ანა გელბახიანი: „ბედნიერი ადამიანი ვარ, „ფარმადეპოში“ რომ მოვხვდი!“

PR კლუბი

25 ივლისი 22:00, 2016 წელი

დღევანდელი პიარკლუბის სტუმარია ფარმაცევტული კომპანია „ფარმადეპოს“ პიარისა და ონლაინკომუნიკაციების მენეჯერი ანა გელბახიანი.


- „ფარმადეპოში“ რა გამოცდილებით მოხვედით?

- პირველი სამსახური სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ დავიწყე, შემდეგ, როდესაც ჯანმრთელობისა და ქონების დაზღვევები გაიყო და ჯანმრთელობის დაზღვევა ბაზარზე „იმედი L“-ის სახელით „გამოვიდა“, სამუშაოდ „იმედი L“-ში გადავედი, პიარისა და მარკეტინგის გუნდში, სადაც ჩემს ძირითად მოვალეობას ონლაინმედიაარხების მართვა წარმოადგენდა.

- რამდენი ხანია, რაც „ფარმადეპოს“ გუნდს შემოუერთდით?
- „ფარმადეპოს“ გუნდს 2015 წლის ნოემბერში შემოვუერთდი და ონლაინმედიაარხების მართვა ამ კომპანიაშიც ჩემი ერთ-ერთი მოვალეობაა, თუმცა პარალელურად საზოგადოებასთან ურთიერთობა და შიდა პიარიც მევალება.

- რთული ხომ არ იყო ერთდროულად ამდენი ფუნქციის შეთავსება?
- გამოგიტყდებით, თავიდან ძალიან გამიჭირდა... მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიაში საკმაოდ კარგი გამოცდილებითა და კონკრეტული მიზნებით მოვედი. საქმე ის არის, რომ საცალო ქსელში მუშაობა სრულებით განსხვავდება იმისგან, რაც აქ მოსვლამდე მიკეთებია - სადაზღვევო ბაზარი საერთოდ განსხვავებულია, აქტივობების განხორციელებასაც იქ სრულებით განსხვავებული ტემპით ვგეგმავდით... ყველაზე დიდი სირთულე კი იყო ის, რომ რამდენიმე, სრულიად განსხვავებული მიმართულებით უნდა მემუშავა - საზოგადოებასთან ურთიერთობა, პიარპროექტები, შიდა პიარი, ამას დამატებული ციფრული პროექტების მართვა და სოციალური ქსელები... მოკლედ, სხვა კომპანიებში თუ ამ პოზიციებზე სხვადასხვა სპეციალისტი ჰყავთ, „ფარმადეპოში“ ეს ყველაფერი ჩემს კომპეტენციაშია.

- ამ ყველაფერს როგორ გაუმკლავდით?
- პირველ რიგში, საკუთარ თავს შთავაგონე, რომ არაფრის შიში არ უნდა მქონოდა, შემდეგ კი ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ დავგეგმე - გამოვყავი დრო შიდა პროექტებისა და ონლაინპროექტებისთვის, ხოლო ყველა ის პროექტი, რაც გზადაგზა შემხვდა, ვეცადე, თანმიმდევრულად მეკეთებინა. ბედნიერი ადამიანი ვარ, „ფარმადეპოში“ რომ მოვხვდი, რადგან ასეთ დიდ გამოცდილებას, თანაც ერთდროულად სამ სფეროში, სხვა სამსახურში ვერასოდეს მივიღებდი.

- კომპანიის შესახებ რას გვეტყვით?
- „ფარმადეპო“ ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახლავთ და ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებს შორის. ჩვენ ფარმაცევტული ბაზრის საკმაოდ დიდ წილს ვფლობთ. ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით120 აფთიაქით ვართ წარმოდგენილი . 
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „ფარმადეპო“ მაქსიმალურად ზრუნავს მომხმარებელზე - მაღალი ხარისხის მედიკამენტებითა და პარაფარმაციით, გულისხმიერი მომსახურებითა და  სხვადასხვა ტიპის აქციებით... გარდა ამისა, აქ შესანიშნავი გარემო და გუნდია, რომლის წევრებიც ერთმანეთს მაქსიმალურად უდგანენ გვერდში.

დღის ჰოროსკოპი

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

რომელია საუკეთესო ასაკი ქორწინებისთვის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ყველა ადამიანი ეძებს პარტნიორს, რომელთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებს. ზოგიერთი კი ამას ძალიან ადრეული ასაკიდან იწყებს...
საკნატუნო ამბები

ფრთხილად! საოცრად ამაღელვებელი შიშველი სხეული (11 ფოტო)

სანკტ-პეტერბურგელი ფოტოგრაფის მიხაილ კოვალენკოს ნამუშევრები განსაკუთრებით მამრობითი სქესის მკითხველებს დააინტერესებთ! 
დღის ჰოროსკოპი

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 აპრილს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

6 ფილმი სიყვარულის მაგიაზე

რამდენიმე ისტორია იმის შესახებ, როგორ აქცევს სიყვარული ცხოვრებას ზღაპრად...
ამბები

წლინახევრის სესეს სიცოცხლისთვის ბრძოლისთვის საზოგადოების დახმარება სჭირდება

წლინახევრის სესე ბეგიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. რამდენიმე დღის წინ მას თბილისში კლებსიელას ბაქტერია, პნევმონია და სეფსისი დაუდგინეს.
დღის ჰოროსკოპი

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ღუმელში გამომცხვარი ქათმის ბარკლები

როცა მთელი ოჯახი გყავთ გამოსაკვები და სადილის მოსამზადებლად დრო არ გაქვთ, სცადეთ...
საკნატუნო ამბები

მილიონი მოწონება: ვარსკვლავების შიშველი ფოტოები ინსტაგრამზე: (+18)

კონფიდენციალურობა? არა, არ ვიცით! ეს ვარსკვლავები მოუღალავად ავრცელებენ საკუთარი შიშველი სხეულის ფოტოებს ინტერნეტსივრცეში. რას არ გააკეთებ, მილიონი „ლაიქისთვის?!“
დღის ჰოროსკოპი

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?