თამარ ვაწაძე: „სწორად მიწოდებულ ინფორმაციას ყველაზე დიდი წარმატება მოაქვს“

PR კლუბი

8 თებერვალი 18:00, 2018 წელი

დღეს PR-კლუბის სტუმარია საფეხბურთო კლუბ „შევარდენი-1906“-ის პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი თამარ ვაწაძე. 

- პროფესიით საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პიარის მენეჯერი ვარ. მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც myvideo.ge-ის გუნდში აღმოვჩნდი და მას შემდეგ, მე-11 წელია, ამ გუნდის წევრი ვარ. თუმცა რამდენიმეთვიანი პაუზაც მქონდა - ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და მედიაგავრცელების სააგენტო „კლიპ-არტში“ გაყიდვების მენეჯერად ვმუშაობდი. საფეხბურთო კლუბ „შევარდენი-1906“-ს მხოლოდ ახლახან შევუერთდი. გუნდის აღდგენიდან ერთ წელში გახდნენ ლიგა 3-ის ჩემპიონები და გადავედით მე-2 ლიგაში, რაც როგორც გუნდისთვის, ისე ჩემთვის დიდი წარმატებაა. ამჟამად ახალი სეზონის მზადებაში ვართ და საინტერესო გამოწვევებითა და დიდი გეგმებით სავსე წელი გვაქვს.


- საფეხბურთო კლუბის პიარზე ზრუნვა, ალბათ, სერიოზული გამოწვევაა...
- გამომდინარე იქიდან, რომ ფეხბურთთან შეხება ბავშვობიდან მაქვს (მამა, ბიძა, ბიძაშვილი, მეუღლეც ყოფილი ფეხბურთელები არიან), ფეხბურთის ყოველთვის მიყვარდა. „შევარდენთან“ თანამშრომლობა თავიდან მხოლოდ მეგობრობით დავიწყე და რაღაც საკითხებში ვეხმარებოდი, თუმცა ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლო საქმე აღმოჩნდა. ვფიქრობ, დროა, ქართულმა ფეხბურთმაც თქვას  თავისი სათქმელი.


- რა იყო თქვენი პირველი ნაბიჯები „შევარდენში“ და რა გეგმები გაქვთ?
- პირველ ეტაპზე კლუბის რებრენდინგი გავაკეთეთ, შევცვალეთ ლოგო და დავიწყეთ ვებგვერდის გაკეთება. ასევე, გვყავს სპონსორი. სხვადასხვა კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. გასაკეთებელი ჯერ ძალიან ბევრი გვაქვს. გუნდი ახალი ფეხბურთელებით კომპლექტდება და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა ფეხბურთელს, როგორც სავარჯიშოდ, ისე სათამაშოდ, კარგი პირობები შევუქმნათ. განწყობა გვაქვს იმისა, რომ აუცილებლად მოვიპოვოთ პირველი ლიგის საგზური!


- თქვენი შეფასებით, რა უნდა იყოს ორიენტირი საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისთვის?
- როცა ეს სფერო ავირჩიე, მაშინ ძალიან იშვიათ კომპანიებს ჰყავდა პიარი, რადგან  ნაკლებად აქტუალური პროფესია იყო. გამუდმებით საერთაშორისო ბრენდების ქეისებს განვიხილავდით. მე-2 კურსზე ვიყავი, როცა ელდარ პირმისაშვილთან გავიარე კურსები და პირველად სწორედ მასთან განვიხილეთ ქართული კომპანიების ქეისები - რა უნდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ კომპანია ბაზარზე ბრენდად ქცეულიყო. ჩემი აზრით, მთავარია, იცნობდე კომპანიის ყველა პრობლემას და ამ პრობლემის აღმოფხვრის სწორად დაგეგმარება შეგეძლოს. რა თქმა უნდა, კომუნიკაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ვფიქრობ, სწორად მიწოდებულ ინფორმაციას ყველაზე დიდი წარმატება მოაქვს.


- მარკეტინგულ საქმიანობაზეც გვიამბეთ...
- ამ ეტაპზე myvideo.ge-ის მარკეტინგის კომუნიკაციებისა და გაყიდვების მენეჯერი ვარ. ასევე, ვარ სარეკლამო კომპანია „დიჯითალ ედსის“ გაყიდვების მენეჯერი (ამ ჰოლდინგში შედის: imovies.cc, amindi.ge, myvideo.ge, taripebi.ge, news.ge, ). ამ ეტაპზე დიჯითალ მარკეტინგი, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო თემაა და ყოველდღიურად შეგიძლია რაღაც ახალი ისწავლო. 


- დაბოლოს, რა ხდება საყვარელი საქმიანობის მიღმა?
- მყავს მეუღლე და ორი შვილი - თორნიკე და ლილე, რომლებთან ურთიერთობაც ყველაზე საინტერესო და ძვირფასია ჩემთვის.


 


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

Ardesto-ს საოჯახო ტექნიკა განსაკუთრებულ ფასად

რა ქმნის სახლში კომფორტს - იდეალური ტემპერატურა? გემრიელი ვახშამი დღის ბოლოს? ცხელი შხაპი სამსახურის შემდეგ? - შეიძლება კომფორტის განმარტება ყველასთვის სხვადასხვაა, თუმცა სახლში მისი შექმნა ტექნიკის გარეშე უკვე წარმოუდგენელია.
დღის ჰოროსკოპი

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29  სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს

„ვისოლმა“ რუსთავში,  შარტავას ქ. #4-ში Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურ “სმარტის” სუპერმარკეტთან ერთად გახსნა და ქალაქში მომხმარებელს მგზავრობის და საწვავის ღირებულების გადახდის ახალ ფორმა შესთავაზა.
დღის ჰოროსკოპი

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

საუზმის 5-წუთიანი რეცეპტები, რომლის მომზადებაშიც მხოლოდ ერთი დანადგარია საჭირო

როგორ იწყებთ დილას? არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც საუზმე ნაირნაირ სენდვიჩს, რძის ნაწარმს, კვერცხს, მურაბებს და ბლინებს ნიშნავს; ზოგისთვის კი ჭიქა ყავაც საკმარისია. ასეა თუ ისეა, ყველა ერთხმად თანხმდება: ჯანსაღი და გემრიელი საუზმე, არამხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, არამედ ის დღის ენერგიულად დაწყებაშიც გვეხმარება.  
დღის ჰოროსკოპი

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ევროპაბეთი“თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს

„ევროპაბეთი“ მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უალტერნატივო რეალობას, სათამაშო ინდუსტრიას კი კიდევ ერთ გამოწვევას სთავაზობს. 17 სექტემბრიდან ნარდი, ბურა და დომინო  „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასოა. პოპულარული სამაგიდო თამაშებით გართობა მსურველებს  0%-ანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეუძლიათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?