უკანასკნელი სურვილი - წიგნი ნამდვილი ფენტეზის მოყვარულთათვის

  • 25 ივლისი 16:00, 2015 წელი

ანჟეი საპკოვსკის ლეგენდარული მხედვარის საგის პირველი წიგნი.


გამომცემლობა:
  წიგნები ბათუმში


ავტორი: ანჯეი საპკოვსკი


სახელწოდება: მხედვარი - უკანასკნელი სურვილი


თარგმანი: ხათუნა ბასილაშვილი


"უკანასკნელი სურვილი" პოლონელი მწერლის, ანჯეი საპკოვსკის ლეგენდარული მხედვარის საგის პირველი წიგნია. ეს მასშტაბური, ბრძოლის სცენებით სავსე ნაწარმოებია, სადაც სიკეთე ებრძვის ბოროტებას. მაგრამ გმირს და ანტიგმირს სულ ტყუილად დაუწყებთ ძებნას - აქ ყველაზე სასტიკ და სისხლისმსმელ ურჩხულსაც კი აქვს რაღაც ისეთი, რაც ან მასზე გაგაღიმებთ, ან სიბრალულით აგავსებთ. თავად მხედვარი კი სულაც არ არის იდეალური ქმნილება და ურჩხულებისაგან განმათავისუფლებელი მეომარი - ისიც სწორედ ისე უშვებს შეცდომებს, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები და, ალბათ, სწორედ ამის გამო გახდა გერალტი მთელი მსოფლიოსთვის საყვარელი პერსონაჟი.