ავტოკოსმეტიკა და მისი გამოყენების წესები

რჩევები ავტომოყვარულებს

25 ნოემბერი 22:00, 2016 წელი

ავტომობილის მოვლას ყველა ავტომფლობელი თავისებურად აღიქვამს. მძღოლების უმეტესობას მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ ტექნიკულ ნაწილზე ზრუნვას ან ძარის რეცხვას, მაგრამ ასე არ არის. დღეს ავტომობილის სალონის მოვლაზე გვესაუბრება „თეგეტა მოტორსის“ სერვისების განვითარების უფროსი ლაშა ნარუსაშვილი.

დღეს შევეცდებით, აგიხსნათ, თუ რას გულისხმობს სალონის მოვლა და როგორ მოვახერხოთ ეს დამოუკიდებლად, საკუთარი ხელით. 

ხშირად მძღოლები ავტომობილის სალონის სავარძლებს შალითებს აკრავენ, თუმცა შალითა სისუფთავის პანაცეა არ არის და უმეტეს შემთხვევაში, მათი გამოყენება სავარძლების დაზიანებასა და გაჭუჭყიანებას კიდევ უფრო აჩქარებს.


ზოგადად, ავტომობილის სალონი, რა თქმა უნდა, უმჯობესია, დაბინძურებისთანავე გასუფთავდეს.  სავარძლებზე დაყრილი ნაფხვენები და დაქცეული ტბილი სითხე უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ, რადგან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ავტომობილში სპეციფიკური სუნი დგება და ლაქების ამოყვანაც გაცილებით რთულდება.


თანამედროვე ავტომობილებს ორი ტიპის სალონი აქვს: ტყავის და ნაჭრის.


ტყავის სალონის მოვლა
თუ გსურთ, თქვენი ავტომობილის სალონმა პირვანდელი სახე დიდხანს არ დაკარგოს, აუცილებელია, თუნდაც თვეში ერთხელ მისი გაწმედა სპეციალური საშუალებებით.
დროთა განმავლობაში ტყავის სავარძლებზე ნახეთქები და ლაქები ჩნდება. მსგავსი პრობლემის თავიდან ასაცილებლად ხარისხიანი ზეთი და სპეციალური კრემები გამოგადგებათ.
სანამ ტყავის დამუშავებას დაიწყებთ, არ დაგავიწყდეთ ზედაპირიდან ცხიმის მოშორება, რაშიც სპეციალური სპრეი დაგეხმარებათ, რომელიც ცხიმს ეფექტურად აშორებს და ფორებს ხსნის. სპრეის მოსხმის შემდეგ ტყავი კრემს გაცილებით უკეთ შეიწოვს, ხოლო მასზე „მოლიპულობის“ ეფექტი ნაკლებად შესამჩნევი ხდება.
ტყავის სალონს ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობაც აზიანებს. ამის თავიდან ასაცილებლად ტაყვი უნდა დამუშავდეს სპეციალური მკვებავით (თუმცა, სპეციალური მკვებავით სარგებლობა სასურველია ზაფხულში, რადგან გარკვეული დრო სჭირდება იმას, რომ ტყავმა მკვებავი მასა კარგად შეიწოვოს). ტყავის სალონის გასაწმენდად მკვებავის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის გამწმენდ თვისებებს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მკვებავი საშუალება ტყავის ზედაპირს არბილებს, ამიტომ მისი ხშირად მოხმარება რეკომენდებული არ არის.


ნაჭრის სალონის მოვლა
ნაჭრის სალონის მოსავლელად ყველაზე ეფექტური საშუალება, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, მტვერსასრუტია და ეს გადაჭარბებული ნათქვამი ნამდვილად არ არის.
ტყავისგან განსხვავებით, ნაჭრის ძირითადი ნაკლი მტვრის დაგროვებაა.
რა თქმა უნდა, ნაჭრის სალონის გასაწმენდად უამრავი საშუალება არსებობს, რომელთა ძირითადი დანუშნულება ნაჭრიდან მტვრის მაქსიმალურად ამოღებაა, თუმცა ამ პროცედურის შემდგომ მტვერსასრუტით სარგებლობა მაინც აუცილებელია.
სასურველია, ნაჭრის სალონი ქაფიანი ხსნარით თვეში ერთხელ მაინც გაიწმინდოს, თუმცა ზედმეტად დასველება საჭირო არ არის, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლოა, ლაქები გაჩნდეს. თავისთავად, ამ პროცედურის ჩატარება აუციელებლია მტვერსასტურით გაწმენდის შემდეგ.
თუკი ლაქები მაინც გაჩნდა, მათ მოშორებაში სპეციალური საშუალებები დაგეხმარებათ, რომლებიც განკუთვნილია ხალიჩების საწმენდად. როგორც წესი, ამგვარ საშუალებებს ქაფის შემადგენლობა გააჩნია.


