმრთელობისთვის ძალიან ღირებული და სასარგებლო პროდუქტია - მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებელით.
თუმცა უნდა გასოვდეთ, რომ ზოგიერთ სახეობაში 500-დან 750 კალორიამდეა 100 გრამში.
კალორიულობის სიაში ლიდერობს თხილი და ნიგოზი.



ყველაზე დაბალკალორიული კი ფისტა, ნუში და კეშია.
თუმცა მაინც არ ღირს დღეში 20-30 გრამზე მეტის მირთმევა.



შვრია


დღეს შვრიის ფაფა ძალიან პოპულარული საუზმეა. მაღაზიის დახლებზე ბევრი სახეობის შვრიას შეხვდებთ: მთლიანი ფანტელებით, წვრილად დაჭრილი ფანტელებით, ჩირით, სწრაფად მოსამზადებლს.
ყველაზე პოპულარულია წვრილი ფანტელები - სწრაფად მზადდება და ორგანიზმიც ადვილად ითვისებს.
ამ შემთხვევაში შვრიის კალორიულობა 352 კალორიას აღწევს 100 გრამზე.
თუკი მას დავუმატებთ, მაგალითად, ხილს, ჩირს, თხილეულს, თაფლს, გაცილებით ნოყიერი და კალორიული საუზმე გამოვა.


კალორიულობის მიუხედავად, შვრიაზე უარის თქმა არ შეიძლება! ეს ფაფა, მართლაც, იდეალური საუზმეა ბავშვებისთვისაც და უფროსებისთვისაც.
და თუკი დღის რაციონს სწორად შეადგენთ, საუზმეზე მიღებულ კალორიებს მაქსიმალურად დაიწვება.


 


შავი შოკოლადი


შავი შოკოლადის სასარგებლო თვისებებზე კამათი არ ღირს - იგი მიიჩნევა ყველაზე საუკეთესო ნუგბარად, რომლითაც შეგიძლიათ, ისე გაინებივროთ თავი, რომ ფიგურას ზიანი არ მიაყენოთ.


თუმცა, ყურადღებით წაიკითხეთ, რა წერია ეტიკეტზე: ზოგიერთი სახეობა თითქმის 700 კალორიას შეიცავს. ამიტომ დღეში საკმარისია 2 ნატეხი, ამასთან ის შოკოლადი უნდა შეარჩიოთ, რომელშიც მაქსიმალურად ნატურალური პროდუქტებია.


 
„დიეტული“ ხლებცები


მარცვლეულის, ბრინჯის ან სიმინდის ხლებცები სრულიად უწყინარად გამოიყურება, თუმცა რეალურად საქმე ცოტა სხვაგვარადაა.

ხლებცებში ხშირად უმატებენ შაქარს, საღებავებს, გემოს გამაძლიერებლებს და სხვა ნივთიერებებს, რის შემდეგაც ეს პროდუქტი ისეთივე „ჯანსაღია“, როგორიც კარტოფილის ჩიფსებია.
100 გრამ ხლებციში კი 300 კალორიაა - თითქმის იმდენივე, რაც თეთრ პურში.



ზეითუნის ზეთი


სულ რაღაც, ორი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი თქვენს კერძს 238 კილოკალორიას უმატებს.



რა თქმა უნდა, უარი არ უნდა თქვათ ამ სასარგებლო ცხიმებით მდიდარ პროდუქტზე, უბრალოდ, თუკი წონაში დაკლება გსურთ,  მცირე დოზებით მიირთვით.


 

დღის ჰოროსკოპი

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ დავძლიოთ ზამთრის №1 გამოწვევა - თმის გამოშრობა?

ალბათ, ბევრისთვის არ არის უცხო ზამთარში, თითქოს, დამუხტული, უფორმოდ აფუებული და გამომშრალი თმა. ეს ტენიანობის ნაკლებობის ბრალია. სწორედ ამიტომ, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა, რათა ზამთარშიც შევინარჩუნოთ მბზინვარე თმა.  
ამბები

შეხვედრა იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

20-24 იანვარს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პროექტის - „Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისთვის“ - საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება.
დღის ჰოროსკოპი

17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

 რობერტ ბერნსის სახელობის მე-11 საქველმოქმედო გალა საღამო

2020  წლის 1-ელ თებერვალს  სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ რობერტ ბერნსის სახელობის საქველმოქმედო გალა საღამო უკვე მე-11 ჯერ გაიმართება.
საკნატუნო ამბები

როგორ გავხსნათ ლუდის ბოთლი გაზეთით?

სანამ ბუნებაში კიდევ არსებობს გემრიელი ლუდი, რომლის სახურავიც ხელის მარტივი მოძრაობით, ანუ საათის ისრის მიმართულებით დატრიალებით არ იხსნება, ეს რჩევაც აქტუალური იქნება.
დღის ჰოროსკოპი

15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ოსკაროსანი ფილმი, რომელსაც ბავშვებთან ერთად უნდა უყუროთ

რატომ უნდა უყუროთ? ქვემოთ ამაზეც გიპასუხებთ...
იცით თუ არა...

საახალწლო მკითხაობა შამპანურზე

ყურადღება - ამაღამ ამ წლის ბოლო შანსი გაქვთ! ეს საახალწლო მკითხაობა ძალიან საინტერესო და სახალისო პროცესია, რომელიც 00:00 საათზე პირდაპირ შამპანურის ბოთლის გახსნიდან იწყება... 
დღის ჰოროსკოპი

13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?