„ასეთი სტანდარტებისა და ზომის აუზი თბილისში ერთადერთია!“

PR კლუბი

11 ივლისი 16:00, 2016 წელი

პიარკლუბის სტუმარია სპორტული კომპლექსის „ახალი თბილისის“ ტერიტორიაზე მდებარე „ოლიმპიური აუზის“ პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი გვანცა ბახტაძე.


- რა პროფესიის ხართ?

- ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, მაგრამ პირველივე ლექციაზე მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო და მეორე სემესტრიდან სწავლა მარკეტინგის მიმართულებით გავაგრძელე. დღემდე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით, მაშინ სწორი არჩევანი გავაკეთე.

- აქ მოსვლამდე რას საქმიანობდით?
- მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც მუშაობა დავიწყე ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში - თავიდან გაყიდვების მენეჯერის, შემდეგ კი მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. სარეკლამო სააგენტოს შემდეგ ძალიან საინტერესო სამსახური მქონდა - ვმუშაობდი სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „პეპელაში“, მარკეტინგის მენეჯერად. სათამაშოებიდან კი პირდაპირ „ოლიმპიურ აუზზე“ მოვხვდი.

- რამდენი ხანია, რაც ამ გუნდის წევრი ხართ?
- „ოლიმპიურ აუზს“, ანუ შპს „სპორტმშენსერვისს“ 2016 წლის აპრილიდან შემოვუერთდი, თუმცა თავად აუზი 2015 წელს აშენდა, თბილისში ჩატარებული ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში. 2016 წლის ივნისში კი პირველად გავხსენით სეზონი დამსვენებლებისთვის.

- რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს და რა სიახლეები გაქვთ ამ სეზონზე?
- იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი სტანდარტებისა და ზომის აუზი თბილისში ერთადერთია, მომხმარებელს საკმაოდ მრავალფეროვან და საინტერესო მომსახურებას ვთავაზობთ. ჩვენთან არის ცურვის შემსწავლელი ჯგუფები და აკვა აერობიკა, როგორც ბავშვებისთვის, ისე დიდებისთვის. ცურვისა და რუჯის მოყვარულებისთვის შექმნილია მაქსიმალურად მშვიდი და კომფორტული გარემო. გარდა ამისა, ჩვენი ვიზიტორი მამაკაცებისთვის სრული კომფორტის შესაქმნელად დავამატეთ ახალი სერვისი - აუზზე დავამოტაჟეთ დიდი მონიტორი, სადაც ფეხბურთის მოყვარულებს შეუძლიათ ევროპის ჩემპიონატის მატჩების ყურება.

- თანამშრომლობთ თუ არა სპორტულ ფედერაციებთან?
- როგორც მოგეხსენებათ, ოლიმპიური აუზი თბილისში ჩატარებული ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში გაიხსნა. წელს, სეზონის გახსნიდან ძალიან მალე აქ ჩატარდა მინიწყალბურთში ზურაბ სახელაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი „ზუკას თასი“. მოკლედ, ოლიმპიური აუზი ყოველთვის მზად არის, უმასპინძლოს როგორც სპორტულ ჯგუფებს, ისე სპორტულ ღონისძიებებს და მათთვის სპეციალური ფასდაკლებებიც გვაქვს გათვალისწინებული.

- თავად თუ ხარ ოლიმპიური აუზის სერვისების მომხმარებელი?
- გახსნის დღიდან ოლიმპიური აუზის კლუბის წევრი და ჩვენი სერვისების აქტიური მომხმარებელი ვარ. ერთი სული მაქვს ხოლმე, მალე მოვიდეს შაბათ-კვირა, რათა აუზს სტუმრის სტატუსით ვეწვიო. გარდა იმისა, რომ ეს რელაქსაციისა და დასვენების შესანიშნავი საშუალებაა, მომხმარებლების მოსაზრებების გაგებაშიც მეხმარება. მინდა, გითხრათ, ძალიან ბევრი რამ შევცვალეთ და გავაკეთეთ იმის გათვალისწინებით, რასაც აუზზე ვისმენ, როგორც რიგითი სტუმარი. ეს ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც მართლა ძალიან ეფექტურად მუშაობს და საქმის სწორად წარმართვაში გვეხმარება.

დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

„ქალები დილის 10 საათამდე“

სენსაციური ფოტოპროექტი, რომელიც ქალის ნამდვილ სილამაზეს ეძღვნება და რომელმაც ფრანგ ფოტოგრაფს ვერონიკა ვიალს საოცარი პოპულარობა მოუტანა. 
საკნატუნო ამბები

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს

ექსპერტებმა დაადგინეს 5 მიზეზი, რომელთა მიხედვითაც ქალებმა უმჯობესია, სექსზე უარი თქვან.
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ამ კომპანიაში არ არის აუცილებელი, იყო ვიღაცის ნათესავი, მთავარია, იშრომო შენი მიზნისთვის“

23 წლის ანანო სოხაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში ის  დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. ანანო თავად მოგვიყვება, რა ეტაპები გაიარა კომპანიაში მოხვედრამდე.
FUN-ტესტი

აირჩიეთ ზედმეტი ფიგურა

ეს უჩვეულო ტესტი დაგეხმარებათ, საკუთარი ხასიათის იდუმალი მხარეები გახსნათ...
საკნატუნო ამბები

როგორ უკავშირდება სექსის სურვილი ხორცის ჭამის სურვილს?

„კაცებს, რომლებიც სიამოვნებით კავდებიან სექსით, უფრო მეტად უყვართ ხორცი“. მართალია, გრილის მწარმოებელი სარეკლამო სლოგანივით ჟღერს, თუმცა, ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი სექსსა და ხორცის ჭამის სურვილს შორის.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ფილე რძეში

თუ აქცენტს ჯანსაღ კვებაზე აკეთებთ და არა დიეტებზე, რძეში მოხარშული ქათმის ფილე აუცილებლად დააგემოვნეთ.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

1980-90-იანი წლები - ქალის სხეული სილიკონის გარეშეც ულამაზესია

ეს იყო პერიოდი, როცა ვარსკვლავები ასე მასობრივად არ იყვნენ გატაცებულნი პლასტიკური ქირურგიით. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ...