შეკითხვებით ავტოექსპერტ შალვა ოგბაიძეს მივმართეთ:
- რა არის ძრავის ზეთის მთავარი დანიშნულება?
- მისი მთავარი დანიშნულებაა, მოხახუნე ზედაპირებს შორის ხახუნით გამოწვეული ძალებისა და აქედან გამომდინარე, ცვეთის შემცირება. თანამედროვე ძრავა რთული საინჟინრო მოწყობილობაა. ეს არის საინჟინრო გენიის მინიშედევრი, სადაც სივრცეში ზეთის ფენაზეა დაკიდებული მუხლა ლივლი და ისე ტრიალებს, რომ არ ეხება მას. ეს პარადოქსია, მაგრამ ეს არის ფაქტი, როდესაც ზეთის მუხლა ლივლსა და სრიალის საკისარს შორის (კლადიშს) არის ზეთის ფენა და იმ ფენაში ტრიალებს ხახუნის გარეშე. ამიტომ ზეთს აქვს წაყენებული თვისება, რომ ის უნდა იყოს თხევად დენადი, რომ მოასწროს კარტერში ჩასვლა. ზეთის ფენა აფსკი არ უნდა გაწყდეს. ამას სწორედ, ზეთში არსებული სინთეტიკური დანამატები უზრუნველყოფს. ასევე, სხვა დანამატები, რომლებიც სხვადასხვა ქარხანადამამზადებლების ნოუ-ჰაუებს წარმოადგენს. ზოგადად, ზეთის ძირითადი დანიშნულებაა, გაუფრთხილდეს ძრავის მოხახუნე ელემენტებს.
- რამდენი სახის ზეთი არსებობს?
- მინერალური, ნახევრად სინთეტიკური და სრული სინთეტიკური ზეთები. წინა თაობის ავტომობილებში, ძირითადად, მინერალურ ზეთს მოიხმარდნენ. დღეს კი, პრაქტიკულად, ყველა მწარმოებელი სრულ სინთეტიკურ ზეთებზეა გადასული, რომლებსაც ზეთის მწარმოებელი სხვადასხვა კომპანიები ამზადებენ.
- როგორ უნდა შევარჩოთ ავტომობილის ძრავის ზეთი?
- ამას თვითონ ავტომობილის მწარმოებლები გვირჩევენ. თითოეულ ავტომობილს პასპორტში მითითებული აქვს, კონკრეტულად რომელი ზეთი ესაჭიროება.
ხშირად გვხვდება კასრში ჩასხმული ირანული და თურქული წარმოების ზეთები, რომელთაც სახელწოდება არ აქვს. ზეთის იმპორტიორები მას აფასოებენ და ის იქცევა „კასტროლად“, „შელად“, „ლუკოილად“ და ა.შ.
საუბარი მაქვს პატარა სერვისცენტრებზე. თუ ასეთ ზეთს მანქანათა ინსტიტუტში შეამოწმებინებთ, იოლად აღმოაჩენთ ფალსიფიცირებულ და ორიგინალ ზეთებს შორის განსხვავებას.
ამიტომ, გირჩევთ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ ზეთი არაფრისმთქმელი წარწერით და მოერიდოთ ზეთის ისეთ ადგილებში ჩასხმას, სადაც არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებენ პროდუქციაზე.
ზეთი უნდა ჩაასხათ მეტ-ნაკლებად ცნობილ ავტოსერვისებში, რომლებიც პასუხისმგებლობას იღებენ ხარისხზე.
- როდის იწყებს მანქანა ზეთის „ჭამას“...
- როგორც წესი, ავტომობილის არასწორი ექსპლუატაცია - მაგალითად, დაბალი ხარისხის საწვავი, ცივ ძრავაზე მანქანის დაძვრა, ბრუნვათა მაღალ რიცხვზე დიდხანს მუშაობა - აჩქარებს ბუნებრივ ცვეთას. რაც უფრო დიდია ბრუნვათა რიცხვი, მით უფრო ინტენსიურია ცვეთა.
გარდა ამისა, ზეთის ჭამას იწვევს გაგრილების სისტემის გაუმართაობა. როდესაც გაგრილების სისტემა 5 გრადუსით მეტ ტემპერატურაზე მუშაობს ინტენსიური ცვეთა იწყება. ამ დროს იქლიბება ის რგოლები, რომლებიც დამაგრებულია დგუშზე და პასუხისმგებელია იმაზე, რომ კარტერიდან ზეთი არ გაიპაროს წვის კამერაში. წვის კამერაში გაპარული ზეთი უკან გამოდის - სწორედ ეს არის ზედმეტი ხარჯი, ჭამა და ა.შ.
გარდა ამისა, ხშირად ზეთის ჭამის მიზეზი მანქანის მფლობელის დაუდევრობაც ხდება. ავტომობილს პერიოდულად სჭირდება ჩობალებზე (სალნიკებზე) თვალყურის დევნება და შეცვლა. მაგალითად, ძრავის ქვედა ნაწილის სახურავის (ე.წ. კარტერის) შუა სადების (ე.წ. პრაკლატკის) გაუმართაობის გამო ზეთი, უბრალოდ, იღვრება.
ეს ფაქტორები განაპირობებს ზეთის ჭამას, თუმცა მათ შორის უმთავრესია ცვეთა და ცვეთის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არასწორი ექსპლუატაცია.
ასევე, მნიშვნელოვანია ზეთის ფილტრის დროული შეცვლა. ზეთის ფილტრი როგორც კი ქარხანადამამზადებლის მიერ რეკომენდებულ გარბენს გადააჭარბებს და ეს არის, როგორც წესი, 8-დან 10 ათას კილომეტრამდე, აღარ ასრულებს თავის მოვალეობას. როდესაც ზეთის ფილტრი გაჭედილია, ზეთის ტუმბო სარედუქციო სარქველის მეშვეობით გაუფილტრავად ცირკულირებს ძრავაში, რაც ინტენსიურ ცვეთას იწვევს.
ჩვენი მტვრიანი ქალაქისა და გარემოს პირობებში, გულმოდგინედ და დაბეჯითებით ვურჩევ მკითხველებს, ზეთის ფილტრთან ერთად, ჰაერის ფილტრიც შეიცვალონ.
ცნობისთვის:
დღეს საქართველოში ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია „ლუკოილის“ ზეთი. მისი შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი გარანტირებულად იღებს უმაღლესი ხარისხის პროდუქტს, რომელმაც მკაცრი კონტროლი გაიარა.
დადგენილია, რომ „ლუკოილის“ ზეთები ხელს უწყობს ავტომობილის ენერგიის დაზოგვას, ამცირებს საწვავის ხარჯს, მავნე მინერალების შემცველობა კი მასში ნულამდეა დაყვანილი. აღსანიშნავია, რომ „ლუკოილის“ პროდუქცია არ იყინება სიცივეში და არ დუღდება ზაფხულში, ანუ ინარჩუნებს ხარისხს ყველა კლიმატში. „ლუკოილის“ საავტომობილო ზეთები რეკომენდებულია ბევრი წამყვანი საავტომობილო ბრენდის მიერ, მაგალითად: Mercedes, BMW, Wolkswagen, Ford და ა.შ.