„კაპლუნბა“ - აქ ყველაფერი და ყველა ფერია თქვენი შვილის ოთახისთვის

PR კლუბი

13 ივნისი 16:00, 2016 წელი

ყველა ბავშვის სურვილია, ოცნებებით სავსე ოთახი ჰქონდეს. მშობლები კი იმაზე ოცნებობენ, შვილს ასეთი ფერადი და, ამასთანავე, უსაფრთხო სივრცე მოუწყონ. ამ სურვილმა სამი შვილის დედა, პროფესიით სტომატოლოგი ფიქრია კაკაურიძე სრულიად ახალ ბიზნესამდე მიიყვანა - მან საბავშვო ავეჯის მაღაზია „კაპლუნბა“ გახსნა... 


- პროფესიით სტომატოლოგი ვარ და უკვე ათი წელია, საკუთარ კლინიკაში ვმუშაობ. ერთხელაც, ახალ სახლში გადასვლისას აუცილებლობის წინაშე აღმოვჩნდი, რომ შვილებისთვის საძინებელი მომეწყო. რამდენიმე თვის განმავლობაში თბილისში არსებული ყველა საბავშვო ავეჯის მაღაზია რომ მოვიარე და შესაფერისს ვერაფერს მივაგენი, თურქეთში წავედი. იქ „კაპლუნბაში“ მოვხვდი და ნანახმა მართლაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ „კაპლუნბა“ დღეს საქართველოშია, მე კი მისი მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელი გახლავართ.

- როგორ მიიღო ქართველმა მომხმარებელმა ახალი ბრენდი?

- საბავშვო ავეჯის დეფიციტი საქართველოში რეალურად არსებობდა და ეს მხოლოდ ჩემი ახირება არ იყო. ამიტომ „კაპლუნბას“ გახსნა ჩემი მხრიდან იყო ნაბიჯი, რომელიც მარტო მე კი არა, საქართველოს მოსახლეობას სჭირდებოდა. ქართველმა მომხმარებელმა მართლაც დადებითად შეაფასა ჩვენი მაღაზია, ჩვენი პროდუქცია მოთხოვნადი გახდა. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ „კაპლუნბაში“ სტუმრობა ყველას ძალიან უყვარს და უკმაყოფილოც არავინ რჩება.

- ალბათ, თქვენს მაღაზიას ბავშვებიც სტუმრობენ...
- თუ საქმე ჩვილის ოთახს არ ეხება, მშობელი თითქმის ყოველთვის ბავშვთან ერთად მოდის და, ძირითადად, სწორედ ბავშვის გემოვნებით აკეთებს არჩევანს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ, თუ აქამდე მომხმარებელს ბავშვის ოთახის მოსაწყობად სხვადასხვა ადგილას უწევდა სიარული, ჩვენთან ბავშვის ოთახისთვის საჭირო ყველა საჭირო ავეჯი ერთ სივრცეშია წარმოდგენილი და აღარ გიწევთ, დრო ფუჭად დახარჯოთ.

- რთულია პატარა მომხმარებელთან ურთიერთობა?

- მე თვითონ სამი შვილი მყავს და აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ მიჭირს ბავშვებთან ურთიერთობა. ჩვენს პატარა მომხმარებლებს იმდენად მოსწონთ ჩვენი ავეჯი, მაღაზიიდან გასვლა აღარ უნდათ. თანაც აქ მათთვის პატარა კუთხეც  მოვაწყვეთ, სადაც შეუძლიათ, ითამაშონ, დახატონ, გაერთონ... მოკლედ, მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი მომხმარებელი მაღაზიიდან კმაყოფილი გავუშვათ.

- რა თვისებები სჭირდება კარგ პიარმენეჯერს?
- კომუნიკაბელურობა, შრომისმოყვარეობა და, რაც მთავარია, საკუთარი საქმის სიყვარული... ალბათ, ეს არის ის ძირითადი თვისებები, რაც პიარმენეჯერის წარმატებას განაპირობებს. მართალი გითხრათ, სანამ ამ პოზიციაზე დავიწყებდი მუშაობას, ჩემს თავს ვკითხე: შეძლებ კი ამ სფეროშიც ისეთივე წარმატებული იყო, როგორც კლინიკაში ხარ? გადავწყვიტე, აუცილებლად დამემტკიცებინა ჩემი თავისთვის და გარშემომყოფებისთვის, რომ მე ამას შევძლებდი... მგონი, შევძელი კიდეც - ერთი წელია, რაც „კაპლუნბა“ არსებობს და ამ მოკლე დროში ქართულ ბაზარზე საკუთარი ნიშა დაიმკვიდრა.


- როგორ ათავსებთ ორ სამსახურს და ოჯახისთვის დრო თუ გრჩებათ?
- ჩემთვის თავისუფალი დრო არ არსებობს - ან მაღაზიაში ვარ, ან კლინიკაში. სამწუხაროდ, ყველაზე ცოტა დროს სახლში ვატარებ, თუმცა ყველანაირად ვცდილობ, შაბათ-კვირა მთლიანად ბავშვებს დავუთმო და ოჯახურ გასვლებსაც კი ვაწყობთ ხოლმე.


- თქვენი მაღაზიის სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
- დღესდღეობით „კაპლუნბა“ საქართველოში მხოლოდ ერთი მაღაზიითაა წარმოდგენილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მომხმარებელს საბავშვო ავეჯის სრულ ასორტიმენტსა და მომსახურების მაღალ ხარისხს ვთავაზობთ. სამომავლოდ ვაპირებთ, ჩვენი კოლექცია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ, ხოლო მზარდი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ქართულ ბაზარს „კაპლუნბას“ კიდევ ერთი ფილიალი შეემატოს.

დღის ჰოროსკოპი

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

რომელია საუკეთესო ასაკი ქორწინებისთვის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ყველა ადამიანი ეძებს პარტნიორს, რომელთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებს. ზოგიერთი კი ამას ძალიან ადრეული ასაკიდან იწყებს...
საკნატუნო ამბები

ფრთხილად! საოცრად ამაღელვებელი შიშველი სხეული (11 ფოტო)

სანკტ-პეტერბურგელი ფოტოგრაფის მიხაილ კოვალენკოს ნამუშევრები განსაკუთრებით მამრობითი სქესის მკითხველებს დააინტერესებთ! 
დღის ჰოროსკოპი

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 აპრილს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

6 ფილმი სიყვარულის მაგიაზე

რამდენიმე ისტორია იმის შესახებ, როგორ აქცევს სიყვარული ცხოვრებას ზღაპრად...
ამბები

წლინახევრის სესეს სიცოცხლისთვის ბრძოლისთვის საზოგადოების დახმარება სჭირდება

წლინახევრის სესე ბეგიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. რამდენიმე დღის წინ მას თბილისში კლებსიელას ბაქტერია, პნევმონია და სეფსისი დაუდგინეს.
დღის ჰოროსკოპი

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ღუმელში გამომცხვარი ქათმის ბარკლები

როცა მთელი ოჯახი გყავთ გამოსაკვები და სადილის მოსამზადებლად დრო არ გაქვთ, სცადეთ...
საკნატუნო ამბები

მილიონი მოწონება: ვარსკვლავების შიშველი ფოტოები ინსტაგრამზე: (+18)

კონფიდენციალურობა? არა, არ ვიცით! ეს ვარსკვლავები მოუღალავად ავრცელებენ საკუთარი შიშველი სხეულის ფოტოებს ინტერნეტსივრცეში. რას არ გააკეთებ, მილიონი „ლაიქისთვის?!“
დღის ჰოროსკოპი

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?