ინტერიერის დეტალები
ავტომობილის სალონში ინტერიერის დეტალები სხვადასხვა ტიპის პლასტიკატისგან არის დამზადებული. მათ გასაწმენდად ყველაზე ეფექტურია სპეციალური სპრეები, რომელთა შემადგენლობაში სპირტის შემცველობა მინიმუმამდეა დაყვანილი ან სპირტს საერთოდ არ შეიცავს. სპირტი პლასტიკატს აზიანებს და მას პრეზენტაბელურობას უკარგავს.
ხარისხიანი პრეპარატები პლასტიკატის ზედაპირს დაზიანებისგან (დაწვისგან და მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან) იცავს. ამასთან, მათში ანტისტატიკური ნივთიერებებია, რაც პლასტიკურ ზედაპირზე მტვრის დაგროვებას ამცირებს.
არ დაგავიწყდეთ, რომ დამცავი პრეპარატების წასმამდე ინტერიერის დეტალები საგულდაგულოდ გაწმინდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი შრომა წყალში ჩგეყრებათ.


კიდევ ერთი ადგილი, სადაც ბევრი მტვერი გროვდება, სავენტილაციო მილებია. როგორც წესი, მძღოლებს ამის შესახებ მაშინ ახსენდებათ, როდესაც  ძრავს მაქსიმალურ ბრუნზე ჩართავენ. მოხსენით დეფლექტორი ჰაერის გამწოვს და ფუნჯის დახმარებით მოაშორეთ მტვერი. ჰაერის გამწოვიდან მტვრის მოშორება შესაძლებელია სალონის ფილტრის შეცვლის დროსაც.

ავტომობილის იატაკი
იატაკს გარკვეულწილად იცავს რეზინის ხალიჩები, რომლებიც შედარებით მარტივი მოსავლელია, თუმცა იმ ადგილების გასაწმენდად, რომლებსაც ხალიჩები ვერ ფარავს, შეგიძლიათ, სახლის ხალიჩებისთვის ან სავარძლებისთვის განკუთვნილი, ლაქების ამომყვანი საშუალება გამოიყენოთ.  


ავტომობილის სალონის ჭერი
ჭერის მოსავლელად მხოლოდ და მხოლოდ სპეციალური გამწმენდი საშუალებები გამოიყენეთ. თუკი  მანქანის სალონის ჭერს, რომელიც თუნუქზე  შიდა ღრუბლით არის მიკრული, სავარძლის გამწმენდი საშუალებით გაწმენდთ, შეიძლება წებოვნება დაკარგოს, სხვადასხვა ადგილებში გამოიბეროს და ამას ვეღარაფრით ვუშველით. სავარძლის გამწმენდი საშუალებები გაცილებით ძლიერმოქმედია და ეს ბუნებრივიცაა, რადგან ავტომობილში სავარძლები გაცილებით უფრო მეტად ჭუჭყიანდება, ვიდრე ჭერი.


გახსოვდეთ:
თუკი ავტომობილის სალონი ძალიან დაბინძურებულია, მისი დამოუკიდებლად გასუფთავება მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. გაცილებით ეფექტურ მომსახურებას გაგიწევენ სპეციალურ სერვისცენტრებში, სადაც თქვენი ავტომობილის სალონის გასუფთავებაზე პროფესიონალები იზრუნებენ.  
 
სალონის გასაწმენდად, პროფესიონალური ავტო-ქიმიის ნაცვლად, არასდროს გამოიყენოთ საყოფაცხოვრებო ქიმია. შესაძლოა, საყოფაცხოვრებო ქიმიის დამხარებით სავარძლიდან ლაქა მარტივად ამოიყვანოთ, მაგრამ საკმარისია, გაწმენდილ ადგილს წყლის რამოდენიმე წვეთი მოხვდეს, რომ ლაქა კვლავ გამოჩნდება და შემდგომ მისი ამოყვანა გაცილებით გართულდება.

ავტოკოსმეტიკის გამოყენება - ეს მთელი მეცნიერებაა თავისი წესებით. ავტოკოსმეტიკის შერჩევის დროს დიდი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, გაითვალისწინოთ შემადგენლობა, ვადები, რომელი ტიპის ზედაპირისთვის არის მიზანშეწონილი, რამდენი წუთით უნდა გააჩეროთ სითხე სავარძლებზე და ა.შ.

ჩვენს მკითხველებს ვურჩევ, ისარგებლონ გერმანული წარმოების „სონაქსის“ ფირმის ავტოკოსმეტიკური საშუალებებით, რაც ავტომობილში სასიამოვნო ატმოსფეროს და კომფორტს უზრუნველყოფს.

„სონაქსის“ ფირმას ავტომობილის ნებისმიერი ტიპის ტექსტილის მოვლის მრავალფეროვანი არჩევანი აქვს.  „სონაქსის“ ფირმის ქიმიური საშუალებები იდეალურად ებრძვის სალონში არსებულ ჭუჭყს, ყველაზე რთულად მისაწვდომ ადგილებშიც კი (კუთხეებში, კიდეებში, საჰაერო ხვრელებში).
SONAX XTREME ფაქიზად და დელიკატურად ასუფთავებს ავტომობილის სავარძლებს, ხალიჩებს და, ასევე, მანქანის კარებისა და ჭერის ზედაპირს. სწრაფად და ეფექტურად აქრობს თამბაქოს, ცხოველისა და სხვა უსიამოვნო სუნს.

დაბოლოს: სისუფთავე არის არა იქ, სადაც ალაგებენ, არამედ იქ, სადაც არ აბინძურებენ! 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?