დღის დედოფალია 27 წლის ნინო დანელია-ჭუმბურიძე, პროფესიით იურისტი.
სიძე - 34 წლის დავით ჭუმბურიძე, პოლიტოლოგი.
ნინი, საქართველოს შემდეგ, სხვადასხვა დროს რუსეთსა და უკრაინაში ცხოვრობდა. დათო - იტალიაში, მაგრამ ბედისწერამ ისინი სამშობლოში შეახვედრა ერთმანეთს.
სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი...
ნინი უკრაინიდან სულ რამდენიმე თვის ჩამოსული იყო.
სამსახურის ძიებით გართულს ერთ დღესაც სამშენებლო კომპანიიდან დაურეკეს და იურისტის პოზიციაზე გასაუბრებაზე დაიბარეს.
ამ კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი დავითია.
იქიდან დაიწყო ყველაფერი...
„ვერც ერთი ვერ აღვწერთ სიტყვებით ჩვენი პირველი შეხვედრის განცდებს“, - ასე უყვებოდა ნინი დაქალებს, - „ვიგრძენი, რომ მე ის ვიპოვე, ჩემი პირველი და ერთადერთი სიყვარული“.
ნინის მეგობრებიც თანდათან რწმუნდებიან, რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება.
„ვინც წრფელი გულით და წმიდა სულით ცხოვრობს, დადგება დღე, მას ეს დაუფასდება“, - ეს ნინის სიტყვებია, რაც დაქალებისთვის არაერთხელ უთქვამს.