ნინო კვერნაძე: „მუშაობდე კომპანიაში, რომელსაც უდიდესი ისტორია აქვს, დიდ პასუხისმგებლობას გაკისრებს“

PR კლუბი

5 იანვარი 18:00, 2018 წელი

პირველადი პროფესიით მედიაკომუნიკატორია. მაგისტრატურა ტელერეჟისურის კუთხით დაამთავრა. პარალელურად ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტ „გაუში“ მარკეტინგისა და პიარის მიმართულებით მოსინჯა ძალები - გაიცანით „ომეგა მოტორ ჯგუფის“ მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 25 წლის ნინო კვერნაძე. დღეს ის Funtime-ს საყვარელ საქმიანობაზე უყვება.

- „გაუში“ სწავლის პერიოდში ტელეკომპანია „იბერიაზე“ გადაცემა „ავტომანი“ გავაკეთე, სადაც, გარდა იმისა, რომ წამყვანი ვიყავი, პროდიუსინგშიც აქტიურად გახლდით ჩართული.


- პიარის სფეროში როგორ გადმოინაცვლეთ?


- ჩემი დღევანდელი საქმიანობა გადაცემა „ავტომანს“ უკავშირდება. ტელეკომპანია „იბერია“ საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ჰოლდინგის, „ომეგას“ წევრია. „ომეგა მოტორ ჯგუფი“ „ომეგას“ ერთ-ერთი კომპანიაა და მოიცავს BMW-ს ,MINI-ს, Mazerat-ს, Cadillac-ს, Chevrolet-ს, Rolls royce-ს, Opel-ს, Bentley-ს. ასე რომ, „ავტომანიდან“ „ომეგა“ ჯგუფში მარკეტინგისა და პიარის კუთხით გადმოსვლა ლოგიკური იყო. უკვე 5 თვეა, რაც ამ პოზიციაზე ვარ.


- ამ მიმართულებით მუშაობა რატომ გადაწყვიტეთ?


- „ომეგაში“ საკმაოდ გამართული სისტემაა და მარკეტინგსა თუ პიარში სიახლის თქმა რთული საქმეა. შესაბამისად, ჩემი მხრიდან მოვახერხე ის, რომ კომპანიის მოთხოვნებისთვის დადებითად მეპასუხა. ამ 5 თვის განმავლობაში „ომეგა მოტორ ჯგუფში“ ყველაზე მასშტაბური პროექტი Bentley-ს გრანდიოზული გახსნა იყო, რაც საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა. და რა თქმა უნდა, პრეზენტაციაც შესაბამისი იყო.


- რას ნიშნავს თქვენთვის „ომეგა მოტორ ჯგუფის“ გუნდის წევრობა?


- ფაბრიკა, სტამბა, ავტომობილები, ტელევიზია - „ომეგა ჯგუფი“ უამრავ საქმეს აკეთებს. წლების განმავლობაში მუშაობის შედეგად ბაზარზე სანდო რეპუტაცია და იმიჯი შეიქმნა. შესაბამისად, მუშაობდე კომპანიაში, რომელსაც უდიდესი ისტორია აქვს და ძალიან წარმატებულია, დიდ პასუხისმგებლობას გაკისრებს. პირველ რიგში, რასაც საკუთარ თავს ყოველთვის ვთხოვ, ეს მაქსიმალური შრომისმოყვარეობა და კომპანიის ისტორიის გათვალისწინებაა. გარდა ამისა, ყოველთვის ვცდილობ, ჩემს საქმიანობას ხალისიანი, კრეატიული და შემოქმედებითი სიახლეები შევძინო.


- და რა სიახლეებია ეს?


- წლის მარკეტინგულ გეგმას წინასწარ არ დავაანონსებ, მაგრამ გაგიმხელთ და გეტყვით, რომ ცოტა ხანში ძალიან საინტერესო ჟურნალი გვექნება. ტესტ-დრაივი ყველა კომპანიას აქვს, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, ისეთი განსხვავებული გავმართოთ, რომელიც საქართველოში ჯერ არ ყოფილა. 


 - როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად ესმით პიარი და მარკეტინგი ჩვენს ქვეყანაში?


- საქართველოში ხშირ შემთხვევაში პიარის სხვანაირი აღქმაა და რეკლამაშიც ერევათ ხოლმე. კარგია, რომ ვმუშაობ კომპანიაში, სადაც ამ ორ მიმართულებას ერთმანეთისგან კარგად ასხვავებენ. მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელს საზოგადოებასთან პოზიტიური ურთიერთობა უნდა შეეძლოს და საქმის სიყვარულითაც უნდა გამოირჩეოდეს. ვფიქრობ, საქართველოში პიარის მიმართულება სწორად ვითარდება.


 - საყვარელი საქმიანობის გარდა, კიდევ რით ხართ დაკავებული?


- ძალიან მიყვარს ფილმების ყურება და თავისუფალ დროს აუცილებლად მივდივარ კინოში. სპორტითაც ვარ გატაცებული. აერობიკასა და ცურვასაც შეძლებისდაგვარად ვუთმობ დროს. გარდა ამისა, პროფესიული განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით ვცდილობ, მასტერკლასებსა და სხვადასხვა სემინარებს დავესწრო.


 

ფოტოგრაფი: ნინო მენთეშაშვილი
დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

„ქალები დილის 10 საათამდე“

სენსაციური ფოტოპროექტი, რომელიც ქალის ნამდვილ სილამაზეს ეძღვნება და რომელმაც ფრანგ ფოტოგრაფს ვერონიკა ვიალს საოცარი პოპულარობა მოუტანა. 
საკნატუნო ამბები

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს

ექსპერტებმა დაადგინეს 5 მიზეზი, რომელთა მიხედვითაც ქალებმა უმჯობესია, სექსზე უარი თქვან.
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ამ კომპანიაში არ არის აუცილებელი, იყო ვიღაცის ნათესავი, მთავარია, იშრომო შენი მიზნისთვის“

23 წლის ანანო სოხაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში ის  დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. ანანო თავად მოგვიყვება, რა ეტაპები გაიარა კომპანიაში მოხვედრამდე.
FUN-ტესტი

აირჩიეთ ზედმეტი ფიგურა

ეს უჩვეულო ტესტი დაგეხმარებათ, საკუთარი ხასიათის იდუმალი მხარეები გახსნათ...
საკნატუნო ამბები

როგორ უკავშირდება სექსის სურვილი ხორცის ჭამის სურვილს?

„კაცებს, რომლებიც სიამოვნებით კავდებიან სექსით, უფრო მეტად უყვართ ხორცი“. მართალია, გრილის მწარმოებელი სარეკლამო სლოგანივით ჟღერს, თუმცა, ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი სექსსა და ხორცის ჭამის სურვილს შორის.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ფილე რძეში

თუ აქცენტს ჯანსაღ კვებაზე აკეთებთ და არა დიეტებზე, რძეში მოხარშული ქათმის ფილე აუცილებლად დააგემოვნეთ.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

1980-90-იანი წლები - ქალის სხეული სილიკონის გარეშეც ულამაზესია

ეს იყო პერიოდი, როცა ვარსკვლავები ასე მასობრივად არ იყვნენ გატაცებულნი პლასტიკური ქირურგიით. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ...