...როცა გინდა, სულ შენს სიყვარულზე ილაპარაკო

ქორწილი

22 ივლისი 20:00, 2017 წელი

ქორწილს ძალიან დიდხანს გეგმავდნენ და იმ დღემ თითქოს წამში გაიარა. ამ ყველაფრის განმეორება რომ შეიძლებოდეს, დაუსრულებლად გადაახვევდნენ დროს უკან.

დღის დედოფალია 26 წლის ნინო მეტრეველი, საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი.
სიძე - 28 წლის ვახო შამათავა, იურისტი.


გაცნობის პირველივე წუთიდან მიხვდნენ, რომ ერთმანეთის ცხოვრებაში დიდხანს დარჩებოდნენ. ურთიერთობა მეგობრობით დაიწყეს, თუმცა თანდათან ყველაფერი სახეს იცვლიდა.
ვახოს ნინოსთვის სიყვარული არ აუხსნია, უბრალოდ, ყოველდღე უმეორებდა: „ნინო, მე შენ ძალიან შემიყვარდები“.


საერთო ბევრი აქვთ, მაგრამ, პირველ რიგში, საქმე აერთიანებთ. ერთ სფეროში მუშაობენ და სასაუბრო თემაც არასდროს ელეოდათ. შემდეგ თანდათან ოჯახის წევრების, მეგობრების, პირადი ცხოვრების შესახებ დაიწყეს მოყოლა და გრძნობდნენ, რომ ერთმანეთის მიმართ სულ უფრო სუბიექტურები ხდებოდნენ.


მათ ცხოვრებაში სპონტანურად არაფერი ხდება. მომავლის დაგეგმვა დიდ სიამოვნებას ანიჭებთ.
ოჯახის შექმნა 2016 წლის ზაფხულში გადაწყვიტეს და ნიშნობა ბაკურიანში გადაიხადეს, იქ, სადაც დაიბადა და გაიზარდა ნინო.
საკმარისი დრო და ენერგია ჰქონდათ იმისთვის, რომ ყველაფერი წინასწარ დაეგეგმათ და ყველაფერი ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორც წარმოედგინათ.


ნიშნობას ქორწილის 6-თვიანი სამზადისი მოჰყვა, რომელიც მეგობრების დახმარებით სრულიად გამორჩეული გამოვიდა.
ქორწილის დღე განსაკუთრებული იყო: ბევრი ბედნიერი სახე, ემოციებისგან დაღლილი სტუმრები, ბევრი სიცილი სიძის ცეკვაზე და ბევრი ცრემლი ჯვრისწერაზე. ნინო და ვახო თითოეული წუთით ხარობდნენ და ცდილობდნენ, ეს უბედნიერესი მომენტები მეხსიერებაში ღრმად ჩაებეჭდათ.


 


 


 


 


 

დღის ჰოროსკოპი

25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ფიტნეს-ნაყინი ავოკადოსგან

თუ დიეტაზე ხართ და საშინლად გენატრებათ ნაყინი, გასინჯეთ ეს დაბალკალორიული გემრიელობა.
დღის ჰოროსკოპი

24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

მამაკაცურობის ეტალონი 100 წლის განმავლობაში

ყველა ეპოქას შეფასების განსხვავებული კრიტერიუმები აქვს და სხვადასხა დროს სხვადასხვა გარეგნობის მამაკაცები სარგებლობდნენ პოპულარობით.
საკნატუნო ამბები

ცხოვრება კაცის გარეშე: სრული სიმართლე ქალურ შიმშილზე

მარტოხელა ქალების რიცხვი ყოველწლიურად იმატებს. ვიღაც დაიღალა იმ ადამიანთან ცხოვრებით, ვინც არ უყვარს, ვიღაც ჯერაც ვერ შეხვდა საოცნებო მამაკაცს, ხოლო ზოგს წარუმატებელი ქორწინების გამოცდილება აქვს.
დღის ჰოროსკოპი

23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

11 სერიალი, სანამ „სამეფო კარის თამაშების“ ფინალურ სეზონს ელოდებით

თუ „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონის დაწყებას მოუთმენლად ელით და არ იცით, დრო როგორ გაიყვანოთ, ინტრიგებით, შეთქმულებებით, ბრძოლებითა და ჩახლართული სასიყვარულო ისტორიებით მდიდარი ამ სერიალებიდან აირჩიეთ ერთ-ერთი და დრო შეუმჩნევლად გაირბენს...
ამბები

რომელი სმარტფონითაა გადაღებული ვიდეო, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა?

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ავტორის თქმით, ჯერ ბაზარზე არარსებული სმარტფონითაა გადაღებული. თუმცა არსებობს მოსაზრება და ეჭვები, რომ ვიდეოკადრები სწორედ იმ სმარტფონითაა გადაღებული, რომელსაც მსოფლიო დიდი ინტერესით ელის!
ამბები

„თეგეტა შენთან ერთად განათლებისთვის“ - კომპანიის ახალი პროექტი

თეგეტა მოტორსის ახალი კამპანია „თეგეტა შენთან ერთად“ გულისხმობს კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებას, რომელიც საქართველოში ავტოინდუსტრიის განვითარებას ისახავს მიზნად.
დღის ჰოროსკოპი

22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ბოსტნეულის კატლეტი - დაბალკალორიული და ჯანსაღი საკვები

ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო - ჯანსაღი კვების ორი „დედოფალი“. დანარჩენი კომპონენტები კი მათ ნაზ სტრუქტურასა და დიდებულ გემოს უსვამს ხაზს.