„თუკი რაიმე იდეა გაქვთ, ჩვენთან შეგიძლიათ, უფასოდ განახორციელოთ“ - PR მენეჯერი მომავლიდან

PR კლუბი

21 მარტი 16:00, 2016 წელი

დღეს PR კლუბის სტუმარია ტექნოლოგიური განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მარიამ მექვაბიშვილი - PR ბევრი დიპლომითა და უამრავი კრეატიული იდეით.


გოგონა მრავალფეროვანი პროფესიით
ჩემი პროფესია მრავალფეროვანია - ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომი მაქვს ბიზნესის ადმინისტრირებაში, ბანკშიც საკმაო ხანს ვმუშაობდი, თუმცა შინაგანად არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც სტანდარტული რამეები უყვარს. ამიტომ დიდხანს ვერც საფინანსო სფეროში გავძელი და მედიამენეჯმენტის მიმართულებით გავაგრძელე სწავლა, მაგისტრის ხარისხიც ავიღე. ვმუშაობდი ჟურნალისტად, შემდეგ საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროშიც ვცადე ძალები და ამჟამად ტექნოლოგიური განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ვარ. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე - ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან მიწევს კონტაქტი და ძალიან საინტერესო პროექტებზე ვმუშაობ.


ყველაფერი ერთი შემთხვევით დაიწყო
როდესაც „თსუ“-ში ვსწავლობდი, ჩემმა ლექტორმა მითხრა, რომ უნივერსიტეტში ჰქონდათ პიარმენეჯერის მოადგილის ვაკანსია და თუ სურვილი მექნებოდა, გამოსაცდელი ვადით ამიყვანდნენ. ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო (იღიმის). უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის პიარი, დაახლოებით, ერთი წელი ვიყავი. მივხვდი, რომ ეს სწორედ ის საქმეა, რომლის კეთებაც მსიამოვნებდა. ამ სამსახურში თავი კომფორტულად ვიგრძენი. შემდეგ ცოდნის გაღრმავების მიზნით ნახევარი წელი გაუს პიარსკოლაშიც ვიარე და შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტზე ჩავაბარე, სადაც მედიამენეჯმენტის ხარისხი ავიღე. სახლში ძალიან ბევრი დიპლომი მაქვს. მომავალში დოქტორანტურაში ვაპირებ სწავლის გაგრძელებას.


ორიგინალური იდეები
აქამდე რაც სამსახური მქონია, ეს მათ შორის პიკია, საუკეთესოა. დღეს აქ ტექნოლოგიური განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ვარ. ერთი წლის განმავლობაში უამრავი კარგი პროექტი გავაკეთეთ და დიდი გამოხმაურებებიც მოჰყვა. მაგალითად, ერთ-ერთი იყო სუპერ თასისთვის „დინამოს“ სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი. ზაფხულის ევროპული ოლიმპიადის ინფრასტრუქტურული მხარეც ჩვენ მოვაწყვეთ. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ პიარმენეჯერი არ ვარ და თუკი რაიმე კარგი იდეა გამიჩნდება, აქ საშუალება მაქვს, ყველაფერს ფრთები შევასხა (იღიმის). აი, მაგალითად, მეტროებში QR ბიბლიოთეკების პროექტიც ჩემი მოფიქრებულია. მეტროსადგურებში „სადგურის მოედანსა“ და „რუსთაველში“ მგზავრებს შეუძლიათ, ელექტრონული ბიბლიოთეკის ბანერებიდან სპეციალური QR კოდების გამოყენებით უფასოდ ჩამოტვირთონ სასურველი წიგნის ელექტრონული ვარიანტი. მომავალში QR ბიბლიოთეკის განთავსებას საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ადგილებშიც ვგეგმავთ, მათ შორის, სწრაფი კვების ობიექტებშიც. ყოველივე ეს კი წიგნების სახლის „საბას“ მხარდაჭერით განვახორციელეთ, რაც საზოგადოებამ კარგად აიტაცა. მსგავსი პროექტი იტალიაში ყოფნისას ერთ-ერთ სუპერმარკეტში ვნახე - იქ კედლებზე გაკრული პლაკატებიდან მობილურის საშუალებით შეგვეძლო ჩამოგვეტვირთა პროგრამა, სადაც ფასებზე სრული ინფორმაცია იყო მოცემული. დამეთანხმებით, ძალიან მოსახერხებელი და მარტივია. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში ვართ და ყველაფერი მობილურში გვაქვს. მეც დავფიქრდი და ეს იდეაც სწორედ აქედან დამებადა.


მთავარი კრეატივია
თუკი რაიმე იდეა გაქვთ, ჩვენთან უფასოდ შეგიძლიათ, განახორციელოთ. ჩვენ ყველაფერს არაკომერციულად ვაკეთებთ, რადგან მერიის სსიპი ვართ და, შესაბამისად, ორიენტირებულები იმაზე, რომ მოსახლეობამ ჩვენი მეშვეობით სარგებელი მიიღოს.


გუნდურობა
ხშირად ახალ პროექტებზე ღამეებიც გვითენებია და შრომაც დაგვფასებია. ჩემთვის აქ მუშაობა იმდენად საინტერესოა, რომ დაღლას ვეღარც ვგრძნობ. ასეთ კარგ ხელმძღვანელთან და გუნდთან ერთად, სხვანაირად არც შეიძლება. თუ ადამიანებთან მუშაობისას თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ, იქ ვერ გავჩერდები, ჩემთვის ურთიერთობებია მნიშვნელოვანი. ჩემს გუნდს კიდევ ძალიან ბევრი პროექტის იდეა აქვს, რომლებსაც ნელ-ნელა ერთობლივად განვახორციელებთ. სულ ახლახან დავიწყეთ ახალი „სოციალური ჰაბის“ პროექტი - მოსახლეობას საშუალება ექნება, სურვილის შემთხვევაში, ტანსაცმელი და ყველანაირი საჭირო პროდუქტი კონკრეტულ პუნქტებში მიიტანოს, რის შემდეგაც დავახარისხებთ, მერია თავის ხარჯებს დაამატებს და სოციალურად დაუცველ ადამიანებს გადავცემთ.

დღის ჰოროსკოპი

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ალიკო ცინცაძის წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში (მე-3 კორპუსი), 24 აპრილს, 14:00 საათზე, ასტრო-ენათმეცნიერის, პროფესორ ალიკო ცინცაძის ახალი წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია-ლექცია ჩატარდება.
საკნატუნო ამბები

10 მეტამორფოზა, რომლებიც თქვენს ასაკს საპასპორტო მონაცემებზე მეტად გასცემს

დაბერების შიში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფობიაა. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეული მუდმივად იცვლება და წლების მატებასთან ერთად, ახლებურად გამოიყურება. ამიტომაც აუცილებელია ვიცოდეთ, რომელი ასაკობრივი ცვლილება მიიჩნევა ნორმად და რომელი - არა.
საკნატუნო ამბები

10 წვრილმანი, რაც კაცს აღაგზნებს

ეს წვრილმანები ერთი შეხედვით უცნაურებია, მაგრამ საკმაო ძალა აქვთ იმისთვის, რომ კაცის პულსის სიხშირე წუთში 70-დან 150-მდე აწიონ...  
დღის ჰოროსკოპი

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

უნიკალური ფოტოარქივი, რომელიც წარსულს სულ სხვა თვალით დაგანახვებთ

ეს ფოტოები გასულ საუკუნეში გამოგზაურებთ და საოცარ ამბებს აღმოგაჩენინებთ...
დღის ჰოროსკოპი

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

რომელია საუკეთესო ასაკი ქორწინებისთვის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ყველა ადამიანი ეძებს პარტნიორს, რომელთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებს. ზოგიერთი კი ამას ძალიან ადრეული ასაკიდან იწყებს...
საკნატუნო ამბები

ფრთხილად! საოცრად ამაღელვებელი შიშველი სხეული (11 ფოტო)

სანკტ-პეტერბურგელი ფოტოგრაფის მიხაილ კოვალენკოს ნამუშევრები განსაკუთრებით მამრობითი სქესის მკითხველებს დააინტერესებთ! 
დღის ჰოროსკოპი

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 აპრილს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

6 ფილმი სიყვარულის მაგიაზე

რამდენიმე ისტორია იმის შესახებ, როგორ აქცევს სიყვარული ცხოვრებას ზღაპრად...
ამბები

წლინახევრის სესეს სიცოცხლისთვის ბრძოლისთვის საზოგადოების დახმარება სჭირდება

წლინახევრის სესე ბეგიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. რამდენიმე დღის წინ მას თბილისში კლებსიელას ბაქტერია, პნევმონია და სეფსისი დაუდგინეს.