ირა მელიმონაძე: „ეს უფრო პასუხისმგებლობა იყო, ვიდრე ბიზნესის წყურვილი“

PR კლუბი

4 ივლისი 16:00, 2016 წელი

 „თავიდან მხოლოდ ვებსაიტების დამზადებაზე ვმუშაობდით, დღეს კი არ არსებობს სფერო, რომელსაც ვერ ავითვისებთ - სარეკლამო რგოლის გადაღება, პოლიგრაფიული მომსახურება, ინტერნეტმარკეტინგი, მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება...“ - გვიყვება კომპანია „ლემონსის“ დამფუძნებელი და პიარისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსი ირა მელიმონაძე, რომელიც  დღეს PR კლუბის სტუმარია. 

- რა გზა გაიარეთ საკუთარი კომპანიის დაარსებამდე?
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე. ძალიან მაინტერესებდა ფსიქოლოგია, ამ პროფესიით პრაქტიკაც გავიარე, მაგრამ ერთ დღეს, სრულიად შემთხვევით, მარკეტინგის სფეროში აღმოვჩნდი.
კარიერა „ნატახტარიდან“ დავიწყე. ალბათ, გახსოვთ მათი კამპანია „აქციე იდეა ფულად“, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლო სცენარის წარდგენა სარეკლამო კლიპისთვის, გამარჯვებული სცენარის ავტორი კი ათასლარიან პრემიას მიიღებდა. მეც გავაგზავნე სცენარი, რომელიც იმდენად მოეწონათ, რომ დამიკავშირდნენ და რეკლამის ფსიქოლოგად შემომთავაზეს მუშაობა. ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული სამსახური, რომლის წყალობითაც საინტერესო საზოგადოება გავიცანი და დიდი გამოცდილება შევიძინე. „ნატახტარის“ შემდეგ იყო „თიბისი ბანკი“, ქართული სატელეფონო კომპანია GTC (Hi line), Happy (Adv), ITD Holding... მოკლედ, ბევრი ვიარე, ვიდრე ჩემს თავს აღმოვაჩენდი და ასე მოვედი საკუთარ კომპანიამდე.


- როგორ გაჩნდა სარეკლამო კომპანია „ლემონსის“ შექმნის იდეა?
- საკუთარი კომპანიის შექმნა 2011 წელს გადავწყვიტე და ამ იდეის რეალიზებას 15-კაციანი გუნდით, ყოველგვარი ფინანსური კაპიტალის გარეშე შევეჭიდე. ეს უფრო პასუხისმგებლობა იყო, ვიდრე ბიზნესის წყურვილი - პასუხისმგებლობა საკუთარი თავისა და 15 ოჯახის წინაშე. თანხები რომ დაგვეზოგა, ყველაფერს საკუთარი ხელით ვაკეთებდით, მაგიდები თავად ავაწყვეთ, კომპიუტერები მეგობარმა მათხოვა... მოკლედ, დღეს რომ „ლემონსი“ არსებობს, სწორედ ამ გუნდურობის დამსახურებაა.

- რა არის „ლემონსის“ ძირითადი მიზანი და პრიორიტეტები?
- თავიდან  მხოლოდ ვებსაიტების დამზადებაზე ვმუშაობდით, დღეს კი არ არსებობს სფერო, რომელსაც ვერ ავითვისებთ - სარეკლამო რგოლის გადაღება, პოლიგრაფიული მომსახურება, ინტერნეტმარკეტინგი, მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება. უკვე შემიძლია, თამამად განვაცხადო, რომ „ლემონსი“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა, რომელსაც კონკურენტებისგან მენეჯერული და ორგანიზაციული კულტურა გამოარჩევს. 



- როგორია თქვენი დღის რეჟიმი?
- გიჟური სამუშაო რეჟიმი მაქვს. არ მახსენდება დღე, როცა მობილურზე 100 ზარზე ნაკლები შემოსულა, ამას დამატებული მეილები, ფეისბუკმიმოწერა და ამის ფონზე პროექტების დაგეგმარება, დამუშავება, თანამშრომლებზე დავალებების გადანაწილება, დღის და კვირის გეგმის შედგენა. ასეთი დატვირთული რეჟიმის გამო პირადი ცხოვრებისთვის დრო თითქმის არ მრჩება, მაგრამ ვცდილობ, კვირა დღე მაინც გავატარო მეუღლესთან და შვილებთან ერთად.

- რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?
- წარმატების მზა რეცეპტი არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, დროსა და სივრცეში საკუთარი თავი აკონტროლო. ამიტომ ყოველთვის მაქვს გაწერილი გეგმა, როდის რა უნდა ვაკეთო.

დღის ჰოროსკოპი

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

რომელია საუკეთესო ასაკი ქორწინებისთვის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ყველა ადამიანი ეძებს პარტნიორს, რომელთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებს. ზოგიერთი კი ამას ძალიან ადრეული ასაკიდან იწყებს...
საკნატუნო ამბები

ფრთხილად! საოცრად ამაღელვებელი შიშველი სხეული (11 ფოტო)

სანკტ-პეტერბურგელი ფოტოგრაფის მიხაილ კოვალენკოს ნამუშევრები განსაკუთრებით მამრობითი სქესის მკითხველებს დააინტერესებთ! 
დღის ჰოროსკოპი

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 აპრილს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

6 ფილმი სიყვარულის მაგიაზე

რამდენიმე ისტორია იმის შესახებ, როგორ აქცევს სიყვარული ცხოვრებას ზღაპრად...
ამბები

წლინახევრის სესეს სიცოცხლისთვის ბრძოლისთვის საზოგადოების დახმარება სჭირდება

წლინახევრის სესე ბეგიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. რამდენიმე დღის წინ მას თბილისში კლებსიელას ბაქტერია, პნევმონია და სეფსისი დაუდგინეს.
დღის ჰოროსკოპი

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ღუმელში გამომცხვარი ქათმის ბარკლები

როცა მთელი ოჯახი გყავთ გამოსაკვები და სადილის მოსამზადებლად დრო არ გაქვთ, სცადეთ...
საკნატუნო ამბები

მილიონი მოწონება: ვარსკვლავების შიშველი ფოტოები ინსტაგრამზე: (+18)

კონფიდენციალურობა? არა, არ ვიცით! ეს ვარსკვლავები მოუღალავად ავრცელებენ საკუთარი შიშველი სხეულის ფოტოებს ინტერნეტსივრცეში. რას არ გააკეთებ, მილიონი „ლაიქისთვის?!“
დღის ჰოროსკოპი

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?