ანნა იმედაშვილი: „ჩემი საქმიანობის პრიორიტეტი გულწრფელობაა“

PR კლუბი

21 დეკემბერი 18:00, 2017 წელი

მისი საქმე სილამაზეს ეხება, ხოლო გარემოს, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებს, სამოთხეს უწოდებს. დღეს წარმოგიდგენთ ესთეტიკური მედიცინის ცენტრ „ლოტუსისა“ და მსოფლიო ბრენდის Delfy Cosmetics-ის პიარმენეჯერს ანნა იმედაშვილს.

- პროფესიით მარკეტოლოგი, ფსიქოლოგი და ჟურნალისტი ვარ. მოხდა ისე, რომ გადაღებებიდან გამომდინარე სილამაზის სალონების ერთ-ერთი ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პიარის ხელმძღვანელი გავხდი. შემდეგ იყო „ლოტუსი“. ეს ის სფეროა, სადაც გამუდმებით ახალთან გაქვს საქმე და როცა შესრულებული საქმის შედეგს ხედავ, მუშაობას კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით აგრძელებ. 9 წელია, რაც პიარის სფეროში ვარ. ისე დაემთხვა, რომ სილამაზის ინდუსტრიაში მიწევს ტრიალი. მართალი გითხრათ, იმდენად კმაყოფილი ვარ, რომ სხვა სფეროში ძალების მოსინჯვა არც მიცდია.


- თქვენი საქმიანობის პრიორიტეტად რა მიგაჩნიათ?
- დაუღალავად გავიმეორებ და თქვენც გეტყვით, რომ ჩემი საქმიანობის პრიორიტეტი გულწრფელობაა. ამის გარდა, პროდუქტსაც კარგად უნდა იცნობდე. თუ გაყიდვისას გულწრფელი ხარ, პროდუქტიც მუშაობს და მომხმარებელიც კმაყოფილი გრჩება.


- რა ეტაპზეა ჩვენს ქვეყანაში პიარის განვითარება?
- პიარის სფერო განვითარების იმ ეტაპზეა, როცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი რამ ვისწავლეთ. არსებობს ბევრი პიარსკოლა, ტარდება ლექციები, სემინარები... პიარი რომ ვითარდება, ეს ყველაფერს ეტყობა. მრავალი სავაჭრო ცენტრი ისე არ გაიხსნებოდა, რომ არ იყიდებოდეს. გაყიდვას კი შეფუთვა სჭირდება. სასწავლი კიდევ ბევრია, თუმცა ცდით და შეცდომის გააზრებით წინ მივიწევთ.


- Delfy Cosmetics-ზე რას გვეტყვით, რამდენი ხანია, რაც ამ კომპანიის პიარში ხართ?
- Delfy Cosmetics-ის პიარში ზაფხულში ჩავერთე. ბრიტანული, ახალბედა ბრენდია, რომელიც ერთი წელია, რაც ბაზარზე გამოჩნდა. მოიცავს დეკორატიულ კოსმეტიკასა და თავის მოვლის საშუალებებს. უკვე 10-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. თავდაპირველად მაღაზია არ ჰქონდა და „ლოტუსის“ ფილიალებში სტენდების სახით იყო წარმოდგენილი, თუმცა საქართველოში ძალიან სწორი სტრატეგიით გამოჩნდა. მხოლოდ ფრჩხილისა და ხელის მოვლის საშუალებებით შემოვიდნენ და მათი პროდუქცია თითქმის ყველა სალონში იყო წარმოდგენილი. Delfy Cosmetics ნოვატორულ პროდუქციას აწარმოებს და, რაც საკმაოდ საყურადღებოა, ბუნებრივი ნედლეულისგან მზადდება.


- რით არის სილამაზის სფერო თქვენთვის საინტერესო?
- ეს ქალბატონებისთვის ნამდვილი სამოთხეა. „ლოტუსშიც“ ხომ სილამაზესა და ჯანმრთელობასთან მაქვს საქმე, მაგრამ Delfy Cosmetics სულ სხვა განზომილებაა. აქ თავმოყრილია ყველაფერი, რაც ქალებს ბედნიერებას გვანიჭებს.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

რომელია საუკეთესო ასაკი ქორწინებისთვის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ყველა ადამიანი ეძებს პარტნიორს, რომელთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებს. ზოგიერთი კი ამას ძალიან ადრეული ასაკიდან იწყებს...
საკნატუნო ამბები

ფრთხილად! საოცრად ამაღელვებელი შიშველი სხეული (11 ფოტო)

სანკტ-პეტერბურგელი ფოტოგრაფის მიხაილ კოვალენკოს ნამუშევრები განსაკუთრებით მამრობითი სქესის მკითხველებს დააინტერესებთ! 
დღის ჰოროსკოპი

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 აპრილს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

6 ფილმი სიყვარულის მაგიაზე

რამდენიმე ისტორია იმის შესახებ, როგორ აქცევს სიყვარული ცხოვრებას ზღაპრად...
ამბები

წლინახევრის სესეს სიცოცხლისთვის ბრძოლისთვის საზოგადოების დახმარება სჭირდება

წლინახევრის სესე ბეგიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. რამდენიმე დღის წინ მას თბილისში კლებსიელას ბაქტერია, პნევმონია და სეფსისი დაუდგინეს.
დღის ჰოროსკოპი

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ღუმელში გამომცხვარი ქათმის ბარკლები

როცა მთელი ოჯახი გყავთ გამოსაკვები და სადილის მოსამზადებლად დრო არ გაქვთ, სცადეთ...
საკნატუნო ამბები

მილიონი მოწონება: ვარსკვლავების შიშველი ფოტოები ინსტაგრამზე: (+18)

კონფიდენციალურობა? არა, არ ვიცით! ეს ვარსკვლავები მოუღალავად ავრცელებენ საკუთარი შიშველი სხეულის ფოტოებს ინტერნეტსივრცეში. რას არ გააკეთებ, მილიონი „ლაიქისთვის?!“
დღის ჰოროსკოპი

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?