რატომ ეშინოდა ცხოველების „ვეტ-ჰაუსის“ მარკეტინგის მენეჯერს?

PR კლუბი

29 თებერვალი 16:00, 2016 წელი

ანი ზარნაძე „ვეტ-ჰაუსის“ მარკეტინგის მენეჯერია. ბავშვობაში ცხოველების მიმართ შიში ჰქონდა, თუმცა სამსახურმა ეს ყველაფერი დააძლევინა და დღეს ვეტერინარულ ჰოსპიტალში სიამოვნებით მუშაობს.


განსხვავებული სფერო
დავამთავრე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი. 
2010 წლიდან სტაჟირება დავიწყე სოფლის მეურნეობის კორპორაციაში, მარკეტინგის დეპარტამენტში, სადაც 2012 წლამდე ვიმუშავე. ამის შემდეგ რამდენიმე განსხვავებული სამსახური გამოვიცვალე. 
დღეს „ვეტ-ჰაუსის“ მარკეტინგის მენეჯერი ვარ. ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული სფერო. ვეტერინარიასთან არანაირი შეხება არ მქონია. მართალია, პატრაობისას ბაჭიები და თუთიყუშები მყავდა, მაგრამ ბავშვობაში მომხდარი ინციდენტის გამო, რაც ქუჩის ძაღლებს უკავშირდება, ძაღლების ყოველთვის მეშინოდა.
აქ რომ დავიწყე მუშაობა, ეს შიში გამიქრა. ამაში, „ლეგი“ დამეხმარა, ჩვენი ჰოსპიტალის სახე, ამერიკული აკიტა. ყოველდღიურად ერთ ოთახში გვიწევს ყოფნა და ერთმანეთს ძალიან შევეჩვიეთ.


გასაუბრება სკაიპით
აქ მუშაობა საკმაოდ უცნაურად დავიწყე. რაჭაში ვისვენებდი, როდესაც ინტერნეტში განცხადება ვნახე და რეზიუმე გამოვაგზავნე. იმავე დღეს დამფუძნებელი დამიკავშირდა და გასაუბრება Skype-ით გავიარე. მეორე დღესვე შემომთავაზა სამსახური.ჩემი სამუშაო დღე 10:00 საათზე იწყება. ჯერ ელექტრონულ ფოსტას ვამოწმებ და მერე ჰოსპიტალის ოფიალურ, Facebook-ის გვერდზე ვინაცვლებ. ყოველთვის იგეგმება ახალი აქციები, ასევე, დღის განმავლობაში მომხმარებელთან ურთიერთობაც მიწევს. თითოეულ მათგანთან განსაკუთრებული მიდგომა გვაქვს, ვცდილობთ, რომ ჩვენი მომსახურებით  ყველა მომხმარებელი კმაყოფილი დარჩეს.
კარგი მენეჯერი მაქსიმალურად მობილიზებული უნდა იყოს და პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდეს. მთავარია კარგად გააცნობიერო ის მიზანი, რისთვისაც ყოველდღიურად საქმიანობ.  მარკეტინგის სფეროში მუდმივად ცვლილებებია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის მიჰყვე მის ტენდენციებს.


მძიმე მდგომარეობაში მყოფი ცხოველები გადაგვირჩენია
„ვეტ-ჰაუსი“ ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე ვეტერინარული დიაგნოსტიკური ჰოსპიტალია, სადაც ცხოველებისთვის განკუთვნილი თითქმის ყველა მომსახურება გვაქვს. გვყავს უკრაინიდან სპეციალურად მოწვეული მთავარი ვეტერინარი და ქირურგი,რომლებსაც ვეტერინარიის სფეროში 20 წლიანი გამოცდილება აქვთ.
ჰოსპიტალის გახსნის დღიდან, უკვე გვყავდა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები. საბედნიეროდ შევძელით მათი გადარჩენა.  ახლა ჩვეულებრივად და რაც მთავარია ჯანმრთელად აგრძელებენ ცხოვრებას.
„ვეტ ჰაუსი“-დან გამომდინარე, სურვილი გამიჩნდა, სახლშიც მყავდეს ცხოველი და იმედია, ძალიან მალე მეყოლება კიდეც.


 


 

დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

„ქალები დილის 10 საათამდე“

სენსაციური ფოტოპროექტი, რომელიც ქალის ნამდვილ სილამაზეს ეძღვნება და რომელმაც ფრანგ ფოტოგრაფს ვერონიკა ვიალს საოცარი პოპულარობა მოუტანა. 
საკნატუნო ამბები

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს

ექსპერტებმა დაადგინეს 5 მიზეზი, რომელთა მიხედვითაც ქალებმა უმჯობესია, სექსზე უარი თქვან.
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ამ კომპანიაში არ არის აუცილებელი, იყო ვიღაცის ნათესავი, მთავარია, იშრომო შენი მიზნისთვის“

23 წლის ანანო სოხაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში ის  დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. ანანო თავად მოგვიყვება, რა ეტაპები გაიარა კომპანიაში მოხვედრამდე.
FUN-ტესტი

აირჩიეთ ზედმეტი ფიგურა

ეს უჩვეულო ტესტი დაგეხმარებათ, საკუთარი ხასიათის იდუმალი მხარეები გახსნათ...
საკნატუნო ამბები

როგორ უკავშირდება სექსის სურვილი ხორცის ჭამის სურვილს?

„კაცებს, რომლებიც სიამოვნებით კავდებიან სექსით, უფრო მეტად უყვართ ხორცი“. მართალია, გრილის მწარმოებელი სარეკლამო სლოგანივით ჟღერს, თუმცა, ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი სექსსა და ხორცის ჭამის სურვილს შორის.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ფილე რძეში

თუ აქცენტს ჯანსაღ კვებაზე აკეთებთ და არა დიეტებზე, რძეში მოხარშული ქათმის ფილე აუცილებლად დააგემოვნეთ.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

1980-90-იანი წლები - ქალის სხეული სილიკონის გარეშეც ულამაზესია

ეს იყო პერიოდი, როცა ვარსკვლავები ასე მასობრივად არ იყვნენ გატაცებულნი პლასტიკური ქირურგიით. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ...