„ეს ის ბარსა არ არის, მაგრამ ჩემპიონია თავის საქმეში“

PR კლუბი

28 მარტი 16:00, 2016 წელი

„ყველას ფეხბურთის კლუბის ასოციაცია აქვს, სანამ ჩვენს საქმიანობას გაეცნობიან (იღიმის). თუმცა, მეც „ბარსას“ გულშემატკივარი ვარ...“ - დღეს PR კლუბის სტუმარია სარეკლამო კომპანია „ბარსა ჯგუფის“ პიარმენეჯერი თამთა მაისურაძე.


„ბარსა ჯგუფი“ 
ქალაქის იერსახეზეც ზრუნავს  

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტი დავამთავრე, ინტერიერის დიზაინერის სპეციალობით. ასევე, სამხატვრო სკოლის განათლებით გრაფიკოსი ვარ. ჩემი ძირითადი საქმიანობა ყოველთვის ხელოვნებას უკავშირდებოდა. მუშაობა მესამე კურსიდან სარეკლამო კომპანია „პოლიტრანსში“ დავიწყე, შემდეგ გავაგრძელე მარკეტინგულ ჟურნალ „ლიმონში“. უკვე მე-5 წელია, რაც სარეკლამო სააგენტო „ბარსა ჯგუფში“ ვარ. თავიდან გრაფიკოს-დიზაინერის პოზიციაზე ვმუშაობდი, ამჟამად პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი ვარ. ყოველთვის ვცდილობ, ჩვენი მუშაობა უფრო ხარისხიანი და კომფორტული გავხადო, გვქონდეს დიდი სეგმენტები და, რაც მთავარია, ჩვენი თითოეული საქმე არ იყოს მხოლოდ შემოსავლის  გაზრდაზე ორიენტირებული. ჩემი პირადი სურვილია, არ გაკეთდეს ქალაქში ისეთი რეკლამა, რომელიც მხოლოდ კომპანიის შემოსავალზე აისახება. ქალაქის იერსახეზე აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ.


ხარისხზე ორიენტირებული კომპანია
ჩვენი კომპანია, დაახლოებით, 16 წელია, ქართულ ბაზარზე არსებობს და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ქალაქში თითქმის ყველგან ჩემი კომპანიის მიერ გაკეთებული რეკლამები მხვდება. ჩვენ ვაკეთებთ სრულ პოლიგრაფიულ მომსახურებას, გარე რეკლამებს, ვთანამშრომლობთ უამრავ კომპანიასა და ორგანიზაციასთან და, რაც მთავარია, ხარისხზე ვართ ორიენტირებულნი. ხანდახან, რომ ამბობენ, „ბარსა“ ძვირია... ჩვენი მიზანი არ არის, ბევრი შემკვეთი გვყავდეს და დაბალ ფასად ვაკეთოთ უხარისხო პროდუქცია. პირიქით, გვირჩევნია, გვყავდეს ერთი კმაყოფილი დამკვეთი, რომელსაც მივაწვდით გემოვნებიან, ხარისხიან და მიზნობრივად დროზე გათვლილ პროდუქციას. გვქონია შემთხვევა, როდესაც კომპანიები ჩვენგან სხვა სარეკლამო კომპანიებთან წასულან და შემდეგ ისევ დაბრუნებულან, რადგან სხვაგან ის შედეგი ვერ ნახეს, რაც ჩვენთან ჰქონდათ. დაბრუნებული კლიენტები უფრო მეტ სტიმულს გვაძლევენ.


საფეხბურთო კლუბი VS სარეკლამო კომპანია
ეს ის „ბარსა“ არ არის, მაგრამ ჩემპიონია თავის საქმეში. ყველას ფეხბურთის კლუბის ასოციაცია აქვს, სანამ ჩვენს საქმიანობას გაეცნობიან (იღიმის). თუმცა მეც „ბარსას“ გულშემატკივარი ვარ.


„ბარსა“ დიდი ოჯახია
ლიდერობა არ ნიშნავს იმას, რომ წინა პლანზე მხოლოდ შენი აზრი დააყენო. პირიქით, შეიძლება ჩემი დაქვემდებარებული პირისგან, რომელიც ოპერატიულად მოაზროვნეა და აქვს ახალი ხედვა, კრეატიული იდეები, ბევრი რამ ვისწავლო და ერთობლივად უფრო მეტს მივაღწიოთ. მენეჯერის პოზიცია მხოლოდ ერთი ადამიანის აზრს არ გულისხმობს. მნიშვნელოვანია ყველა თანამშრომლის აზრის გათვალისწინება, გუნდური მუშაობა. „ბარსა“ დიდი ოჯახია, სადაც ყველა უშუალოდ არის ჩართული საქმეში. დაკვირვებულიც უნდა იყო და როცა იცი, როგორ კეთდება თითოეული ჭანჭიკი, კარგ რეკლამასაც მაშინ შექმნი.


ხელს მაინც ვერაფერი ჩაანაცვლებს
ჩვენი პლუსი კიდევ ის გახლავთ, რომ ყველაფერი დამკვეთზე გვაქვს მორგებული და ესკიზებს ხელითაც ვქმნით. მართალია, ჩვენს საუკუნეში ყველაფერი კომპიუტერით კეთდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხელს მაინც ვერაფერი ჩაანაცვლებს. ხატვა ესკიზების შედგენაში ძალიან მეხმარება. ვფიქრობ, სარეკლამო ჯგუფში აუცილებლად უნდა მუშაობდეს მხატვარი ან ხელოვნების სხვა სფეროს სპეციალისტი, რაც სივრცული ხედვისთვის მნიშვნელოვანია. აქ მუშაობამ დიდი გამოცდილება მომცა ადამიანებთან ურთიერთობებში - არა მხოლოდ სამუშაო კუთხით, არამედ პირადი ცხოვრებისთვისაც... 

ოჯახი და პიარმენეჯერი
ერთი თვეა, რაც გავთხოვდი და ახლა ვაცნობიერებ, რამდენად დატვირთული ვყოფილვარ სამსახურით. თავისუფალ დროს მეუღლეს ვუთმობ. ხატვა კი ჩემი განტვირთვის წყაროა. ვხატავ ფანქრით, ტუშით. გამოფენებიც მქონია. ასევე, მიყვარს აქსესუარების კეთებაც. პირველად სამი წლის ასაკში დავხატე და ჩემი ნამუშევრები ბებოს დღემდე შენახული აქვს (იღიმის). ჩემი მეუღლე შოთა გახოკიძე ძალიან მეხმარება, ვიყო კარგი მენეჯერი, მხატვარი, შევქმნა კიდევ უფრო ბევრი კარგი რამ, ამისთვის დიდი მადლობა მას. ის შეფ-მზარეულია და მისი სფეროც ხელოვნებას უკავშირდება. სახლშიც სულ აზრების გაცვლა-გამოცვლა გვაქვს, თუ რა შეიძლება შევძინოთ ჩვენს საქმეს, რომ უფრო ნაყოფიერი გახდეს. დაოჯახების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში სრული გარდატეხა მოხდა. ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის მყარი ოჯახი და სიყვარული წარმატების მომტანია.

დღის ჰოროსკოპი

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ალიკო ცინცაძის წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში (მე-3 კორპუსი), 24 აპრილს, 14:00 საათზე, ასტრო-ენათმეცნიერის, პროფესორ ალიკო ცინცაძის ახალი წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია-ლექცია ჩატარდება.
საკნატუნო ამბები

10 მეტამორფოზა, რომლებიც თქვენს ასაკს საპასპორტო მონაცემებზე მეტად გასცემს

დაბერების შიში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფობიაა. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეული მუდმივად იცვლება და წლების მატებასთან ერთად, ახლებურად გამოიყურება. ამიტომაც აუცილებელია ვიცოდეთ, რომელი ასაკობრივი ცვლილება მიიჩნევა ნორმად და რომელი - არა.
საკნატუნო ამბები

10 წვრილმანი, რაც კაცს აღაგზნებს

ეს წვრილმანები ერთი შეხედვით უცნაურებია, მაგრამ საკმაო ძალა აქვთ იმისთვის, რომ კაცის პულსის სიხშირე წუთში 70-დან 150-მდე აწიონ...  
დღის ჰოროსკოპი

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

უნიკალური ფოტოარქივი, რომელიც წარსულს სულ სხვა თვალით დაგანახვებთ

ეს ფოტოები გასულ საუკუნეში გამოგზაურებთ და საოცარ ამბებს აღმოგაჩენინებთ...
დღის ჰოროსკოპი

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

რომელია საუკეთესო ასაკი ქორწინებისთვის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ყველა ადამიანი ეძებს პარტნიორს, რომელთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებს. ზოგიერთი კი ამას ძალიან ადრეული ასაკიდან იწყებს...
საკნატუნო ამბები

ფრთხილად! საოცრად ამაღელვებელი შიშველი სხეული (11 ფოტო)

სანკტ-პეტერბურგელი ფოტოგრაფის მიხაილ კოვალენკოს ნამუშევრები განსაკუთრებით მამრობითი სქესის მკითხველებს დააინტერესებთ! 
დღის ჰოროსკოპი

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 აპრილს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

6 ფილმი სიყვარულის მაგიაზე

რამდენიმე ისტორია იმის შესახებ, როგორ აქცევს სიყვარული ცხოვრებას ზღაპრად...
ამბები

წლინახევრის სესეს სიცოცხლისთვის ბრძოლისთვის საზოგადოების დახმარება სჭირდება

წლინახევრის სესე ბეგიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. რამდენიმე დღის წინ მას თბილისში კლებსიელას ბაქტერია, პნევმონია და სეფსისი დაუდგინეს.