რატომ არ უნდა იყოს მენეჯერი რვაფეხა?

PR კლუბი

25 სექტემბერი 12:00, 2015 წელი

კარგი მენეჯერი ყველაფერს საკუთარ თავზე არ უნდა იღებდეს, თავის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებსაც  უნდა მისცეს მუშაობის საშუალება, - ამბობს გემრიელი ბრენდის „ლუკა პოლარეს“ პიარი და მარკეტინგის მენეჯერი ნუკი აგლაძე, რომელიც დღეს ჩვენი კლუბის სტუმარია.


ბანკიდან გამოქცეული ბიზნესიურისტი
პროფესიით ბიზნესიურისტი ვარ. ვსწავლობდი გერმანიაში, იქ დავამთავრე ბიზნესსამართლის ფაკულტეტი, თუმცა ძალიან მალევე მივხვდი, რომ ბიზნესიურისტობა ჩემთვის საინტერესო არ იყო. სამწუხაროდ,  საქართველოში პატარა ასაკში ვიღებთ ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, მერე კი ხვდებით, რომ სულ სხვა რაღაც გვინდოდა ცხოვრებაში. საბანკო სამართალზე ვიყავი სპეციალიზებული და პირველი ჩემი სამუშაო გამოცდილება ბანკს უკავშირდება - გერმანიაში ბანკში მთავარი იურისტის ასისტენტი გახლდით,  6 თვე ვიმუშავე და ძალიან მალევე მივხვდი, რომ საერთოდ არ მაინტერესებს ეს საქმე. ბანკს დავემშვიდობე და გადავწყვიტე, რომ იქ აღარასოდეს ვიმუშაო (იცინის). მერე მალევე მოვხვდი მარკეტინგში, ონლაინ-აფთიაქში ვიყავი ონლაინ-მარკეტინგის განყოფილებაში. ამ პერიოდში ინტენსიური თანამშრომლობა მქონდა პიარსააგენტოებთან  და იქიდან მარტივად გადავინაცვლე პიარსააგენტოში, სადაც წელიწად-ნახევარი პიარმრჩევლის ასისტენტი ვიყავი და, ძირითადად, სტრატეგიებზე ვმუშაობდი. კიდევ კარგი, ჩემი განათლება, ეკონომიკისა და სამართლის მიქსი მარტივად იძლეოდა ამის საშუალებას. პიარში გამოცდილების დაგროვების მერე მივხვდი, რომ პიარისა და მარკეტინგის მიქსი ჩემთვის იდეალურია, ეს არის ის, რაც ნამდვილად მაინტერესებს. მას შემდეგ რამდენიმე კომპანია შევიცვალე, ვმუშაობდი სხვადასხვა პოზიციებზე, დავაგროვე გამოცდილება პროექტმენეჯმენტშიც და ფინანსებშიც. ამ ყველაფერმა კი საშუალება მომცა, ბოლო სამი წელი გერმანიაში ბიზნესკონსალტინგში მემუშავა, სადაც იმ კომპანიების მრჩეველი ვიყავი, რომლებიც ფოკუსირებული იყვნენ მარკეტინგულ ცვლილებებზე. 
გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ საქართველოში რამდენიმე კომპანიაში ვიმუშავე. ისე, ცოტა გამიჭირდა ქართულ სტილში მუშაობა. არ ვარ მიჩვეული ქართველ მენეჯერებს. მერე მალევე მოვხვდი „ლუკა პოლარეში“.



Luca Polare - სიყვარულით შექმნილი ბრენდი
ძალიან მომწონს აქ მუშაობა, აქაური გარემო... ყველაფერი სხვანაირად არის, თუნდაც დაცვის თანამშრომელი, რომელიც თავისუფალ დროს წიგნს კითხულობს.  რაღაცნაირი კეთილი ბრენდია, პოზიტივით სავსე და ადამიანების სიამოვნებაზე ორიენტირებული. ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდში მოვხვდი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ვყიდი ჯანმრთელ პროდუქტს, ხელოვნური დანამატების, საღებავების, კონსერვანტებისა და არომატიზატორების  გარეშე. ნაყინი დამზადებულია მზეზე დამწიფებული ქართული ხილით. „ლუკა პოლარე“ არ არის მხოლოდ ნაყინი. ეს არის Live style, ნაყინთან და ყავასთან ერთად. აქ გიგებენ  და მუშაობენ ისეთი მენეჯერები, რომლებიც არ ფიქრობენ მხოლოდ ბიზნესზე.  
ჩვენი დამფუძნებელი რეჟისორია და არტისტული ხედვაც აქვს, რაც ძალიან ამარტივებს მასთან მუშაობას.



მენეჯერი არ უნდა იყოს რვაფეხა
ქართველი მენეჯერების ძირითადი ნაწილი რვაფეხაა. უნდათ, რომ ყველაფერი თვითონ გააკეთონ და უჭირთ პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარება. თავის თავზე ჰყავთ მიბმული თანამშრომლები და არ აძლევენ გადაწყვეტილებების მიღების შანსს. ეს არის, ალბათ, ყველა მენეჯერის კლასიკური შეცდომა. ქართველი მენეჯერებიც, ვისთან ერთადაც მიმუშავია, სამწუხაროდ, თითქმის ყველა ასე იყო. ერთ ადამიანზეა მიბმული მთელი დიდი ორგანიზაცია და დანარჩენ თანამშრომლებს უჭირთ პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება, მიჩვეულები არიან, რომ პატარა დეტალიც კი უნდა შეათანხმონ. მისცე თემა, ბიუჯეტი და ამუშაო დამოუკიდებლად, ასეთი რაღაც აქ არ ხდება. ძალიან მწყდება გული, რომ საქართველოში არ არის Home-office.  უცხოეთში შესაძლებელია, კვირაში ერთი ან ორი დღე იქ იმუშაო, სადაც გინდა - სახლში, კაფეში, ბაღში. ამ დროს ზუსტად ისეთივე პროდუქტიული ხარ, როგორც ოფისში. ხანდახან გჭირდება სხვაგან ყოფნა. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ჩვენთანაც  შემოვა ეს ტენდენცია.
ბევრი თავისუფალი დრო მაქვს. იმ 12 წლის განმავლობაში, როცა გერმანიაში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი, კარგად ვისწავლე, როგორ გამოვიყენო დრო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური კონტაქტები და ადამიანებთან ურთიერთობა. ვგიჟდები მეგობრებთან ერთად სადილების მოწყობაზე, მოგზაურობაზე. ვცდილობ, შაბათ-კვირა ქალაქგარეთ გავატარო, ბევრს ვმოძრაობ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?