სატელეფონო ჯიხურები - ქუჩის „ავეჯზე“ გაცილებით მეტი მთელი თაობებისთვის...

ურთიერთობა

11 თებერვალი 15:00

განსაკუთრებით 70-იანების თაობას გვახსოვს კარგად ეს ჯიხურები, რომლებიც კარგა ხანია, გაქრნენ. არადა, გულდასაწყვეტია... 

 

სატელეფონო ჯიხური - ეს არა მხოლოდ პრაგმატული დანიშნულების ობიექტი და ქალაქური პეიზაჟის ნაწილი იყო.

მის კედლებზე წერდნენ სიყვარულის ახსნას (ნუ, ზოგჯერ სხვა რამეებსაც, სამწუხაროდ);
საბჭოთა კავშირის მოსახლეობის ნახევარს მაინც უკოცნია შეყვარებულისთვის სატელეფონო ჯიხურში; მეორე ნახევარი, უბრალოდ, სოფელში ცხოვრობდა, სადაც არ იყო ეს ჯიხურები და თივის ზვინებით კმაყოფილდებოდა.


ტელეფონის ავტომატები მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება და შყვარებულთა თავშესაფარიც არ ყოფილა. ისინი ბევრი შემოქმედის შთაგონების წყაროდაც ქცეულან და ბევრ ფილმში არცთუ მეორეხარისხოვანი როლები შეუსრულებიათ.


გახსოვთ, ლეგენდარული „დღე პირველი დღე უკანასკნელი“  - ნაჩხუბარი შეყვარებულები ნათელა და ვაჟა სწორედ სატელეფინი ჯიხურში რომ შერიგდებიან...



ფრანსუა ტრუფოს ფილმში „მხიარული კვირადღე“ (Vivement dimanche!) სატელეფონო ჯიხურში აპატიმრებენ მკვლელს, რომელსაც იქ თავისი უკანასკნელი საუბარი აქვს...


გენიალური  ალფრედ ხიჩკოკი მთელი ცხოვრება ოცნებობდა ისეთი ფილმის გადაღებას, რომლის ყველა მოქმედების ადგილი სატელეფონო ჯიხური იქნებოდა. ეს, მართალია, არ გაუკეთებია, მაგრამ
წარმოგიდგენიათ, რამხელა „ავანტურა“ იქნებოდა!


ჯოელ შუმახერის ერთ-ერთ ბრწყინვალე ფილმს კი, 
კოლინ ფარელის საოცარი შესრულებით, პირდაპირ ასე ეწოდება - „სატელეფონო ჯიხური“.


ალბათ, თქვენც გაგახსენდებათ ბევრი ფილმი სატელეფონი ჯიხურებით...


2 კაპიკი ყოველთვის უნდა გქონოდა ჯიბეში - გახსოვთ?

დღეს ძნელი წარმოსადგენია, რომ სატელეფონო კავშირი 2 კაპიკი ღირდა. 
60-70 წლებში სახლის ტელეფონი ბვრს არ ჰქონდა და ხალხი ქუჩის ტელეფონებით სარგებლობდა.
2 კაპიკიანებსაც მონდომებით აგროვებდნენ, რათა გაზეთის
ჯიხურში დახურდავება ან გამვლელებისთვის ხვეწნა არ დასჭირვებოდათ.
ისე, 10-კაპიკიანითაც დარეკავდი (ზომაში იგივე იყო თოთქმის), თუმცა ზარალი გამოგდიოდა.


შემდეგ 15-კაპიკიანი აპარატები დადგეს. მოგვიანებთ, როცა ინფლაციამ ისეთი ტემპი აიღო, რომ ტექნიკა ვერ ეწეოდა,
„ჟეტონები“ და „სატელეფონო ბარათები“ შემოიღეს.


ნელ-ნელა პატარავდებოდა სატალეფონო ჯიხურის ფართობი და მცირდებოდა მისი მნიშვნელობაც. ბევრი უდიერად ექცეოდა, გლეჯდა ყურმილს, ტეხდა ციფრების დისკს, მოურიდებლად აბინძურებდა... ანუ, ისე, როგორც ხშირად ექცევიან ძველ თაობას...  სამწუხაროდ.
მალე საერთოდაც ქუჩებიდან გაიტანეს და პლასტმასის „ქუდებით“ ჩაანაცვლეს.


ხალხი ქუჩის ახალი ქუდი-ჯიხურებითაც სულ უფრო იშვიათად სარგებლობდა. საბოლოოდ კი ყველა ჯერ სახლის, შემდეგ კი მობილურ ტელეფონებზე გადავიდა.


დღეს მაინც არსებობს ქვეყნები, სადაც ეს ქუჩის ეგზოტიკა ჯერ კიდევ შემორჩენილია. იქ იციან ნივთებთან ურთიერთობა.


ისტორიული წითელი ჯიხური დღემდე ლონდონის სიმბოლოდ რჩება, ხოლო ამერიკელები დღემდე ტელეფონ-ავტომატების ყველაზე ერთგული მომხმარებლები არიან.



 


P.S. საბჭოური სატელეფონო ჯიხურები, ერთმა შემთხვევითმა განცხადებამ გამახსენა -  ვიღაც ასეთ ტელეფონს ყიდდა, სულ ახალიაო, წერდა, ფასი 3500 უკრაინული გრინვა, დაახლოებით. 400 ლარი. ნივთი, რომელიც შენი ისტორიის ნაწილია, უფრო ღირებულია. დამასწრეს...

დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.
სილამაზე/ჯანმრთელობა

ლამაზი ვარცხნილობის გაკეთება 2 წუთში!

ამას ნებისმიერი შეძლებს. საჭიროა მხოლოდ კარგი მაკრატელი, ცოტა წყალი, თმის ფენი და მრგვალი სავარცხელი.
FUN-ტესტი

პიროვნული ტესტი - რა შეცდომას უშვებთ რთულ სიტუაციაში?

აირჩიეთ ერთი ლაბირინთი, რომელიც თქვენში სტრესის ასოციაციას იწვევს. ეს ფსიქოლოგიური ტესტი კარგი საშუალებაა, გაარკვიოთ, რა გეშლებათ რთულ სიტუაციაში, რათა შეცვალოთ თქვენი ქცევა და უფრო სწრაფად მიიღოთ შედეგი. 
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრები სრული დატვირთვით მარტის ბოლომდე ჩაერთვებიან - კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს სრულ სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ სთავაზობს.
დღის ჰოროსკოპი

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
მებაღის რჩევები

ნიორი - ოთახის მცენარეების მოსავლელად

ნიორი - ბუნების გულუხვი საჩუქარია, თანა - არა მხოლოდ ადამინი ჯანმრთელობისთვის. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნივრის კბილს და ნივრიან წყალს ჯადოსნური თვისებები აქვს მცენარეებისთვისაც!