ნინუცა ლომიძე: „პიარი საკმაოდ რთული პროფესიაა“

PR კლუბი

7 დეკემბერი 18:00, 2017 წელი

ნინუცა ლომიძე „ალფა გრინ ფიტნესის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია. სანამ ამ სფეროში მოვიდოდა, განსაკუთრებულად მოემზადა. მაგისტრატურა თუ ტრენინგები პიარის კუთხით გაიარა. სხვა დანარჩენზე თავად გიამბობთ.

- რა პროფესიის ხართ?
- პირველი დიპლომი სამართალმცოდნის სპეციალობით მაქვს მიღებული, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით კი მაგისტრატურა დავამთავრე და არაერთი ტრენინგიც გავიარე. ეს ორივე პროფესია ძალიან მიყვარს. თუმცა, ჩემი ხასიათიდან, ცნობისმოყვარეობიდან და ინტერესის სფეროებიდან გამომდინარე, საზოგადოებასთან ურთიერთობა უფრო „ჩემია“.


- ამ სფეროში რას მიიჩნევთ თქვენს პირველ სამუშაო გამოცდილებად?
- პიარის სფეროში ჩემს პირველ ნაბიჯებს „კავკასიის უნივერსიტეტს“ ვუკავშირებ - სტუდენტურ თვითმმართველობაში კომუნიკაციების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვიყავი. შემდეგ ვმუშაობდი „ჩაჩავას კლინიკაშიც“, უცხოელებთან სადაზღვევო კომპანიაშიც. მოგვიანებით დიდი გამოცდილება მივიღე საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში“. სოციალური მედიის მიმართულებითაც ვმუშაობდი სამშენებლო კომპანია „ლიტ ჯეო ინვესტში“. უკვე თითქმის ერთი წელია, დასაქმებული ვარ კომპანია „ალფა გრინ ფიტნესში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.


- რას მიიჩნევთ ამ პოზიციაზე თქვენს მთავარ მიღწევად?
- ბევრი ვეცადეთ, საზოგადოებამდე სწორად მიგვეტანა ჩვენი სათქმელი და, ვფიქრობ, რომ ეს შევძელით. დღეს საზოგადოებაში ჩვენი დარბაზის სახელი მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესთან ასოცირდება. 
საზოგადოებამ „ალფა გრინი“ გაიცნო, როგორც პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელსაც ინდივიდუალური მიდგომა აქვს დარბაზის ყველა წევრთან. არ გვქონია მარკეტინგული გათვლა, რაც „ალფა გრინის“ ფასებზეც აისახება. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით. აქ ყველას უხარია მოსვლა და ეს უკვე დიდი პლუსია კომპანიისთვის.


- რითია გამორჩეული „ალფა ფიტნესი“ სხვა დარბაზებისგან?
- თამამად ვიტყვი, რომ „ალფა გრინი“ არის ადგილი, სადაც მაღალი დონის პროფესიონალები მუშაობენ. დარბაზი აღჭურვილია აბსოლუტურად ყველა საჭირო ინვენტარით. გარდა ფიტნესის დარბაზისა, ჩვენთან ფუნქციონირებს, ასევე, მებრძოლთა კლუბი. „ალფა გრინი“ ერთადერთი დარბაზია, სადაც თითქმის ყველა საბრძოლო სახეობა ისწავლება: ბოქსი, გრეპლინგი, კრივი, უშუ-სანდა, ჯიუ-ჯი ცუ, მუაი ტაი და ა.შ.  ჩვენს მებრძოლთა კლუბს საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ხელმძღვანელობს და შესაბამისად, ჩვენთან, მოყვარულების გარდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებიც ვარჯიშობენ. „ალფა გრინის“ მებრძოლთა კლუბის წარმომადგენლები ასპარეზობენ როგორც საქართველოს, ისე ევროპის მასშტაბით.


- რას ნიშნავს თქვენთვის PR და, როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად ვითარდება ეს სფერო ჩვენს ქვეყანაში?
- დემოკრატიულ სისტემაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და უკუკავშირს. როდესაც ვამბობ, რომ ვარ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ეს ნიშნავს ჩემს პასუხისმგებლობას, რამდენად სწორად და ეფექტურად დავამყარებ ამ ორმხრივ კავშირს. პიარი საკმაოდ რთული პროფესიაა, ვინაიდან ახლოს მდგარი სპეციალობების კარგ ცოდნასაც მოითხოვს. მიმაჩნია, რომ დღეს ბაზარზე პიარის სპეციალისტი ცოტაა, თუმცა, წინა წლებთან შედარებით, ნამდვილად უკეთესი მდგომარეობაა. კომპანიებიც ნელ-ნელა გაერკვნენ, რას ნიშნავს ორგანიზაციისთვის პიარი და რომ პიარი არ არის რეკლამა. ადრე უმაღლეს სასწავლებლებში პიარის ფაკულტეტიც არ არსებობდა, ამ ეტაპზე კი, ფაკულტეტის გარდა, უამრავი ტრენინგი თუ მოკლევადიანი კურსი არსებობს. 


- თქვენზეც გვიამბეთ. რას აკეთებს PR-სპეციალისტი სამსახურს მიღმა?
- სამსახურს მიღმა ჩემი თავისუფალი დრო მეუღლეს, შვილებს, ნათესავებსა და მეგობრებს ეთმობათ, თუმცა, იმდენად მიყვარს სწავლის პროცესი, ძალიან ხშირად ვესწრები ტრენინგებს ჩემს სპეციალობასთან ახლოს მდგომ სფეროებში.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?