„ჩემთვის პიარი კეთილგანწყობას ნიშნავს“

PR კლუბი

4 დეკემბერი 18:00, 2017 წელი

ნინი დედალამაზიშვილი კლინიკა „კანის“ გუნდის წევრი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. როგორც თავად ამბობს, პიარმენეჯერის პროფესია ჯერ კიდევ მაშინ აირჩია, როცა ასეთი პოპულარული სულაც არ იყო. დღეს ნინის პიარის სფეროში უკვე 12-წლიანი გამოცდილება აქვს. 

- რა არის მთავარი ამოცანა კლინიკა „კანის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისთვის?
- სხვათა შორის, კლინიკა „კანიდან“ შემოთავაზება ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო, რადგან მანამდე ქართული თანამედროვე ფილმების პიარში ვიყავი და სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობდი. თუმცა, რადგან მუდმივად ახლის ძიებასა და განვითარებაში ვარ, გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია.
კლინიკაში საწყის ეტაპზე მთავარ ამოცანად დავისახე ექიმებისა და კლინიკების მიმართ შიშის გაქარწყლება. პაციენტებთან მუდმივ კონტაქტზე ვართ მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მივიღებთ და პრობლემას ბოლომდე არ მოვუგვარებთ. სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურები ვართ. 100 000-მდე გამომწერი გვყავს, რომლებიც ექიმებისგან რჩევებსაც იღებენ. ღიმილიან ადმინისტრატორებზე ბევრი რომ არ ვილაპარაკო, სამუშაო დღეს ფონად მუსიკა გასდევს. ჩვენთან პაციენტი არ ისტრესება. გუნდის პოზიციის მიხედვით, დაავადებების უმრავლესობა სტრესისგან მომდინარეობს და პაციენტს, პირველ რიგში, დადებითი მუხტი და აურა სჭირდება.


- თქვენი გუნდი სოციალურ კამპანიებსაც აქტიურად ატარებს...
- დიახ, ამით ვცდილობთ, დავამსხვრიოთ ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპები, რომლებიც მძიმე შედეგების მომტანია. მაგალითად, ცოტა ხნის წინ გვქონდა მნიშვნელოვანი კამპანია სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე. წყვილებს სექსის წინ ანალიზის გაკეთების კი არ უნდა რცხვენოდეთ, არამედ უნდა გაიაზრონ, რომ ამით ერთმანეთის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. ვენერიული ინფექციების სტატისტიკაც საგანგაშოა და როცა მივხვდით, რომ ეს უშვილობის ერთ-ერთი მიზეზი იყო, კამპანია გავააქტიურეთ და მაქსიმალურად შევეცადეთ, ბევრი ადამიანი მოგვეცვა.
გამოვყოფ კიდევ ერთ კამპანიას, რომელიც კანის კიბოს პრევენციას ემსახურებოდა. ამასთან დაკავშირებით გასულ წელს მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩავატარეთ; ნანი ბრეგვაძის, ქეთევან ქემოკლიძისა და სხვა მნიშვნელოვანი ფიგურების სახით კეთილი ნების ელჩებიც გვყავდა, რომლებმაც კამპანიას მხარი დაუჭირეს. ხალხს მოვუწოდეთ, რომ დროული პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია, რაც კანის კიბოს მაჩვენებელს შეამცირებს.
ჩვენ კონკრეტულ სერვისს კი არ ვაპიარებთ, არამედ ადამიანებს ვუხსნით, რატომ არის მნიშვნელოვანი ესა თუ ის გამოკვლევა. 


- რა სიახლეები გაქვთ?
- ჩვენს კლინიკაში  მუდმივად შემოდის ახალი სერვისები. კლინიკაში ხშირად ჩამოდიან ევროპელი პარტნიორები, დერმატოლოგები და პაციენტებს იღებენ. ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს პოდოლოგიაზეც - ტერფის პრობლემების მკურნალობაზე. თბილისის გარდა, ფილიალები გვაქვს ბათუმსა და ქუთაისში, თუმცა მოთხოვნა იმდენად მაღალია, გაფართოებასაც ვგეგმავთ. 


- რას ნიშნავს თქვენთვის პიარი?
- პიარის დანიშნულება კეთილგანწყობის სწორად მოპოვებაა. რატომღაც საქართველოში ჰგონიათ, რომ, თუ რამეს აპიარებ, ამით ხალხს მოტყუებით აწვდი ამა თუ იმ პროდუქტსა თუ პროექტს. ჩემთვის მთავარი ამოცანა ყოველთვის ის არის, რომ მომხმარებელი არ მოტყუვდეს და ის მოლოდინი გავუმართლო, რა მოლოდინსაც პიარსტრატეგიით ვქმნი. ჩვენს ქვეყანაში რატომღაც არსებობს სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც შავი პიარიც პიარია, რაც მე არ მესმის. მგონია, რომ ამით თავს იმართლებენ ან იმშვიდებენ. ჩემთვის პიარი კეთილგანწყობას ნიშნავს, პოზიტიურია და ნათელ ფერებშია.
პიარმენეჯერობა ძალიან სტრესული სამუშაოა. ეს არ არის ისეთი სამსახური, რომელსაც კონკრეტულ დროს დავიწყებ და დავამთავრებ. საქმეს, რომელსაც ვკურირებ, მუდმივად ინფორმაციის მოძიება და დიდი შრომა სჭირდება. მხოლოდ დიდი სანაცნობო წრე არ ნიშნავს იმას, რომ პიარკამპანიას სწორად დაგეგმავ.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

„ქალები დილის 10 საათამდე“

სენსაციური ფოტოპროექტი, რომელიც ქალის ნამდვილ სილამაზეს ეძღვნება და რომელმაც ფრანგ ფოტოგრაფს ვერონიკა ვიალს საოცარი პოპულარობა მოუტანა. 
საკნატუნო ამბები

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს

ექსპერტებმა დაადგინეს 5 მიზეზი, რომელთა მიხედვითაც ქალებმა უმჯობესია, სექსზე უარი თქვან.
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ამ კომპანიაში არ არის აუცილებელი, იყო ვიღაცის ნათესავი, მთავარია, იშრომო შენი მიზნისთვის“

23 წლის ანანო სოხაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში ის  დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. ანანო თავად მოგვიყვება, რა ეტაპები გაიარა კომპანიაში მოხვედრამდე.
FUN-ტესტი

აირჩიეთ ზედმეტი ფიგურა

ეს უჩვეულო ტესტი დაგეხმარებათ, საკუთარი ხასიათის იდუმალი მხარეები გახსნათ...
საკნატუნო ამბები

როგორ უკავშირდება სექსის სურვილი ხორცის ჭამის სურვილს?

„კაცებს, რომლებიც სიამოვნებით კავდებიან სექსით, უფრო მეტად უყვართ ხორცი“. მართალია, გრილის მწარმოებელი სარეკლამო სლოგანივით ჟღერს, თუმცა, ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი სექსსა და ხორცის ჭამის სურვილს შორის.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ფილე რძეში

თუ აქცენტს ჯანსაღ კვებაზე აკეთებთ და არა დიეტებზე, რძეში მოხარშული ქათმის ფილე აუცილებლად დააგემოვნეთ.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

1980-90-იანი წლები - ქალის სხეული სილიკონის გარეშეც ულამაზესია

ეს იყო პერიოდი, როცა ვარსკვლავები ასე მასობრივად არ იყვნენ გატაცებულნი პლასტიკური ქირურგიით. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ...