ქეთი ბერიკაშვილი: „კლიპარტთან თანამშრომლობა ჩემთვის დიდი კომფორტია“

PR კლუბი

26 დეკემბერი 22:00, 2017 წელი

პირველადი პროფესიით რეპორტიორია. შემდეგ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტი დაამთავრა. ამჟამად ქეთი ბერიკაშვილი ჯიპაში საჯარო პოლიტიკას ეუფლება და ამასთანავე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პრესსპიკერი და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა.

- 10 წელია, რაც სემეკში ვმუშაობ და ამ ხნის განმავლობაში ვცდილობ, მაქსიმალურად დავიხვეწო ცოდნის თვალსაზრისით იმ სექტორებში, რომლებსაც კომისია არეგულირებს - ეს არის ელექტროენერგეტიკა, ბუნებრივი გაზი და წყალმომარაგება. იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად ჟურნალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიწევს ურთიერთობა, მნიშვნელოვანია, დეტალურად ვფლობდე ყველა იმ ინფორმაციას, რაც კომისიაში მუშავდება და რის შესახებაც კომისია იღებს გადაწყვეტილებებსა თუ დადგენილებებს.    


- მაინც რასთან გაქვთ შეხება?
- თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიწევს ჟურნალისტებთან ურთიერთობა, განსაკუთრებით კი იმ დროს, როდესაც კომისიაში სატარიფო საკითხები განიხილება. ტარიფები საკმაოდ რთული სტრუქტურაა, რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება, რომლებიც, თავის მხრივ, კიდევ სხვა კომპონენტების შეიცავს. იმისთვის, რომ დაინტერესებულ პირს დეტალური ინფორმაცია მივაწოდო და ეს ყველაფერი მარტივ ენაზე ავუხსნა, პირველ რიგში, თავად უნდა ვერკვეოდე ზედმიწევნით. რა თქმა უნდა, კომისია სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც მუშაობს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ახლა სწორედ ტარიფების დადგენის პროცესში ვართ, ტარიფებზე ვამახვილებ ყურადღებას. ეს არის საკითხი, რომელიც საზოგადოებისთვის ყოველთვის განსაკუთრებით საინტერესოა.

იმისთვის, რომ ჟურნალისტებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის დეტალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა, ზოგადად, კომისიის საქმიანობისა და მათ შორის, რა თქმა უნდა, ტარიფების შესახებ, შევქმენით მედიაკლუბი, რომელიც უკვე სამი წელია, წარმატებულად მუშაობს.
კლუბის ფორმატი არ ითვალისწინებს ფორმალურ შეხვედრებს. ტარდება ტრენინგები, სადაც კომისიის თავმჯდომარე, წევრები, აპარატის თანამშრომლები კლუბის მონაწილეებს უზიარებენ ყველა საჭირო და  მათთვის საინტერესო ინფორმაციებს არა მხოლოდ სემეკის საქმიანობაზე, არამედ, ზოგადად, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული მდგომარეობისა და სიახლეების შესახებ. 


- სხვა რა პროექტები გაქვთ?
- ენერგეტიკის სექტორთან დაკავშირებით გვაქვს რადიოგადაცემა. რადიო „კომერსანტი“ გადაცემა „პროფესიონალების“ ფორმატში უსასყიდლოდ გვითმობს პირდაპირ ეთერს. ყოველწლიურად ვგეგმავთ და ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს, რომელიც ეხება კონკრეტული წლის სტრატეგიას. კომისიის საქმიანობის გაშუქებაში ძალიან გვეხმარება მედია. ამ პროექტების მიზანია კომისიის საქმიანობის გამჭვირვალობა, საზოგადოების ინფორმირება როგორც ტარიფებზე, ასევე მათ უფლებებზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში, ინფორმაციის მიწოდება მომსახურების ხარისხის პროგრამებზე, რომელიც  უზრუნველყოფს მიწოდების საიმედოობასა და კომპანიების მაღალი დონის სერვისს. კომისიაში ყოველ კვირას ტარდება საჯარო სხდომები, სადაც განიხილება მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები და მათი უმეტესობა მოქალაქეთა სასარგებლოდ წყდება.        


- პირადად თქვენთვის, როგორც პიარის სპეციალისტისთვის, ეს სფერო რითია საინტერესო?
- საუბრის დასაწყისშივე აღვნიშნე, რომ ენერგეტიკა ძალიან სპეციფიკური სფეროა და განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. მარეგულირებელი კომისია ყოველთვის ორიენტირებულია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს უწყვეტი და საიმედო მომარაგება, მომსახურების მაღალი ხარისხი; ინვესტორს შესთავაზოს სიახლეები, მათთვის უფრო მიმზიდველი გახადოს სექტორი, რაც, საბოლოო ჯამში, დარგის წარმატებას უწყობს ხელს. სემეკი ნერგავს ახალ რეგულაციებს, ისეთ პროექტებს, რომელიც ენერგეტიკის სექტორში უპრეცედენტოა. ასეთია მომსახურების მონიტორინგის პროგრამა, მისტიკური მომხმარებლის პროექტი და ბევრი სხვა.  


