საუკუნის პროექტის პიარმენეჯერი

PR კლუბი

18 აპრილი 16:00, 2016 წელი

წიგნის მუზეუმი, რომელიც მალე გაიხსნება, პირველი იქნება საქართველოში და ყველაზე დიდი ამიერკავკასიაში. ამ სივრცეში უიშვიათესი წიგნები გამოიფინება. „ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და პატივია ამ წიგნებთან მუშაობა“, - ამბობს წიგნის მუზეუმის კრეატიული პიარმენეჯერი თეკლა ვეკუა, რომელსაც დღეს გაგაცნობთ.

მზადება წიგნის მუზეუმის გახსნისთვის
თავისუფალი უნივერსიტეტის მართვის სკოლა მაქვს დამთავრებული. წიგნებთან ყოველთვის მჭიდრო კავშირი მქონდა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე უნივერსიტეტში ჩემი ლექტორი იყო, ახლა კი ჩემი უფროსია. დღემდე მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. მის ენთუზიაზმს მივყვებით მთელი გუნდი. იდეალური და უპრობლემო ადამიანია. ყველა ახალსა და საინტერესო იდეას მხარს უჭერს და მისი გვერდში დგომის იმედიც ყოველთვის გვაქვს. ეს ძალიან დიდი კომფორტია ჩვენთვის. ამჟამად წიგნის მუზეუმის პიარმენეჯერი ვარ. ეს მუზეუმი ძალიან მალე, 6 თვეში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში გაიხსნება. სარემონტო სამუშაოები უკვე დაწყებულია, ასევე, გაფორმდა მემორანდუმი ეროვნულ ბიბლიოთეკასა და დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდს შორის.


მასშტაბური პროექტის პიარმენეჯერი
წიგნის მუზეუმი პირველია საქართველოში და ყველაზე დიდი ამიერკავკასიაში. წიგნები, რომლებიც აქ გამოიფინება, წლებია, დახურულ საცავშია ჩაკეტილი და საზოგადოებას მათი ხილვის საშუალება არც ჰქონია. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და პატივია ამ წიგნებთან მუშაობა. სასიხარულოა, რომ ბიბლიოთეკის თემა კვლავ აქტუალურია, დამატებულია აუდიობიბლიოთეკები, ხმოვანი წიგნები და ახალგაზრდების ინტერესიც თანდათან მატულობს. მომწონს შეგრძნება იმისა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ. გავა წლები და შენ კვლავ იამაყებ, რომ წიგნის მუზეუმის პროექტში მცირედი წვლილი მაინც გაქვს შეტანილი. ერთი სიტყვით, საქვეყნო და საშვილიშვილო საქმეში ვმონაწილეობ.


 


უფრო მეტი, ვიდრე წიგნი
რარიტეტული საცავი, სადაც რარიტეტები ინახება, საკმაოდ პატარაა, მაგრამ, ამავდროულად, იდუმალი. იქ შეგხვდებათ ქართულ-იტალიურ ლექსიკონს - წიგნს, რომელიც პირველად დაიბეჭდა. პირველ ნაბეჭდ „ვეფხისტყაოსანს“, ასევე, მიხაი ზიჩის მიერ დასურათებულ „ვეფხისტყაოსანს“, მინიატურულ და მასშტაბით ყველაზე დიდი წიგნებს, კერძო კოლექციებიდან მოძიებულ უამრავ მასალას... როდესაც უშუალოდ ავტორის ხელში გამოვლილ ან ცნობილი პიროვნების ნაქონ წიგნს ეხები, საოცარი მუხტით ივსები. ეს დეტალები წიგნებს სულ სხვა ხიბლს მატებს და შენც ამ სიძველეებისადმი მოწიწებით ხარ განწყობილი. მათგან საოცარი ენერგია მოდის და ენერგია შენგანაც მიაქვს.


ამაღელვებელი ისტორია
ყველაზე მეტად მოვიხიბლე მინიატურული წიგნით „შინიონის ბიბლია“, რომელიც იშვიათ გამოცემათა განყოფილებაშია დაცული. ის 1759 წელს ჰააგაშია დაბეჭდილი და ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. მასში გაერთიანებულია ძველი და ახალი აღთქმა. საფრანგეთში წიგნი აკრძალული იყო კათოლიკური ეკლესიის მიერ, ქალბატონები კი აკრძალულ ბიბლიას ადვილად მალავდნენ შინიონის ქვეშ და სახელიც სწორედ აქედან მოდის - „შინიონის ბიბლია“. ამ ისტორიების მოსმენის შემდეგ არ შეხედავთ წიგნს, როგორც ჩვეულებრივად ნაბეჭდ ფურცლებს.
ჩვენი წიგნის მუზეუმის მიზანიც სწორედ ის არის, რომ ასეთი ისტორიები ფართო საზოგადოებას გავაცნოთ. ვფიქრობ, ყველამ უნდა იცოდეს, რა განძის პატრონია ქვეყანა და ამ კონკრეტულ შემთხვევაში - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.


წიგნის სიყვარულს ვერსად გაექცევი
შეიძლება, წიგნის სიყვარული ცოტა ბანალურია, მაგრამ ჩემს სამსახურში - უმნიშვნელოვანესი, ამას ვერ გავექცევით. აქ მუშაობისას უნდა შეგეძლოთ ამ სიძველეების შენარჩუნება, თანამედროვეობაში ისე გადმოტანა, რომ ყველასთვის ახლობელი იყოს. ჩემი მოვალეობაა, ორი საუკუნის წინათ დაბეჭდილი წიგნი ვიღაცისთვის ისეთივე ახლობელი გავხადო, როგორც თანამედროვე, დღევანდელობაზე მორგებული. ასევე, უნდა შეგეძლოთ სიახლეებთან ადაპტირება. მუზეუმი არ უნდა იყოს მხოლოდ საგამოფენო სივრცე. პირიქით, ეს უნდა იყოს ისეთივე, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია - თავისი აუდიოგიდით, კლიმატკონტროლით... ძველისა და ახლის შერწყმა ისე უნდა მოხდეს, რომ არც ერთს ხიბლი არ დაეკარგოს. ვფიქრობ, არსებობენ ადამიანები და მკითხველი ადამიანები, რომლებიც სამყაროს მესამე თვალით უყურებენ. იყავით უფრო ახლოს წიგნებთან, არ აქვს მნიშვნელობა, ნაბეჭდი იქნება, აუდიო თუ ონლაინი.


კერძო ბიზნესი
ამ სამსახურში მუშაობის ფინანსური მოტივაცია ყველაზე ნაკლებია, რაც კი შეიძლება მქონდეს. პარალელურად ჩემი კერძო ბიზნესი მაქვს - ძველი სტილის ამერიკული Barber Shop სალონი მხოლოდ მამაკაცებისთვის. ამ ორ სრულიად განსხვავებულ საქმიანობას ერთმანეთს არაჩვეულებრივად ვუთავსებ. დრო პირადი ცხოვრებისა და მეგობრებისთვისაც მრჩება.

დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

„ქალები დილის 10 საათამდე“

სენსაციური ფოტოპროექტი, რომელიც ქალის ნამდვილ სილამაზეს ეძღვნება და რომელმაც ფრანგ ფოტოგრაფს ვერონიკა ვიალს საოცარი პოპულარობა მოუტანა. 
საკნატუნო ამბები

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს

ექსპერტებმა დაადგინეს 5 მიზეზი, რომელთა მიხედვითაც ქალებმა უმჯობესია, სექსზე უარი თქვან.
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ამ კომპანიაში არ არის აუცილებელი, იყო ვიღაცის ნათესავი, მთავარია, იშრომო შენი მიზნისთვის“

23 წლის ანანო სოხაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში ის  დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. ანანო თავად მოგვიყვება, რა ეტაპები გაიარა კომპანიაში მოხვედრამდე.
FUN-ტესტი

აირჩიეთ ზედმეტი ფიგურა

ეს უჩვეულო ტესტი დაგეხმარებათ, საკუთარი ხასიათის იდუმალი მხარეები გახსნათ...
საკნატუნო ამბები

როგორ უკავშირდება სექსის სურვილი ხორცის ჭამის სურვილს?

„კაცებს, რომლებიც სიამოვნებით კავდებიან სექსით, უფრო მეტად უყვართ ხორცი“. მართალია, გრილის მწარმოებელი სარეკლამო სლოგანივით ჟღერს, თუმცა, ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი სექსსა და ხორცის ჭამის სურვილს შორის.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ფილე რძეში

თუ აქცენტს ჯანსაღ კვებაზე აკეთებთ და არა დიეტებზე, რძეში მოხარშული ქათმის ფილე აუცილებლად დააგემოვნეთ.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

1980-90-იანი წლები - ქალის სხეული სილიკონის გარეშეც ულამაზესია

ეს იყო პერიოდი, როცა ვარსკვლავები ასე მასობრივად არ იყვნენ გატაცებულნი პლასტიკური ქირურგიით. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ...