ფინიკის 26 უნიკალური თვისება

  • 14 თებერვალი 14:00, 2016 წელი

მუსლიმანურ სამყაროში ფინიკი უძველესი დროიდან წმინდა საკვებად მიიჩნევა. ფინიკის პალმის ამ ნუგბარ ნაყოფს გასაოცარი სამკურნალო თვისებები აქვს.


მედიკოსებმა დაადგინეს, რომ სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა ადამიანში შიმშილის დაუოკებელ გრძნობას იწვევს. თუ რამდენიმე ფინიკს მივიღებთ, შიმშილის გრძნობა უკვალოდ გაქრება.


ფინიკი 23 სხვადასხვა ამინომჟავას შეიცავს, რომლებიც სხვა ხილში არ გვხვდება. ის მდიდარია ამინომჟავა ტრიპტოფანით - ტვინის ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის, ნორმალური ფსიქიკური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი ნივთიერებით. საკვებში ტრიპტოფანის საკმარისი რაოდენობით მიღება უჯრედების დაბერებას ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, ტრიპტოფანის წყალობით, ფინიკს მსუბუქად დამამშვიდებელი და საძილე მოქმედება აქვს.


ფინიკში შემავალი მეორე ამინომჟავა - გლუტამინი კუჭის ზედმეტ წვენს ანეიტრალებს. ამ გზით ის გულძმარვის წარმოქმნას უშლის ხელს, სელენიუმი კი ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნის რისკს აქვეითებს, იმუნიტეტს ამყარებს და გულის დაავადებათა წარმოშობას აფერხებს.


სულ 200 გრამი ფინიკის შეძენისას ჩვენ მინერალების, ვიტამინებისა და მარილების საბადოს ვეუფლებით. მეცნიერებს მიჩნიათ, რომ დღეში 10 ცალი ფინიკის მიღება საკმარისია ადამიანის ორგანიზმში მაგნიუმის, სპილენძის, გოგირდის, რკინის ნახევარი დოზისა და კალციუმის მეოთხედი დოზის დღიური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ასე რომ, მხოლოდ ფინიკითა და წყლით ცხოვრება რამდენიმე წელი თავისუფლად შეიძლება.


თანამედროვე მედიცინამ ფინიკი ყურადღების ცენტრში მოაქცია და მას უამრავი კვლევა მიუძღვნა, რის შემდეგაც ამ პროდუქტის უამრავი სასარგებლო თვისება გამოვლინდა:



  1. ფინიკი არ არის ადამიანის ორგანიზმისთვის საშიში ბაქტერიების, მიკრობებისა და პარაზიტების გადამტანი;

  2. ფინიკი ჩინებულად უმკლავდება მავნე ამებას;

  3. ფინიკი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში დაავადების გადამტან/გამავრცელებელ ბაქტერიებს სპობს. ამ მიზნით ის უზმოზე უნდა მივიღოთ.

  4. ფინიკი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც საშვილოსნოს კუნთებს კუმშავს, რაც ძალიან ამსუბუქებს ქალის მშობიარობას;

  5. ფინიკი А ვიტამინს შეიცავს, რომელიც ღამის მხედველობას აუმჯობესებს;

    ფინიკის მიღება უკიდურესად სასურველია შემდეგ შემთხვევებში:


  6. გონებრივი და ფიზიკური დატვირთვისას, გამოფიტვისას;

  7. სასუნთქი გზების დაავადებებისას;

  8. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისას;

  9. სისხლნაკლებობის, ანემიის დროს;

  10. კუჭ-ნაწლავის წყლულებისა და კიბოს თავიდან ასაცილებლად;

  11. ნერვული სისტემის აშლილობისას;

  12. ზღვის ავადმყოფობისას (მგზავრობისას გულისრევა);

  13. კაპილარების კედლების გასამყარებლად;

  14. მხედველობის გასაუმჯობესებლად, თვალის დაღლილობის შესამცირებლად;

  15. ანტიბიოტიკების გვერდითა ეფექტის შესამცირებლად;

  16. ღრძილებიდან სისხლდენის მოსარჩენად;

  17. კანცეროგენების წარმოქმნის ხელშესაშლელად;

  18. თრომბების წარმოქმნის ხელშესაშლელად;

  19. გულის დაავადებებისა და არტერიული წნევის თავიდან ასაცილებლად;

  20. ქალებში წინამენსტრუალური სინდრომის ჩასაქრობად;

  21. სისხლში შაქრის შემცველობის დასარეგულირებლად;

  22. ორგანიზმიდან იონებისა და მძიმე მეტალების გამოსაძევებლად;

  23. შეშუპებისა და თავბრუსხვევის თავიდან ასაცილებლად;

  24. ართრიტის წარმოქმნის ხელშესაშლელად;

  25. ტკივილის გასაყუჩებლად;

  26. ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად და სისხლში ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად.



ფინიკის უკუჩვენება
ფინიკის მიღება უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტისა და საჭმლის მონელების დარღვევების დროს;
ფინიკის პალმის ნაყოფს კუჭი დიდხანს ინელებს, ამიტომ ფინიკით ზედმეტმა გადატვირთვამ შესაძლოა, ყაბზობა გამოიწვიოს.