ირინა ქომეთიანი: „უცხოეთში მოგზაურობის დროსაც ელექტროგადამცემ ანძებს ვაკვირდები...“

PR კლუბი

4 იანვარი 22:00, 2017 წელი

„უზომოდ ამაყი ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ასეთ მნიშვნელოვან ამბებში მცირედი წვლილი მეც მიმიძღვის, თუნდაც იმით, რომ საზოგადოებას ვამცნობ ამ ყველაფერს“, - ამბობს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი ირინა ქომეთიანი, რომელიც დღეს PR-კლუბის სტუმარია.

- „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ რა გამოცდილებით დაიწყეთ მუშაობა?
- დავამთავრე ჰუმანიტარული ფაკულტეტი ქართული და გერმანული ენის სპეციალობით. ჩემი სამუშაო გამოცდილება სტუდენტობიდანვე იწყება - მქონდა კერძო გაკვეთილები მოსწავლეებთან, ვმუშაობდი საბანკო სფეროში, კერძო ბიზნესში, ლიტვურ კომპანიაში პროექტების მართვის მენეჯერად, ენერგეტიკულ კომპანიაში ადმინისტრაციულ მენეჯერად... ყოველთვის ისეთ პოზიციაზე მომიწია ყოფნა, რომელიც ადამიანებთან ურთიერთობისთვის განსაკუთრებულ უნარებს საჭიროებდა. ზოგადად, მიყვარს ადამიანები, მათთან ურთიერთობა, მაგრამ მხოლოდ ჩემი კომუნიკაბელურობა არ იყო საკმარისი, მივხვდი, უფრო მეტი მინდოდა და მჭირდებოდა. ამიტომ ჩავაბარე ჯიპაში, მაქვს მაგისტრის ხარისხი საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტში, ახლა კი დოქტორის ხარისხისთვის ვიღვწი.


- „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გუნდს როდის შემოუერთდით?
- მაგისტრატურის პირველივე კურსზე დავიწყე მუშაობა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში,  კომპანიაში, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის გადაცემა-დისპეტჩერიზაციას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა, მივდიოდი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ენერგეტიკულ კომპანიაში. ძალიან გამიმართლა, მოვხვდი გუნდში, სადაც თითოეული თანამშრომელი მუდმივად და პროფესიონალურად ზრუნავს ერთმანეთისა და ქვეყნის განვითარებაზე. 



- რა განაპირობებს თქვენს წარმატებას?
- ვფიქრობ, ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის წარმატებას, პირველ რიგში, საქმისადმი სიყვარული განაპირობებს. უცხოეთში მოგზაურობის დროსაც კი გულდასმით ვაკვირდები ელექტროგადამცემ ანძებს.


- თავისუფალი დრო თუ გრჩებათ?
- თავისუფალი დროით დიდად განებივრებული არ ვარ, მაგრამ როცა მრჩება, ჩემს 11 წლის შვილთან, საბასთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად ვატარებ. მიყვარს გემოვნებიანი მუსიკა, კინოხელოვნება და მოგზაურობა.

დღის ჰოროსკოპი

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

რომელია საუკეთესო ასაკი ქორწინებისთვის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ყველა ადამიანი ეძებს პარტნიორს, რომელთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებს. ზოგიერთი კი ამას ძალიან ადრეული ასაკიდან იწყებს...
საკნატუნო ამბები

ფრთხილად! საოცრად ამაღელვებელი შიშველი სხეული (11 ფოტო)

სანკტ-პეტერბურგელი ფოტოგრაფის მიხაილ კოვალენკოს ნამუშევრები განსაკუთრებით მამრობითი სქესის მკითხველებს დააინტერესებთ! 
დღის ჰოროსკოპი

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 აპრილს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

6 ფილმი სიყვარულის მაგიაზე

რამდენიმე ისტორია იმის შესახებ, როგორ აქცევს სიყვარული ცხოვრებას ზღაპრად...
ამბები

წლინახევრის სესეს სიცოცხლისთვის ბრძოლისთვის საზოგადოების დახმარება სჭირდება

წლინახევრის სესე ბეგიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. რამდენიმე დღის წინ მას თბილისში კლებსიელას ბაქტერია, პნევმონია და სეფსისი დაუდგინეს.
დღის ჰოროსკოპი

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ღუმელში გამომცხვარი ქათმის ბარკლები

როცა მთელი ოჯახი გყავთ გამოსაკვები და სადილის მოსამზადებლად დრო არ გაქვთ, სცადეთ...
საკნატუნო ამბები

მილიონი მოწონება: ვარსკვლავების შიშველი ფოტოები ინსტაგრამზე: (+18)

კონფიდენციალურობა? არა, არ ვიცით! ეს ვარსკვლავები მოუღალავად ავრცელებენ საკუთარი შიშველი სხეულის ფოტოებს ინტერნეტსივრცეში. რას არ გააკეთებ, მილიონი „ლაიქისთვის?!“
დღის ჰოროსკოპი

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?