წარმატების რეცეპტი „არაი თუმოროუს“ პიარ-მენეჯერისგან

PR კლუბი

27 აპრილი 16:00, 2015 წელი

იგი ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „არაი თუმოროუს“ პიარისა და მარკეტინგის განყოფილებას ხელმძღვანელობს. პარალელურად აქვს საკუთარი კომპანია. ასევე, მუშაობს უკრაინულ კომპანია „შაბო“-ში. ახლახან გახსნა ტანსაცმლის მაღაზია „დი პიერო“ და... ამ ყველაფერთან ერთად, უმშვენიერესი თიკო დიდავა ორი პატარას მზრუნველი დედაა.

კინომცოდნე - ორგანიზატორული ნიჭით

კორნელი კეკელიძის სახელობის 29-ე სკოლა დავამთავრე და იმავე წელს თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე.
აქტიური მუშაობა ორგანიზატორული კუთხით სტუდენტობიდან დავიწყე და დღემდე ამ სფეროში ვაგრძელებ მუშაობას. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან ჩავერთე სხვადასხვა ფესტივალების ორგანიზებაში, მქონდა სხვადასხვა პროექტები კინოს მიმართულებით... ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ცოტა ხანს ვიმუშავე ჟურნალებში - „ანაბეჭდში“ და „ამარტაში“... გარდა იმისა, რომ ამ ჟურნალებისთვის სტატიებს ვწერდი, სარეკლამო მიმართულებითაც ვმუშაობდი. ამის მერე ცოტა ხანს რადიო „მწვანე ტალღაში“ ვიყავი,  მაგრამ მალევე ტელევიზიაში - ტელეკომპანია „მზეზე“  გადავედი, გადაცემა „ტაბუს“ პროდიუსერად... მოგვიანებით, რესტორნებისა და სასტუმროების ქსელ „მ ჯგუფში“ დავიწყე მუშაობა და  ღონისძიებების ორგანიზებით დავინტერესედი. სხვათა შორის, ამან იმდენად დიდი გამოცდილება მომცა, რომ მალე ამავე მიმართულებით საკუთარი ორგანიზაციაც კი დავაფუძნე. შემდეგ 4 წელი სასმელების კომპანია „ჯდ ალკო“-ში ვიმუშავე და სხვადასხვა საერთაშორსო ბრენდებს ვკურირებდი, ამავდროულად მედიასთან ურთიერთობაც მევალებოდა. მოკლედ, ძალიან საინტერესო პროცესი იყო...


 


ორი შვილის დედობა, რამდენიმე სამსახური და სწორად გადანაწილებული დრო


ამჯერად რამდენიმე სამსახური მაქვს. „არაი თუმოროუს“ პიარისა და მარკეტინგის განყოფილებას ვხელმძღვანელობ. პარალელურად მაქვს საკუთარი კომპანია, სადაც სხვადასხვა პროექტებს ვახორციელებ, როგორც პიარის, ასევე ივენთ მენეჯმენტის კუთხით. ვმუშაობ, ასევე, უკრაინულ კომპანია „შაბო“-ში და ცოტა ხნის წინ, ჩემს მეგობრებთან ერთად, გავაკეთე ტანსაცმლის მაღაზია „დი პიერო“,  სადაც ყველა ქალისთვის საოცნებო ბრენდები იყიდება...
მართალია, ძალიან რთულია ერთდროულად ამდენ ადგილას მუშაობა, თანაც პიარი ხომ ასე მარტივი არაა და მხოლოდ მედიასთან ურთიერთობას კი არა, მარკეტინგის უამრავ ნიუანსს მოიცავს. თუმცა, იმდენად აქტიური ადამიანი ვარ, რომ მირჩევნია, რამდენიმე პროექტით ვიყო დაკავებული და მაქსიმალურად დავიხარჯო, ვიდრე ერთ კომპანიაში ვიმუშაო და სანახევროდ გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობები. თან ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს - 2,5 წლის ნინა და 1 წლის ალექსანდრე, შესაბამისად მათაც სჭირდებათ ყურადღება.
ხშირად მეკითხებიან, ამდენს როგორ ვახერხებ? ვფიქობ, მთავარი აქაც სწორი მენეჯმენტია - პირველ რიგში, დროის სწორად დაგეგმვა უნდა შეგეძლოს, უნდა იყო შრომისმოყვარე და მიზანდასახული და, რაც მთავარია, აუცილებლად უნდა გწყალობდეს იღბალი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?