ვინ არის საუკეთესო კლიმატის შემქმნელი კომპანიის პიარმენეჯერი?

PR კლუბი

11 იანვარი 16:00, 2016 წელი

კომპანია „ქებული კლიმატის“ პიარმენეჯერი ზიზი ცხადაძე ამბობს, რომ პიარის სფეროში წარმატებას ოქროს შუალედი მოგიტანთ. მართალია, გადატვირთული გრაფიკით მუშაობისას მუდმივად კარგ ხასიათზე ყოფნა ძნელია, მაგრამ წარმატებული მენეჯერისთვის აუცილებელია, იყოს მომთხოვნიც და ამავე დროს მხიარულიც.

რენესანსიდან პიარამდე
სკოლის დამთავრებისას ორი არჩევანი მქონდა: მედიცინა ან უცხო ენები.
ექიმებთან ყოველთვის მჭიდრო შეხება მქონდა. დღესაც ჩვენს ოჯახში ბევრი ექიმია, ამიტომ ზუსტად ვიცოდი, რომ მედიცინა ჩემი სფერო არ იყო და არჩევანი აღორძინების ეპოქის ინგლისური ლიტერატურის შესწავლაზე გავაკეთე.
პირველივე კურსიდან დავიწყე მუშაობა შოუბიზნესცენტრ „იმედში“. ვთარგმნიდი სპექტაკლებსა და კინოსცენარებს, ვესწრებოდი უამრავ სპექტაკლს, სტუდენტურ თუ სხვა კინოფესტივალებსა და ჩვენებებს.
ნელ-ნელა მივხვდი, რომ ჩემი მოწოდება არა ლიტერატურულ ნაწარმოებებზე მუშაობა, არამედ ხალხთან ურთიერთობაა. მაშინ ბევრად უფრო მეტს ვაკეთებდი, ვიდრე ამას „იმედის“ პროექტების მენეჯერის პოზიცია ითვალისწინებდა. ეს იყო პიარი - ჩვენს პროდუქციას ისეთი კუთხით წარმოვაჩენდი, ანუ ისე ვფუთავდი, რომ „საჭირო ადამიანები“ დაინტერესებულიყვნენ. ვუკავშირდებოდი საერთაშორისო ფესტივალების წარმომადგენლებს და ნებისმიერი გზით პოპულარიზაციას ვუწევდი ქართულ ფილმებსა და სცენარებს მსოფლიო ფესტივალებზე.


კიდევ ერთი შანსი აკადემიურ თანამდებობას
სწავლის დამთავრებისთანავე მივიღე შემოთავაზება, ქუთაისის ტურიზმის აკადემიაში მიწვეული ლექტორის სტატუსით წამეკითხა ლექციები ინგლისურ ენისა და ლიტერატურაში. გადავწყვიტე,  ჩემი პროფესიისთვის კიდევ ერთი შანსი მიმეცა და ამ შემოთავაზებას დავთანხმდი. ერთი წლის მუშაობის შემდეგ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩემი მოწოდება საზოგადოებასთან ურთიერთობაა და ცოდნის გასაღრმავებლად შვედეთში  წავედი, სადაც წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვსწავლობდი.


მშობლიური კლიმატი - საუკეთესო გარემო მუშაობისთვის
მე მიყვარს ზაფხული, სითბო, მრავალფეროვნება, მხიარულება, ამიტომ ძალიან გამიჭირდა სამშობლოდან შორს, ცივ და მკაცრ შვედურ ბუნებასთან შეგუება. სწავლის დამთავრებისთანავე საქართველოში ჩამოვედი და ჩემს მშობლიურ „იმედში“ დავბრუნდი. უდიდესი ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილება დავაგროვე  და დღემდე ვამაყობ, რომ ვიყავი შოუბიზნესცენტრ „იმედის“ გუნდის წევრი.
პარალელურად ჩავაბარე „ჯიპა“-ში და დავამთავრე PR და ივენთმენეჯმენტი.
ამ დროს უკვე დაწყებული მქონდა მუშაობა კომპანია „ქებული კლიმატში“.

ჩვენ ვქმნით კლიმატს თქვენს სახლში
უკვე სამი წელია, რაც აქ  ვმუშაობ. ასისტენტად მოვედი, ახლა კი კომპანიის პიარის მიმართულებას ვხელმძღვანელობ. თავდაპირველად საზოგადოება ჩვენს კომპანიას „თერმარსენალის“ სახელით იცნობდა. 2015 წლიდან კი რებრენდინგი განვახორციელეთ და კომპანიას „ქებული კლიმატი“ ეწოდა.
დღეისთვის კომპანია საქართველოში გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია. ოფიციალურად წარმოვადგენთ ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა BOSCH, HELIOS, GRUNDFOS, HAIER. დღესდღეობით „ქებული კლიმატი“ წარმოდგენილია 4  მაღაზიით თბილისში და 7 ფილიალით საქართველოს ყველაზე დიდ ქალაქებში: რუსთავში, თელავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში.

