როგორ ფიქრობთ - დღეს რა პროფესიაზე ოცნებობენ ბავშვები?

PR კლუბი

23 ივლისი 18:00, 2018 წელი

გაიცანით და მოუსმინეთ: კესარია ღამბაშიძეს, სანდრო კუსიანს, თორნიკე და ლილე ლომინეიშვილებს, დავით და დემეტრე ჩქარეულებს, სანდრო ნიშნიანიძეს, ლუკა მეტრეველს, ელენე და ლუკა აფაქიძეებს, ნანუკა კაციაშვილს...

კესარია ღამბაშიძე, 7 წლის  



- როცა გავიზრდები, მინდა სტილისტი გამოვიდე, რომ ლამაზად გავუკეთო ადამიანებს თმები და ყველა იყოს ლამაზი. პატარა რომ ვიყავი, თოჯინებს სულ ვუკეთებდი თმებს. მერე მოვიფიქრე, რომ სტილისტი გამოვსულიყავი. დიდი რომ გავიზრდები, უნდა ვიმუშაო, რომ ბევრი ფული მქონდეს. ფული იმისთვის მჭირდება, რომ ბევრი ტანსაცმელი ვუყიდო შვილებს, ვასწავლო, სკოლაში მივიყვანო, ქართულ ცეკვებზე ვატარო და ა.შ. ბევრი ფული რომ მექნება, დედიკოს მივუტან ხოლმე საჩუქრებს. გავახარებ ბევრი ტანსაცმლით და ფეხსაცმლით.


 


სანდრო კუსიანი, 7 წლის



 


- რომ გავიზრდები, მინდა, სასტუმროს მფლობელი გამოვიდე. დავგეგმე, რომ სასტუმრო იყოს ბაკურიანში. სახელიც შევურჩიე - სასტუმრო „როიალი“. ყველანაირად შევეცდები, გავაკეთო 5-ვარსკვლავიანი, მაგრამ სხვები როგორ შეაფასებენ, არ ვიცი. გამოდის, რომ ბიზნესმენი უნდა გამოვიდე. ადამიანმა უნდა იმუშაოს, რომ ფული ჰქონდეს და თავი ირჩინოს. ფული ციდან არ ცვივა. ბევრი უნდა იმუშაო, რომ ფული მიიღო და მერე საჭმელი იყიდო და რაშიც გინდა, იმაში დახარჯო.


თორნიკე ლომინეიშვილი,  7 წლის



- რომ გავიზრდები, მინდა, ფეხბურთელი გამოვიდე. ჩემი საყვარელი ფეხბურთელები არიან კრიშტიანუ რონალდუ და პაულო დიბალა. მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისს და ხორვატიას ვგულშემატკივრობდი. ფეხბურთელობის გარდა, მინდა, რამე პროფესიაც მქონდეს. რომ არ ვიმუშაო, აბა, ფული როგორ უნდა მქონდეს? ღარიბი ხომ არ ვიქნები?


 


დავით ჩქარეული,  4 წლის



- მინდა, ფეხბურთელი გამოვიდე. რომ გავიზრდები ბევრი უნდა ვიმუშაო, იმიტომ რომ ფული მქონდეს და კანფეტები ვიყიდო.


 


ლილე ლომინეიშვილი,  3 წლის



- ჯერ სკოლაში არ დავდივარ, მაგრამ მალე შევალ და კარგად ვისწავლი. რომ გავიზრდები, კბილის ექიმი უნდა გამოვიდე. კბილის ექიმთან სიარულის არ მეშინია, პირიქით, მიყვარს ხოლმე.


 


სანდრო ნიშნიანიძე, 9 წლის




- რომ გავიზრდები, მინდა, ბიზნესმენი გამოვიდე. ჯერ არ მომიფიქრებია, ზუსტად რა ბიზნესს წამოვიწყებ, მაგრამ ვიცი, რომ ამ საქმიანობით ნორმალურ და ბევრ ფულს ვიშოვი. მერე ამ ფულით რაღაცებს ვიყიდი. მაგალითად: მანქანას. ჩემი საოცნებო მანქანაა Time machine, რომელსაც ფრენაც შეუძლია და სიარულიც. რომ მეყოლება ეს მანქანა, უფრო ვიფრენ, ვიდრე ვივლი. კიდევ, ბევრი ფული რომ მექნება, ჩემს დას ყველაფერს ვუყიდი, რასაც მთხოვს, თუმცა, მთლად ყველაფერს - არა.


 


ლუკა მეტრეველი, 9 წლის  



- რომ გავიზრდები, ვიდეოთამაშების დიზაინერი უნდა გამოვიდე. ზუსტად ჯერ არ ვიცი, რა ტიპის თამაშს გამოვიგონებ, მაგრამ ისეთი თამაში მინდა შევქმნა, რომლითაც დიდებიც ითამაშებენ და პატარებიც. ჯერ ყველაფერი მოსაფიქრებელი მაქვს. ბევრი უნდა ვიმუშაო მიზნის მისაღწევად. სამსახური და ხელფასი აუცილებელია ადამიანისთვის, რომ იყოს ჯანმრთელად და თავისი ოჯახი გამოკვებოს. ვიდეოთამაშების დიზაინერი რომ გავხდები და ბევრ ფულს ვიშოვი, ცოტ-ცოტა ფულს ჩემს მეგობრებს გადავცემ. ვიყიდი მანქანას, სახლს და საჭმელს ჩემი ოჯახისთვის. დედაჩემს ვუყიდი სუნამოს, ახალ კაბას და ფეხსაცმელებს.


 


ელენე აფაქიძე, 9 წლის  



- მე მხატვარი მინდა გამოვიდე. ძალიან კარგად ვხატავ. მიყვარს გარეთა გარემოს ხატვა, მაგრამ უფრო მეტად შიგნით რასაც ვხედავ, იმას ვხატავ. ჩემი ნახატებიდან ერთი მაქვს გამორჩეული, ეს არის უცნობი ქალის პორტრეტი, რომელიც 8 წლის ასაკში დავხატე. რომ გავიზრდები, გამოფენას მოვაწყობ და შემოსულ თანხას ქველმოქმედებაში დავხარჯავ. ახლაც ქველმოქმედი ვარ. ვეხმარები ერთ გაჭირვებულ ოჯახს. ჩემს ნახატებს „ფეისბუკზე“ ათავსებს ჩემი დედიკო. ვავრცელებ ყველგან და ვყიდი. შემოსული ფულით კი ვეხმარები ოჯახს, რომელსაც ჰყავს შვიდი შვილი. ძალიან უჭირთ. წყალი არ აქვთ და დანგრეული სახლი აქვთ. ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობენ. თანაც მათ შორის ერთი ბავშვი ავადმყოფია. მაგიტომაც ვეხმარები ამ ოჯახს.


 


დემეტრე ჩქარეული, 4 წლის



- ყველაზე მეტად ხატვა მიყვარს და ფისუნიას ვხატავ ხოლმე. ხელოვნების სკოლაში დავდივარ და იქ მასწავლიან ხატვას. ძალიან ბევრს ვხატავ. რომ გავიზრდები, მინდა, ცნობილი მხატვარი გამოვიდე.


 


ლუკა აფაქიძე, 7 წლის



- რომ გავიზრდები, მინდა რომ თბილისის მერი გამოვიდე. კახი კალაძეს უნდა მივბაძო. მაქვს პატარა პროგრამები, რომლებიც მერე უნდა განვახორციელო. მაგალითად, არ მომწონს, სიგარეტს რომ ეწევიან. მე უნდა გავაკრა ქუჩაში პატარა პლაკატები, რა მოხდება, სიგარეტს თუ შევეშვებით და სიგარეტს თუ მოვწევთ. კიდევ, ხეები რომ მოჭრილია და ცუდი ჰაერია, არ მომწონს. მინდა, ახალი ხეები დავრგა, რომ ბევრი ჟანგბადი იყოს ქალაქში.


 


ნანუკა კაციაშვილი, 6 წლის



- დიდი რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ბალერინა, ცხოველების ექიმი და პოლიციელი. ამ სამივეს ერთად შევძლებ. ხან ბალერინა ვიქნები, ხან - ექიმი და ხან - პოლიციელი. ბალერინა იმიტომ მინდა, რომ ძალიან მიყვარს ბალეტი. ცხოველების ექიმობა კარგია, ცხოველებს მოვუვლი. პოლიციელობა კი იმიტომ მინდა, რომ ქურდები დავიჭირო და ბოროტი ადამიანები არ არსებობდნენ. 

დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

„ქალები დილის 10 საათამდე“

სენსაციური ფოტოპროექტი, რომელიც ქალის ნამდვილ სილამაზეს ეძღვნება და რომელმაც ფრანგ ფოტოგრაფს ვერონიკა ვიალს საოცარი პოპულარობა მოუტანა. 
საკნატუნო ამბები

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს

ექსპერტებმა დაადგინეს 5 მიზეზი, რომელთა მიხედვითაც ქალებმა უმჯობესია, სექსზე უარი თქვან.
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ამ კომპანიაში არ არის აუცილებელი, იყო ვიღაცის ნათესავი, მთავარია, იშრომო შენი მიზნისთვის“

23 წლის ანანო სოხაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში ის  დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. ანანო თავად მოგვიყვება, რა ეტაპები გაიარა კომპანიაში მოხვედრამდე.
FUN-ტესტი

აირჩიეთ ზედმეტი ფიგურა

ეს უჩვეულო ტესტი დაგეხმარებათ, საკუთარი ხასიათის იდუმალი მხარეები გახსნათ...
საკნატუნო ამბები

როგორ უკავშირდება სექსის სურვილი ხორცის ჭამის სურვილს?

„კაცებს, რომლებიც სიამოვნებით კავდებიან სექსით, უფრო მეტად უყვართ ხორცი“. მართალია, გრილის მწარმოებელი სარეკლამო სლოგანივით ჟღერს, თუმცა, ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი სექსსა და ხორცის ჭამის სურვილს შორის.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ფილე რძეში

თუ აქცენტს ჯანსაღ კვებაზე აკეთებთ და არა დიეტებზე, რძეში მოხარშული ქათმის ფილე აუცილებლად დააგემოვნეთ.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

1980-90-იანი წლები - ქალის სხეული სილიკონის გარეშეც ულამაზესია

ეს იყო პერიოდი, როცა ვარსკვლავები ასე მასობრივად არ იყვნენ გატაცებულნი პლასტიკური ქირურგიით. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ...