ეს 8 პროდუქტი ყოველთვის უნდა იყოს თქვენს მაცივარში

  • 11 ნოემბერი 13:00, 2016 წელი

New York Times-ის კოლუმნისტი, ჯანმრთელ კვებაზე რამდენიმე ბესტსელერის ავტორი დევიდ ზინჩენკო მოგვითხრობს პროდუქტებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს ჩვენს ყოველდღიურ რაციონში.

ისპანახი
ეს გახლავთ კუნთების საუკეთესო ბუნებრივი მშენებელი. ისპანახი მდიდარია ომეგა-3-ითა და ფოლიუმის მჟავით. ის დაბლა წევს გულის დაავადებების, ინსულტის განვითარებისა და ოსტეოპოროზის გაჩენის რისკს. უნდა ეცადოთ, დღეში თუნდაც ნახევარი თეფში ისპანახი მიირთვათ.
გიკარნახებთ: შეგიძლიათ, გააკეთოთ სალათა, დაუმატოთ ის ერბოკვერცხსა და პიცაში.


იოგურტი
იოგურტის სარგებლობა ჯანმრთელობისთვის უკვე 2000 წელია კამათგარეშეა. შედედების პროცესი ორგანიზმში მილიონობით პრიობიოტიკული ბაქტერიის განვითარებას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, აკაჟებს ადამიანის ორგანიზმს. იოგურტი აძლიერებს იმუნიტეტს და დაგვიცავს კიბოს გაჩენისგან. მიირთვით დღეში მინიმუმ 1 ქილა იოგურტი. ალტერნატივის სახით შეგიძლიათ მიირთვათ კეფირი ან მაწონი.
თუკი იოგურტში მოცხარს, ნიგოზს, სელის თესლსა და თაფლს დაუმატებთ – შესანიშნავ საუზმეს ან დესერტს მიიღებთ. ნატურალური იოგურტი ასევე არაჩვეულებრივია სალათების შესაკმაზად, გამოიყენეთ ის მაიონეზის მაგივრად.


პომიდორი
ტომატის შესახებ ორი რამ უნდა ვიცოდეთ. პირველი, რომ ყველაზე სასარგებლო მათ შორის – წითელია. ანტიოქსიდანტი ლიკოპინი მწვანე, ვარდისფერსა და ყვითელ პომიდვრებში ბევრად ნაკლებია. მეორეც, თერმულად დამუშავებული პომიდორი საერთოდ არ კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს.
კვლევებმა დაადასტურა, რომ ლიკოპინით მდიდარი კვების რაციონი დაბლა წევს ფილტვთან, პროსტატიტთან, გულთან და კუჭთან დაკავშირებული პრობლემების გაჩენის რისკს. უნდა ეცადოთ, დღეში მინიმუმ 22 მგ ლიკოპინი მიიღოთ. ეს დაახლოებით 8 წითელი პომიდორი ჩერი ან ერთი ჭიქა ტომატის წვენია.
მის ალტერნატივად შეგიძლიათ მიიღოთ: საზამთრო, გრეიპფრუტი, ხურმა, პაპაყა და გუავა.
გამოიყენეთ ტომატპასტა, როცა პიცას ან მაკარონს ამზადებთ.


სტაფილო
აარჩიეთ სტაფილო ფერის მიხედვით: რაც უფრო მკვეთრია ის, მით მეტია მასში კაროტინები, რომლებიც დაბლა წევს კიბოთი დაავადებისა და ანთებითი პროცესების გაჩენის რისკს. ასევე, სტაფილო გვიცავს ასთმისა და ართრიტისგან. მიირთვით დღეში მინიმუმ 1 სტაფილო.
მის ალტერნატივად შეგიძლიათ მიიღოთ: ტკბილი კარტოფილი, გოგრა, ყვითელი ტკბილი წიწაკა, მანგო.
სტაფილო შესანიშნავია სუპებისა და სალათების, ასევე კექსისთვის.


მოცხარი
მოცხარი კენკრებს შორის ყველაზე მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს. ის ხელს უშლის კიბოს, დიაბეტის, მეხსიერების ასაკობრივი პრობლემების გაჩენას. ეს საუკეთესო კენკრაა ტვინისთვის!
დღეში ერთი ჭიქა მოცხარი და თქვენ უამრავი დაავადებისგან ხართ დაცული. სასარგებლოა გაყინული და გამხმარი მოცხარიც კი. ასევე, მისგან მოხარშული მურაბაც.
მის ალტერნატივად გამოდგება: შავი ყურძენი, შავი ქლიავი, ქიშმიში და მარწყვი.


ლობიო
საერთოდ, ყველა პარკოსანი კულტურა სასარგებლოა გულისთვის. მაგრამ არც ერთი მათგანი ისე სასარგებლო არ არის ტვინისთვის, როგორც ლობიო. საქმე ისაა, რომ მასში დიდი რაოდენობითაა ანტოციან-ანტიოქსიდანტი, რომელიც აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. იდეალური იქნება, თუკი დღეში ნახევარ ფინჯან ლობიოს მიირთმევთ.
ალტერნატივა არ არსებობს.


ნიგოზი
ეს უნიკალური პროდუქტი მდიდარია ომეგა-3-ით იმაზე მეტად, ვიდრე ორაგული. პოლიფენოლები მასში იმაზე მეტია, ვიდრე წითელი ღვინოში. ხოლო ცილა, რომელიც კუნთოვანი სისტემის მშენებლობისთვის არის აუცილებელი, მასში საკმარისზე მეტია. არც ერთი მაგარნაჭუჭიანი ისეთი სასარგებლო არ არის, როგორც ნიგოზი.
საუკეთესო იქნება დღეში 7 ლებანი ნიგვზის მიღება. ეს საუკეთესო საშუალებაა ვარჯიშის შემდეგ წასახემსებლად. მის ალტერნატივად შეგიძლიათ, გამოიყენოთ: ნუში, არაქისი, ფსტა და თხილი.
დაუმატეთ ნიგოზი სალათებში, ბლინებში, მარინადებსა და სოუსებში.


შვრია
ეს ნამდვილი რუხი კარდინალია ჯანმრთელ კვებაში. მასში იმდენად ბევრი უჯრედისია, რომ შვრიის რეგულარულად მიღების შემთხვევაში პრაქტიკულად 100 პროცენტით დაცული ხართ გულ-სისხლძარღვთა დაავადების გაჩენისგან. პლუს მასში საკმაოდ დიდი რაოდენობით ცილაა. ერთი თეფში შვრიის ფაფა საუზმეზე თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას აგაცილებთ თავიდან.
მის ალტერნატივად გამოდგება: სელის თესლი, ყავისფერი ბრინჯი.