ნინო გაჩეჩილაძე ტელეეკრანზე ბრუნდება - რა იყო „ჩემი ცოლის დაქალებამდე“

  • 9 ოქტომბერი 14:00, 2015 წელი

ფართო საზოგადოებამ სერიალ „ ჩემი ცოლის დაქალებით“ გაიცნო - ეს იყო 2011 წელს, კატო კირვალიძის როლით, თუმცა მსახიობ ნინო გაჩეჩილაძის კარიერა 2001 წელს დაიწყო და მის პირველივე გამოჩენას თეატრალური ინსტიტუტის სცენაზე პროფესიონალთა აღიარება მოჰყვა.

დაბადების თარიღი: 1980 წლის 31 მარტი
დაბადების ადგილი: თბილისი
ზოდიაქოს ნიშანი: ვერძი
პროფესია: მსახიობი
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი


ბავშვობა: დაამთავრა ქალაქ თბილისის №100 საჯარო სკოლა და მე-2 მუსიკალური შვიდწლედი. როგორც თავად ამბობს, სკოლაში მოწესრიგებული და ბეჯითი იყო, ყველა საგანს კარგად სწავლობდა - მათემატიკის გარდა.  ბავშვობაში მისი საყვარელი გართობა ხატვა იყო, ოცნება კი - პრინცესობა, თუმცა როცა წამოიზარდა, ინტერესები შეეცვალა -  ბალერინას კარიერაზე ფიქრობდა.


ოჯახი: ჰყავს  დედა, მამა  და და - მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე.


განათლება:  დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტი.  მისი სამაგალითო  პედაგოგები არიან  რუსუდან  მირცხულავა, ნათია  მეგრელიშვილი, დონარა  კანდელაკი. ნინო ასევე, დაინტერესებულია ფოტოგრაფიით და გავლილი აქვს ფოტოგრაფიის კურსი გურამ წიბახაშვილთან.

აღიარება: თუკი თეატრალურ როლებს ვიგულისხმებთ,  პროფესიონალების მიერ პირველი აღიარება მოჰყვა ნინოს მიერ 2001 წელს განსახიერებულ როლს სამუელ ბეკეტის „ბედნიერ დღეებში“, ხოლო უფრო ფართო საზოგადოებამ მსახიობი სერიალ „ ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული კატოს როლით გაიცნო.



კარიერა:
სპექტაკლები

სემუელ ბეკეტის „ბედნიერი დღეები“ - ვინის როლში, რეჟისორი გიორგი აფხაზავა, თეატრალური ინსტიტუტი, 2001 წელი.
დოსტოევსკის „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ - ნატალია  იხმენევას როლში, რეჟისორი ნინო ლიპარტიანი, თეატრალური  სარდაფი, 2002 წელი.
ლაშა თაბუკაშვილის „თოვლივით  თეთრი  თოვლი“ - ხათუნას როლში,  რეჟისორი ანდრო ენუქიძე, მარჯანიშვილის თეატრი, 2003 წელი.
ვაჟა-ფშაველა „გველისმჭამელი“ - პატარძლის როლში, რეჟისორი ლევან წულაძე ვაკის თეატრალური  სარდაფი, 2004 წელი.
ბერტოლტ  ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“ - ჟორჟეტას როლში,  რეჟისორი გიზო ჟორდანია, მარჯანიშვილის  თეატრი, 2006 წელი.
არტურ შნიცლერის „ფერხული“  - სატრფიალო არსების როლში,  რეჟისორი ლევან წულაძე, მარჯანიშვილის თეატრი, 2008 წელი.
მორის მეტერლინკის „ნიშნობა“ -  ემეტას როლში, რეჟისორი გოგა თავაძე, მოზარდმაყურებელთა  თეატრი, 2008 წელი.
ჯოვანი ბოკაჩოს  „დეკამერონი“ - გისმონდას როლში, რეჟისორი ლევან წულაძე, მარჯანიშვილის თეატრი, 2011 წელი.
აზიზ ნესინის „კონტროლიორი“ - ქალის როლში,  რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი,  მარჯანიშვილის  თეატრი, 2012 წელი.
ლევ ტოლსტოის „ჰაჯი-მურატ“ -  სოფიათის როლში, რეჟისორი გიზო ჟორდანია, მარჯანიშვილის  თეატრი, 2013 წელი.
ლევან წულაძის და სანდრო  ელოშვილის „მთვრალი ალუბალი“ -  კრემ-ბრულე, რეჟისორები ლევან წულაძე, სანდრო ელოშვილი, მარჯანიშვილის თეატრი, 2013 წელი.
ალექსანდრე  ელიგულაშვილი-პელეგის „შევხვდებით სამოთხეში“ -  ლიზას როლში, რეჟისორი სანდრო  ელოშვილი, მარჯანიშვილის  თეატრი, 2014 წელი.
კობო აბეს „ქალი ქვიშაში“ - ქალის როლში, რეჟისორი დავით დანელია, მარჯანიშვილის თეატრი, 2014 წელი.
მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ მიხედვით: „ჯაყო - ხვალ ომი იქნება“ - მარგოს როლში, რეჟისორი სანდრო ელოშვილი, მარჯანიშვილის თეატრი, 2015 წელი.
ვაცლავ ჰაველის „წასვლა“ -  ბეას როლში, რეჟისორები ლევან წულაძე, დავით ჩხარტიშვილი 2015 წელი  (სპექტაკლი უკვე მზადების პროცესშია).


კინოფილმები და სერიალები: 
„რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2“ - ელენე არსენიშვილის როლში, რეჟისორი რატი რამიშვილი,  „ფორმულა კრეატივი“, 2009 წელი.
„ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი“ -  კატოს როლში, რეჟისორი  გიორგი ლიფონავა, „ფორმულა კრეატივი“, 2013 წელი.
„ტაქსი“ - ნიცას როლში,  რეჟისორი მიშა მშვილდაძე,  „ფორმულა კრეატივი“, 2014 წელი.
„წვრილვარსკვლავთა ღამე“ - თამრიკოს როლში, რეჟისორი ანდრო ენუქიძე, „პირველი არხი“, 2000-2001 წლები.
„ჩემი ცოლის დაქალები“ - კატო კირვალიძის როლში, რეჟისორები გიორგი ლიფონავა, რატი რამიშვილი, „რუსთავი 2“, 2011-2012, 2015 წლები.
თამარ ადორნელის  „ალი  და  თეო“ - ბეატას როლში, რეჟისორი ლევან კიტია, „ლიდერ-ტვ“ აზერბაიჯანი, 2013 წელი.


საყვარელი მსახიობი: ჯულიეტა მაზინა, მერილ სტრიპი, ჯულია რობერტსი.


სამომავლო გეგმები: სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა რომ ნინო დაბრუნდა  კატო კირვალიძის  როლზე სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“.


საყვარელი ფრაზა: never give up


საყვარელი  მწერალი: თეოდორ დოსტოევსკი, უილიამ შექსპირი, მიხეილ  ჯავახიშვილი.