ნინო პოტრჟებსკაია – „მაქვს ძალიან ბევრი საქმე და ამით ვარ ძალიან ბედნიერი“

PR კლუბი

1 მაისი 14:00, 2015 წელი

პროფესიით ჟურნალისტია. „მოამბის" კორიფეებთან გაიზარდა.  ჟურნალისტიკა ძალიან ადრეულ ასაკში დატოვა და ამბობს, რომ ენატრება. რასაც დღეს აკეთებს, ასევე უდიდეს შრომას და ერთგულებას მოითხოვს - პიარკლუბის სტუმარია „სი-ბი-ეს  ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფის წევრი  ნინო პოტრჟებსკაია.

„ქვიშის საათი“ 
ბავშვობიდან მინდოდა, ჟურნალისტი ვყოფილიყავი. ვთამაშობდი, მიკროფონს დავიჭერდი და ახლობლებს ინტერვიუს ვართმევდი. ძალიან  გამიმართლა, სკოლის დამთავრებისთანავე, პირველივე წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწორედ ჩემს სასურველ ფაკულტეტზე. მეორე კურსიდან დავიწყე მუშაობა ტელევიზიაში – იმდროინდელი სახელმწიფო ტელემაუწყებლობის, ანუ პირველი არხის ინფორმაციის მთავარ რედაქციაში, გადაცემა ქვიშის საათის ჟურნალისტად.
 ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო დრო ჩემი საქმიანი მოღვაწეობის ისტორიაში. მოამბის კორიფეებთან ერთად მუშაობით, მე, იმ პერიოდში პატარა ბავშვმა, უდიდესი გამოცდილება მივიღე, რაც დღემდე, სადაც არ უნდა წავიდე, თან დამყვება. შემდეგ იყო მეცხრე არხის“, ასევე, დაუვიწყარი ორი წელიწადი, როგორც პროფესიული გაზრდის თვალსაზრისით, ასევე ჩემთვის ძვირფასი ადამიანების შეძენის კუთხითაც. 


ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ
მეცხრე არხის შემდეგ კი ჩემი მოღვაწეობის სფერო რადიკალურად შეიცვალა. საკუთარი ძალები საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მოვსინჯე. მიმაჩნია, რომ ჟურნალისტიკა ძალიან ადრეულ ასაკში დავტოვე - ეს ხომ ის პროფესიაა, რომელიც ამ სფეროში ნამუშევარ ადამიანს სულ ენატრება.
თუმცა, იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ნიშნავს უდიდეს პასუხისმგებლობას, დიდ ნდობას, დაუზოგავ  შრომას და მიღწეული შედეგით განცდილ სიხარულს. ასე რომ, დღეს ჩემი არჩევანით კმაყოფილიც ვარ და ბედნიერიც იმით, რომ ვაკეთებ საყვარელ საქმეს.
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე მოღვაწეობა ენერგეტიკის სფეროში დავიწყე – ენერგობაზრის მმართველ საერთაშორისო კონსორციუმ იბედროლაში, საიდანაც საქმიანობა  ბილაინში გავაგრძელე. კომპანია ჯერ არ იყო საქართველოში შემოსული, მუშაობა 24-საათიან რეჟიმში გვიწევდა, იყო ძალიან დატვირთული და რთული პერიოდი, თუმცა დასახულ მიზანს მიმაჩნია, რომ წარმატებით გავართვით თავი, სწორედ ამიტომ ბილაინის შემოსვლა საქართველოში და მისი თანმხლები აქტივობები ძალიან ეფექტური იყო.
 ბილაინის დატოვება ოჯახური მდგომარეობის გამო მომიწია.
ბილაინის შემდეგ, 2010-2012 წლებში, ვიყავი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესმდივანი, შემდეგ  გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ასევე, პრესმდივნის თანამდებობაზე და მეამაყება, რომ ამ პოზიციებზე მუშაობა ძალიან ძლიერ გუნდთან ერთად მომიწია. უკვე ორი წელია სი-ბი-ეს ჯგუფში ვარ.  


„სი-ბი-ეს ჯგუფი“
ჩვენი ჰოლდინგი  წარმოადგენს საკონსულტაციო მენეჯმენტ ჯგუფს.
სი-ბი-ეს ჯგუფი მასში შემავალ კომპანიებს უზიარებს ბიზნესის სფეროში დაგროვილ გამოცდილებას, უწევს კონსულტაციებს ბიზნესის მართვის პროცესში, რათა მიიზიდონ ინვესტიციები, განსაზღვრონ პრიორიტეტული მიმართულებები და არსებული რისკები, დანერგონ ახალი ტექნოლოგიები, იყვნენ გამჭვირვალენი და ტრანსპარენტულნი, გაზარდონ თითოეული თანამშრომლის პროდუქტიულობა და კვალიფიკაცია, რათა იყვნენ წარმატებულნი თავიანთ საქმეში.
ჯგუფში შემავალი კომპანიებია: „თბილისის მიკროავტობუსი“, „კავკასუს ონლაინი“, რესტორნების ქსელი „შემოიხედე გენაცვალე“, ლუდსახარში „მირზაანი“ და ა.შ.  
„სი-ბი-ეს ჯგუფი“ ქმნის სამუშაო ადგილებს, იზიდავს ინვესტიციებს, ეწევა ქველმოქმედებას.


როცა საქმე არ მაქვს, ცუდად ვარ
მიჩვეული ვარ ცხოვრების აქტიურ რიტმს. პირიქით, როდესაც საქმე არ მაქვს, მაშინ ვგრძნობ დისკომფორტს. ამ ეტაპზე მაქვს ძალიან ბევრი საქმე.  როგორც სამსახურებრივი, ასევე პირადი და ამით ვარ ძალიან ბედნიერი.
მყავს სამი შვილი და თავისუფალ დროს მათთან ვატარებ.  ვცდილობ, ჩემი თავისუფალი წუთები მთლიანად მათ დავუთმო, იშვიათად მეგობრებსაც ვნახულობ.   


თუ გგონია, რომ ხარ შემდგარი პროფესიონალი, უკან წახვალ
ჩემი წარმატების საიდუმლო იღბალი და ძალიან ბევრი შრომაა, ასევე გადამწყვეტია მუშაობა საკუთარ თავზე. არასდროს უნდა მოდუნდე  და იფიქრო, რომ ხარ შემდგარი პროფესიონალი – სწორედ მაშინ გაჩერდები და გაიყინები. ყოველთვის უნდა იმუშაო საკუთარ თავზე და განვითარდე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?