„ნეთკრედიტში“ უკვე საკმაოდ გამოცდილმა შემოვაბიჯე...

PR კლუბი

20 ივნისი 16:00, 2016 წელი

დღეს PR კლუბის სტუმარია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ნეთკრედიტის“ პიარმენეჯერი ნინო დარბაზელი.


- გერმანული სკოლა დავამთავრე და უმაღლესი განათლებაც გერმანულ ენაზე მივიღე. პროფესიით ეკონომისტ-იურისტი გახლავართ. სწავლის დასრულების შემდეგ გაცვლითი პროგრამით გერმანიაში წავედი, სადაც ერთ-ერთ არქიტექტურულ კომპანიაში 6 თვე ვიმუშავე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ სხვადასხვა დროს ვმუშაობდი „რესპუბლიკა ბანკში“, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში“ („იბიარდში“), „ბითიეი ბანკში“, რომელიც ახლა „სილქროუდ ბანკის“ სახელითაა ცნობილი...

- თქვენთვის სიახლე არ ყოფილა ფინანსურ სფეროში მუშაობა...
- არანაირად... ფინანსურ სფეროში 19 წლის ასაკიდან ვარ დასაქმებული, შესაბამისად, „ნეთკრედიტშიც“ უკვე საკმაოდ გამოცდილმა შემოვაბიჯე.  

- რამდენი ხანია, რაც ამ კომპანიაში მუშაობთ და როგორია თქვენი სამუშაო რეჟიმი?
- „ნეთკრედიტში“ ზუსტად ერთი წელია, ვმუშაობ. მართალია, ეს გარემო ჩემთვის უცხო არ ყოფილა, მაგრამ სამუშაო რეჟიმი ყველა იმ სამსახურისგან განსხვავებულია, რაც კი აქამდე მქონია. მოგეხსენებათ, შპს „ტვინო“, რომლის წევრია „ნეთკრედიტი“, 10-მდე ქვეყანაში ოპერირებს და თანამშრომლობა ყველა ამ ქვეყანასთან მიწევს. აქედან გამომდინარე, სამუშაო რეჟიმიც უფრო დატვირთული მაქვს.

- თქვენი აზრით, რა თვისებები სჭირდება წარმატებულ პიარმენეჯერს?
- ყველაზე მნიშვნელოვანი დროის სწორად გადანაწილებაა... დილით, სამსახურში მოსვლამდე, ყოველთვის ვგეგმავ სამუშაო დღეს და ამის მიხედვით ვიწყებ მოქმედებას. წარმატების მიღწევაში, ასევე, მნიშვნელოვნად მეხმარება ყველა ის კონფერენცია თუ ტრენინგი, რომლებსაც ჩვენი კომპანია უწევს ორგანიზებას.  

- კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით?
- „ნეთკრედიტი“ მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ზრუნავს როგორც თავის მომხმარებლებზე, ისე თანამშრომლებზე. ახლახან გავაკეთეთ გრძელვადიანი ონლაინსესხის „მონეზას“ პროგრამა, რომელიც მომხმარებელს ახლა უკვე გრძელვადიანი სესხით სარგებლობის საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, ჩვენი კომპანიის თანამშრომლებისთვის გვაქვს უამრავი ბენეფიტი, როგორიცაა, მაგალითად: ინგლისურისა და „ექსელის“ შემსწავლელი უფასო კურსები. ამ კურსების გავლა საშუალებას აძლევს ჩვენთან დასაქმებულ ნებისმიერ ადამიანს, შეიძინოს შესაბამისი ცოდნა, რომელიც შემდგომში, ისევ და ისევ ჩვენს კომპანიას მოხმარდება.

- სამსახურსა და ოჯახს შორის დროს როგორ ანაწილებთ?
- მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო გრაფიკი დილიდანვე გაწერილი მაქვს, მაინც ხშირად მიწევს სამსახურში გვიანობამდე დარჩენა, არადა სახლში ორი მცირეწლოვანი შვილი მელოდება. ამიტომ, სამსახურიდან პირდაპირ სახლში მივდივარ და ვცდილობ, მთელი დარჩენილი დრო მათთან გავატარო. შაბათ-კვირა კი ნამდვილი ზეიმი გვაქვს - მთელი დღე მათთან ერთად ვარ, ხოლო საღამოს მეგობრებთან ერთად გავდივარ სადმე, რათა ცოტათი მაინც განვიტვირთო.


დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

„ქალები დილის 10 საათამდე“

სენსაციური ფოტოპროექტი, რომელიც ქალის ნამდვილ სილამაზეს ეძღვნება და რომელმაც ფრანგ ფოტოგრაფს ვერონიკა ვიალს საოცარი პოპულარობა მოუტანა. 
საკნატუნო ამბები

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს

ექსპერტებმა დაადგინეს 5 მიზეზი, რომელთა მიხედვითაც ქალებმა უმჯობესია, სექსზე უარი თქვან.
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ამ კომპანიაში არ არის აუცილებელი, იყო ვიღაცის ნათესავი, მთავარია, იშრომო შენი მიზნისთვის“

23 წლის ანანო სოხაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში ის  დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. ანანო თავად მოგვიყვება, რა ეტაპები გაიარა კომპანიაში მოხვედრამდე.
FUN-ტესტი

აირჩიეთ ზედმეტი ფიგურა

ეს უჩვეულო ტესტი დაგეხმარებათ, საკუთარი ხასიათის იდუმალი მხარეები გახსნათ...
საკნატუნო ამბები

როგორ უკავშირდება სექსის სურვილი ხორცის ჭამის სურვილს?

„კაცებს, რომლებიც სიამოვნებით კავდებიან სექსით, უფრო მეტად უყვართ ხორცი“. მართალია, გრილის მწარმოებელი სარეკლამო სლოგანივით ჟღერს, თუმცა, ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი სექსსა და ხორცის ჭამის სურვილს შორის.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ფილე რძეში

თუ აქცენტს ჯანსაღ კვებაზე აკეთებთ და არა დიეტებზე, რძეში მოხარშული ქათმის ფილე აუცილებლად დააგემოვნეთ.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

1980-90-იანი წლები - ქალის სხეული სილიკონის გარეშეც ულამაზესია

ეს იყო პერიოდი, როცა ვარსკვლავები ასე მასობრივად არ იყვნენ გატაცებულნი პლასტიკური ქირურგიით. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ...