მერაბი და სოფია - სიყვარული, რომელმაც დიდი გამოცდა გაიარა

ქორწილი

15 აპრილი 20:00, 2017 წელი

მერაბ ამზოევი და მისი მეუღლე სოფია ქავთარაძე „X ფაქტორიდან“ უკვე გაიცნო ქართველმა საზოგადოებამ, ჩვენ კი მოგიყვებით ამ ლამაზი წყვილის თავგადასავალს, რომელიც დიდი ვნებით და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, განშორების ტკივილით არის სავსე...

დღის დედოფალია 23 წლის სოფია ქავთარაძე.


სიძე - 25 წლის მერაბ ამზოევი.


ერთმანეთი კოლეჯში გაიცნეს. მერაბი შოუბარმენობას ეუფლებოდა, სოფია კი სასტუმროს საქმეს სწავლობდა, თუმცა ერთი წელი ისე გავიდა, ერთმანეთისთვის სიტყვა არ უთქვამთ. არც მერაბი დგამდა პირველ ნაბიჯს და არც სოფია, მაგრამ ორივე დანახვისთანავე მიხვდა, რომ თავისი ადამიანი იპოვა.


ამასობაში ახალი წელიც მოახლოვდა. საახალწლოდ შოუს დგამდნენ კოლეჯში და მერაბს სთხოვეს, წვეულებაზე გიტარით ემღერა.
ერთ დღესაც კოლეჯში მისულ სოფიას მერაბი გიტარით ხელდამშვენებული დახვდა, რეპეტიციას გადიოდა. გვერდით რომ ჩაუარა, უცებ ხმა შემოესმა: „არ გინდა, მე და შენ საახალწლო სიმღერა დუეტში ვიმღეროთ?“ გაოგნებული სოფია მიუბრუნდა და ცოტა ყოყმანის შემდეგ გვერდით მიუჯდა. ასე გაიცნეს ერთმანეთი.


მალევე მერაბმა კოლეჯის წვეულებაზე ერთად წასვლა შესთავაზა. სოფიას საკუთარი ხელით შეკერილი წითელი კაბა ეცვა.
ამ დღიდან დაიწყო ხშირი შეხვედრები, სეირნობები, თუმცა სიყვარულზე ხმა დიდხანს არც ერთს დასცდენია. ყველაფერი თანდათან და თავისთავად მოხდა. „მიყვარხარ“ არ უთქვამთ ერთმანეთისთვის. ერთხელაც კინოში დაპატიჟა ბიჭმა გოგო და პირველად აკოცა. 


რამდენიმე თვეში სოფია კვიპროსში გაემგზავრა ერთ-ერთ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. დათქვეს, რომ 20 დღეში უკან დაბრუნდებოდა, თუმცა დედამ, რომელიც მათი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, გოგო საქართველოში აღარ გამოუშვა. კონტაქტს მიმოწერით აგრძელებდნენ, მაგრამ ამ მანძილზე ურთიერთობის შენარჩუნება რთული აღმოჩნდა და ნახევარი წლის შემდეგ მათი ურთიერთობა გაწყდა.  


2 წლის შემდეგ სოფია კვიპროსში დაინიშნა, ნიშნობის ფოტოები კი სოციალურ ქსელში ატვირთა. მართალია, ჯერკიდევ მერაბი უყვარდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ მათ ურთიერთობას გაგრძელება ვეღარ ექნებოდა და გადაწყვიტა, კვიპროსელი ფეხბურთელისთვის შანსი მიეცა.
მერაბმა ეს რომ გაიგო, აღარ დააყოვნა, კვიპროსში ჩაფრინდა და... უკან სოფიასთან ერთად დაბრუნდა.


მალევე საქართველოში იქორწინეს და თავგადასავლებით სავსე მათი ზღაპარიც ბედნიერად დასრულდა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?