- რაც სემეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ხართ, რა მიგაჩნიათ ყველაზე წარმატებულ პროექტად?

- დეპარტამენტს სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა წარმატებული პროექტი ჰქონდა. ბოლო წლების განმავლობაში კი აქტუალობას არ კარგავს მედიაკლუბის პროექტი. თავიდან არ ვიცოდით, პროექტი გაამართლებდა თუ არა და დავაინტერესებდით თუ არა ჟურნალისტებს. წინასწარი კვლევებით, 6-თვიანი პერიოდის შემდეგ, პროექტი უნდა დახურულიყო. თუმცა, იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ 2018 წელსაც გავაგრძელებთ მის განხორციელებას. მედიაკლუბი არის USAID-ის მიერ დაფინანსებული და NARUC-ის მიერ ორგანიზებული „პარტნიორობის პროგრამის“ ფარგლებში გაზიარებული საუკეთესო პრაქტიკა. დღეისთვის მედიაკლუბში ტრენინგი 250-მდე პირმა გაიარა, მათ შორის - ჟურნალისტებმა, სტუდენტებმა, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა...   


- მომხმარებლამდე ინფორმაციის მისატანად კიდევ რა საშუალებებს იყენებთ?
- ამ თვალსაზრისით ჩვენთვის ძალიან აქტიური იყო 20016-17 წლები. მედიაგავრცელების სააგენტო „კლიპარტი“ ჩემთვის მარჯვენა ხელი აღმოჩნდა. აღნიშნული კომპანიის დახმარებით რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოსთან ურთიერთობა ერთი ფანჯრის პრინციპით შევძელი. კონკრეტულ მენეჯერთან ვკონტაქტობ, რომელსაც ერთ რელიზს ვუგზავნი და სხვა დანარჩენს თავად უზრუნველყოფს. ეს ჩემთვის დიდი შეღავათია, როგორც დროის, ასევე საქმიანობის შემსუბუქების თვალსაზრისითაც. მსგავსი სახის სერვისები ნებისმიერი პიარსამსახურისთვის, განსაკუთრებით კი საჯარო უწყებისთვის, სადაც ინფორმაციის გავრცელება სწრაფად უნდა მოხდეს, დიდი შვება და დახმარებაა. უკვე ერთი წელია, რაც აღნიშნულ კომპანიასთან ვთანამშრომლობ. ყველაფერთან ერთად, მომწონს ის ფაქტი, რომ მათთვის არ არსებობს დროის დაბრკოლება. ყველაფერს უმოკლეს ვადებში აგვარებენ.


- რა მოგცათ „კლიპარტთან“ თანამშრომლობის ერთმა წელმა?
- „კლიპარტის“ დახმარებით სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოსთან კომუნიკაცია კიდევ უფრო დაიხვეწა. ძალიან სასიხარულოა, როცა პროფესიონალებთან გიწევს ურთიერთობა. „კლიპარტთან“ თანამშრომლობა ჩემთვის დიდი კომფორტია.


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

„ქალები დილის 10 საათამდე“

სენსაციური ფოტოპროექტი, რომელიც ქალის ნამდვილ სილამაზეს ეძღვნება და რომელმაც ფრანგ ფოტოგრაფს ვერონიკა ვიალს საოცარი პოპულარობა მოუტანა. 
საკნატუნო ამბები

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს

ექსპერტებმა დაადგინეს 5 მიზეზი, რომელთა მიხედვითაც ქალებმა უმჯობესია, სექსზე უარი თქვან.
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ამ კომპანიაში არ არის აუცილებელი, იყო ვიღაცის ნათესავი, მთავარია, იშრომო შენი მიზნისთვის“

23 წლის ანანო სოხაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში ის  დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. ანანო თავად მოგვიყვება, რა ეტაპები გაიარა კომპანიაში მოხვედრამდე.
FUN-ტესტი

აირჩიეთ ზედმეტი ფიგურა

ეს უჩვეულო ტესტი დაგეხმარებათ, საკუთარი ხასიათის იდუმალი მხარეები გახსნათ...
საკნატუნო ამბები

როგორ უკავშირდება სექსის სურვილი ხორცის ჭამის სურვილს?

„კაცებს, რომლებიც სიამოვნებით კავდებიან სექსით, უფრო მეტად უყვართ ხორცი“. მართალია, გრილის მწარმოებელი სარეკლამო სლოგანივით ჟღერს, თუმცა, ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი სექსსა და ხორცის ჭამის სურვილს შორის.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ფილე რძეში

თუ აქცენტს ჯანსაღ კვებაზე აკეთებთ და არა დიეტებზე, რძეში მოხარშული ქათმის ფილე აუცილებლად დააგემოვნეთ.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

1980-90-იანი წლები - ქალის სხეული სილიკონის გარეშეც ულამაზესია

ეს იყო პერიოდი, როცა ვარსკვლავები ასე მასობრივად არ იყვნენ გატაცებულნი პლასტიკური ქირურგიით. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ...