რატომ ვერ გაძლო ბანკში „წყალი მარგებელის“ პიარ-მენეჯერმა?

PR კლუბი

24 აპრილი 14:00, 2015 წელი

კომპანია „წყალი მარგებელის“ უმშვენიერესი პიარ-მენეჯერი ვიქტორია ჟიჟკო, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ძალიან აქტიური ადამიანია - უყვარს კითხვა, მოგზაურობა და საქმე, რომელსაც აკეთებს...


ბიზნესის ადმინისტრირებიდან პიარ-მენეჯერობამდე

ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირების განხრით დავამთავრე. თავიდან 1,5 წელი „საქართველოს ბანკში“ ვიმუშავე, შემდეგ - რამდენიმე კერძო კომპანიაში და მივხვდი, რომ ეს „ჩემი“ საქმე არ იყო - კრეატიული და მხიარული ადამიანი ვარ და მჯდომარე და რუტინული საქმის კეთება ძალიან გამიჭირდა. ამიტომ მაგისტრატურა GIPA-ში პიარის განხრით გავაგრძელე. ამ გადაწყვეტილებას ჩემი ნაცნობ-მეგობრები სკეპტიკურად უყურებდნენ, რადგან პიარის სფერო საქართველოში კარგად განვითარებული არ იყო, მაგრამ მოგვიანებით ყველანი დავრწმუნდით, რომ ეს სწორედ ის სფეროა, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ.


რა მიყვარს?
მიყვარს კითხვა. ელექტრონულ წიგნებს ქაღალდის წიგნები მირჩევნია და სულ ვცდილობ, ვიყიდო, გამოვიწერო... უფრო ორიგინალში ვკითხულობ, რადგან თავისუფლად ვფლობ ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებს. ჩემი წარმოშობიდან გამომდინარე, ცოტა უკრაინულიც მესმის. ჩემი გვარი უკრაინულია, თუმცა შერეული მაქვს ჩეხი და რუსი გენებიც.  დედა ქართველი მყავს, სკოლა და უნივერსიტეტიც ქართულად დავამთავრე... აქტიური ადამიანი ვარ. დასვენებაც კი აქტიური მიყვარს - ბევრს ვმოგზაურობ, მუდმივად სიახლეებს ვეძებ. საქართველოს მრავალ კუთხეში ვარ ნამყოფი,  უცხოეთშიც ხშირად დავდივარ, თუმცა საქართველო უფრო მაინტერსებს.  წელს, მაგალითად, ხევსურეთსა და სვანეთში ვაპირებ მოგზაურობას - ეს კუთხეები დამრჩა სანახავი და ძალიან მაინტერესებს.



მესამე წელი საყვარელ კომპანიაში

ჯერ კიდევ GIPA-ში სწავლის დროიდან, აგერ უკვე მესამე წელია, კომპანია „წყალი მარგებელის“ პიარ-მენეჯერი ვარ. ეს კომპანია 2009 წლიდან ორ ცნობილ ბრენდს - მინერალური წყლის მწარმოებელ კომპანია „ნაბეღლავსა“ და სასურსათო ქარხანა „მარნეული აგროს“ აერთიანებს. თამამად ვიტყვი, რომ ეს არის მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც - პროდუქციის ვიზუალური მხარიდან დაწყებული, ხარისხით დამთავრებული - მაქსიმალურად ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესებს. ვისაც ჩვენი პროდუქცია დაუგემოვნებია, დამეთანხმება, რომ ეს გემრიელი და ყველასგან გამორჩეული ნატურალური პროდუქტია, რომელიც პირდაპირ ადგილზე მოიპოვება და ამის შემდეგ უამრავ ეტაპს გადის - ქიმიურად მოწმდება, იწმინდება, იფილტრება და ა.შ.  
ამ მიდგომას და პრინციპებს მომავალშიც შევინარჩუნებთ. რაც შეხება ჩემს საქმიანობას ამ კომპანიაში, ეს ზუსტად ის არის, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ.

კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?