Mix style-ის პიარმენეჯერი: „მიზნის მისაღწევად ხანდახან გიწევს, ერთი და იგივე ბრძოლა რამდენჯერმე მოიგო“

PR კლუბი

23 ნოემბერი 16:00, 2015 წელი

ესთეტიკის ცენტრი Mix style ახლახან გაიხსნა და არც ერთ ქალბატონს, და არამარტო მათ, გულგრილს არ დატოვებს. თუ რატომ, ამის შესახებ ცენტრის პიარისა და მარკეტინგის  მენეჯერი თინათინ ხაფავა გვესაუბრება.


ყოვლისმცოდნეობა არ მინდოდა
ჯერ კიდევ სტუდენტი ვარ. „საქართველოს უნივერსიტეტში“ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ჩემი მეორე პროფესია კი პიარია. როდესაც ჟურნალისტიკაზე დავიწყე სწავლა, მივხვდი, რომ ყოვლისმცოდნეობაზე ჩავაბარე  და რამე უფრო კონკრეტული მჭირდებოდა. 
პირველი სამუშაო გამოცდილება „ლაბელ მედიქალს“ უკავშირდება. გასაუბრებით პრომოგოგონას პოზიციაზე მოვხვდი. დაახლოებით, ერთ თვეში კი პიარმენეჯერის პოზიციაზე დავწინაურდი. მათგან ეს დიდი რისკი იყო, ჩემთვის კი - გამოწვევა. რაღაც ძალიან დიდს ვეჭიდებოდი, რომლის შესახებაც მხოლოდ თეორიულად ვიცოდი, თუმცა ჩვენი ერთწლიანი თანამშრომლობა შედგა. ჩემთვის ეს სამსახური ძალიან ტკბილი მოსაგონარია და დღემდე მიყვარს იქაურობა.



ყველაფერი სილამაზისთვის
შემდეგ უკვე Mix style-ში გადმოვედი. „ლაბელ სტაილმა“ რებრენდინგი განიცადა და მეც ამ რებრენდინგში მოვხვდი. ეს არის ესთეტიკის ცენტრი, ფილიალი გვაქვს თელავშიც. ჩვენთან წარმოდგენილია სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებების სრული სპექტრი: მასაჟი, თერმოთერაპია, პრესოთტრაპია, ავტორუჯი, სალონური მომსახურება, კოსმეტოლოგია და ა.შ. ახლა ფიტნესცენტრიც გვემატება, ორ კვირაში პრეზენტაცია გვექნება. მომავალ წელის კი ორი ახალი ფილიალის გახსნაა დაგეგმილი.



რთული, მაგრამ საყვარელი
მე ამ ცენტრის პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი ვარ. სამუშაო დღე 10 საათზე იწყება და ვმუშაობ მანამ, სანამ საქმე არ ამომეწურება. აქ ყველა ერთად ვაკეთებთ საქმეს და ამიტომაც ასე მუშაობა გაცილებით კომფორტულია. PR - ეს არის ბარიერი ჭეშმარიტებასა და საზოგადოებას შორის, პროპაგანდა, რეკლამა, ეშმაკობისა  და ტრიუკების შერწყმა. ერთ-ერთი ყველაზე რთული პროფესიაა, რადგან ფართო სპექტრს მოიცავს. ამ პროფესიის ადამიანს ლიდერის თვისებები და კრეატიული გონება უნდა ჰქონდეს. მიზანდასახულობა აუცილებელი პირობაა წარმატების მისაღწევად. ეს ყველა მენეჯერს სჭირდება. ჩვენი გზა ბრძოლას ჰგავს, მიზნის მისაღწევად კი ხანდახან გიწევს, ერთი და იგივე ბრძოლა რამდენჯერმე მოიგო.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?