ვისი შეფასებაა ყველაზე მნიშვნელოვანი „ჰერა XXI“ პიარმენეჯერისთვის?

PR კლუბი

14 აგვისტო 12:00, 2015 წელი

ასოციაცია „ჰერა XXI“ თითქმის 20 წელია, ადამიანის რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მუშაობს...


ეკა წივწივაძე
პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა ამჟამად პიარმენეჯერობასაც ითავსებს. ამბობს, რომ მუდმივად დროის დეფიციტის მიუხედავად, ჟურნალისტიკას ვერასდროს დათმობს.


პირველი სამსახური
დავამთავრე თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი - ტელე-რადიო მიმართულებით.
შემდეგ თსუ-ს მაგისტრატურა - მედია და ახალი ტექნოლოგიების სპეციალობით.
ჩემი პირველი სამსახური „ტელეკომპანია 202“-ის საინფორმაციო გამოშვება „101“-ი იყო. მართალია, ჩემი მისვლიდან თვე-ნახევარში დაიხურა, მაგრამ დღემდე საუკეთესო მოგონებაა.
ორი წელი საზოგადოებრივ მაუწყებელში, „მოამბის“
 ნიუსრუმში ვიმუშავე. 
შემდეგ ტელეკომპანია RTV-საქართველოში.
მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზია, მით უმეტეს, newsroom-ი საოცარი ადრენალინია, ტელევიზიიდან ინტერნეტსააგენტოებში გადმოვინაცვლე - ჯერ იყო „ივერონი“, შემდეგ კი მეგობრებთან ერთად გავაკეთე სააგენტო „თაიმერი“, სადაც, როგორც  რედაქტორი, დღესაც  ვაგრძელებ მუშაობას.
პარალელურად ვწერ სტატიებს ყველაზე დიდ საგანმანათლებლო პორტალ edu.aris.ge-სთვის.




პიარმენეჯერის პროფესია ჟურნალისტიკის პარალელურად
თავიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის განვითარების“ პიარმენეჯერი ვიყავი, შემდეგ ასოციაცია „ჰერა XXI“-სგან მივიღე შემოთავაზება, გამეკეთებინა დოკუმენტური მასალა გაეროს CEDAW კომიტეტის რეკომენდაციებზე. მასალის მომზადების შემდეგ კი ასოციაციის ხელმძღვანელობამ პიარკონსულტანტის თანამდებობა შემომთავაზა. უკვე რვა თვეა, აქ ვარ.


ასოციაცია „ჰერა“
ასოციაცია „ჰერა XXI“ თითქმის 20 წელია, ადამიანის რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მუშაობს. ასოციაციის დახმარებით პარტნიორ კლინიკებში რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის ხელმისაწვდომი გახდა: ხარისხიანი მომსახურების პრინციპები;  დაინერგა უსაფრთხო აბორტის მეთოდები და ხელმისაწვდომი გახდა კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდები, რაც აღნიშნულ კონტინგენტს საშუალებას აძლევს, თავიდან აიცილოს სექსუალური გზით გადამდები დაავადებები, დაგეგმოს ოჯახი და ჰქონდეს ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობა. 
ჩვენ ხელს ვუწყობთ მაღალი რისკის ჯგუფებისთვის (აივ-ინფიცირებულები, სექსმუშაკები, სოციალურად დაუცველები, ეთნიკური უმცირესობები, დევნილი მოსახლეობა, ახალგაზრდები) სექსუალური გზით გადამდები დაავადებების პრევენციას, მათთვის ანტიდისკრიმინაციული გარემოს შექმნით.  
ამ სფეროში და დასახელებულ ჯგუფებთან მუშაობა მარტივი არ არის. თუმცა ძლიერი მენეჯმენტისა და  გუნდური მუშაობის პრინციპით დასახული მიზნისკენ მივდივართ.


ერთი სამუშაო დღე
პირველი, რაც ასოციაციაში მუშაობის დაწყებისას გავაკეთე, CTC-თან თანამშრომლობით საკომუნიკაციო დოკუმენტი შევიმუშავე. ახლა ყველა ჩემი აქტივობა რამდენიმე თვით ადრეა გაწერილი. ერთის შედეგიდან გამომდინარეობს მეორე აქტივობა. თითოეულ დეტალსა თუ რისკ-ფაქტორს სიღრმისეულად ვსწავლობთ. ახლაც მახსოვს პირველი პრესკონფერენცია. პრესკლუბის წარმომადგენელმა მითხრა, რომ ასეთი კარგად ორგანიზებული „პეკა“ და რელიზი არასდროს გაუშუქებია. დღემდე მახსოვს ის განცდა, რაც ამ სიტყვებმა მომიტანა. შეიძლება, ვინმესთვის ეს უმნიშვნელო იყოს, მაგრამ ჩემთვის პიარი ასეთი დეტალების ერთობლიობაა. სექტემბრის ბოლოსთვის  დიდ კვირეულს ვატარებთ, ახლა უკვე კვირეულის ღონისძიებების დაგეგმვა მიმდინარეობს. პარალელურად ვიდეორგოლებს ვიღებთ, ვამზადებთ დოკუმენტურ ფილმებს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე; ცოტა ხნის წინ მედიატრენინგი ჩავატარეთ და ახლა ჟურნალისტებისთვის კონკურსი გვაქვს გამოცხადებული. შემოსულ ნამუშევრებზე კი ჟიური უკვე მუშაობს. პარალელურად სოციალურ ქსელებს აქტიურად ვამუშავებთ, რადგან დღეს ინტერნეტმედია ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომია ჩვენს like page-ზე Association HERA XXI.
პროფესიით პიარმენეჯერი არ ვარ, თუმცა პიარის საფუძვლები სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ვისწავლე. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. დოქტორანტურასაც, ალბათ, ამ მიმართულებით გავაგრძელებ. მომწონს ის, რასაც ახლა ასოციაციაში ვაკეთებ, მით უმეტეს, კარგი ხელმძღვანელობა მყავს, ყველანაირად მიწყობენ ხელს, რათა ჩემს ძირითად საქმიანობას არ ჩამოვშორდე. თუმცა  სულით ხორცამდე ჟურნალისტი ვარ. არჩევანს ყოველთვის ჟურნალისტიკის სასარგებლოდ გავაკეთებ.


თავისუფალი დრო
ვცდილობ, თავისუფალი დრო მთლიანად შვილებს დავუთმო.
მყავს 6 წლის ელენე  და 3 წლის ლაზარე. დედისა და მამის დეფიციტი სულ აქვთ, რადგან ჩემი მეუღლეც ჟურნალისტია და მისი სამუშაო დღეც დატვირთულია. თუმცა, როგორც კი თავისუფალი წუთი გვაქვს, ბავშვებთან ვართ. დედაჩემი ამბობს, კარგი დედა ხარო, - ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასებაა. მიყვარს ჩემს დასთან ერთად ყოფნა - მთელი დღე სიტყვაც რომ არ ვთქვათ, თუ ჩემ გვერდითაა, სხვანაირად კარგად ვარ.  ჩემი მეგობრების 99% ჟურნალისტი ან ოპერატორია -  ბევრი თავისუფალი დრო მათაც არ აქვთ, ხშირად არ ვართ ერთად, მაგრამ ჩვენი ერთად ყოფნა ყოველთვის დღესასწაულია.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?