მთავარია, იპოვო ოქროს შუალედი
რთულია, იპოვო ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც შენი პიროვნული თვისებები მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს შენს პროფესიულ წარმატებას.
ამ ბალანსის, ანუ ოქროს შუალედის პოვნაში უდიდეს დახმარებას მიწევს ჩემი მეუღლე, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას და ცხოვრების სტიმულს  მაძლევს.
სამუშაოს პარალელურად ვცდილობ, არ დავივიწყო ჩემი ჰობი - ინტერიერის დიზაინი და როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავ, ვქმნი ნამუშევრებს პერსონალური გამოფენისთვის.

საკნატუნო ამბები

მამიკოები და მათი პატარები (15 ფოტო)

მამიკოსთან ერთად ფოტო ან ძალიან ემოციური, ან ძალიან სასაცილო გამოდის. ასე არ არის?
საკნატუნო ამბები

ინტიმური ილუსტრაციები, რომლებიც შეხების ცდუნებას გადმოსცემს (20 ფოტო)

„ჩემს გულში მეყოლები, სანამ შენს ჩახუტებას ვერ შევძლებ“, - ასე უწოდა საკუთარ ემოციურ პროექტს ილუსტრატორმა ფრიდა კასტელიმ.
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
არაჟურნალისტურ ამპლუაში

გოდერძი შარაშია: „facebook-ის საინტერესო და უცნობი მეგობრები სახლში დავპატიჟე“

„რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი არქეოლოგი, ექთანი ან სასურსათო მაღაზიის გამყიდველი“, - დღეს „არაჟურნალისტური ამპლუის" კითხვარს ჟურნალისტი გოდერძი შარაშია პასუხობს.
ჰოროსკოპი

22-29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.
საკნატუნო ამბები

როგორი იქნებოდა ტარანტინოს რეჟისორობით გადაღებული მულტფილმები?

სილვან სარაიჰი იგივე, როგორც თოჰაფი, ფრანგი ხელოვანია. ამჯერად სილვანმა ყურადღება ბავშვობის საყვარელ ისტორიებს მიაპყრო და ისინი ტარანტინოს ფილმების უარყოფით პერსონაჟებად აქცია. შეგიძლიათ ამაში თავად დარწმუნდეთ!
საკნატუნო ამბები

ვინ არის ეს კაცი და საიდან ჰყავს ამდენი ცნობილი მეგობარი?

ეს შეკითხვა აუცილებლად გაგიჩნდებათ, თუკი ინდონეზიელი ფოტოგრაფის სიაჰრილ რამადჰანის „ინსტაგრამს“ დაათვალიერებთ.  
საკნატუნო ამბები

გაქვთ პასპორტში ასეთი შტამპები?

საბაჟოს გასავლელად გრძელ რიგში დგომა არავის უყვარს, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება პასპორტში ისეთი კრეატიული შტამპი ჩაგირტყან, კარგად გამხიარულდეთ.
იცით თუ არა...

სად გაქრა ავსტრალიის პრემიერი? - საიდუმლო, რომელიც ვერავინ ამოხსნა

ავსტრალიის რიგით მე-17 პრემიერ-მინისტრის გაუჩინარება მეოცე საუკუნის ერთ-ერთი დიდი საიდუმლოა, რომელიც დღემდე ვერავინ ამოხსნა. ჰაროლდ ჰოლტი 27 წლის იყო, როცა ავსტრალიის პარლამენტის წევრი გახდა და მთლიანობაში, პარლამენტში 32 წელი გაატარა. 
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი - ვინ როგორ შეიცვლება სიყვარულისთვის?

ადამიანი ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც არის. ეს აქსიომაა. ამასთანავე, ყველას უნდა შეეძლოს სიყვარულისთვის კომპრომისზე წასვლა. მოდი, ვნახოთ, რამდენად არიან მზად ცვლილებებისთვის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები.
FUN-ტესტი

აირჩიეთ კაბა და ნახეთ შესაბამისი პასუხი

იცით, რომ სამოსის მიხედვით ადამიანის ხასიათის განსაზღვრა შეიძლება?! 
კულინარია

ევროპის საუკეთესო ტორტი „ესტერხაზი“

ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ცნობილი დიპლომატის, პრინც ესტერხაზის პატივსაცემად შექმნილი დესერტი 200 წელზე მეტია, ავსტრიული და უნგრული სამზარეულოს სიამაყეა. მსოფლიოში „ესტერხაზის“ ბევრი რეცეპტი არსებობს. ჩვენ ერთ-ერთ მარტივად მოსამზადებელს შემოგთავაზებთ.