რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ავტომობილისთვის სამუხრუჭე ხუნდების ყიდვისას?

რჩევები ავტომოყვარულებს

21 ივნისი 22:00, 2016 წელი

ყველა მძღოლმა იცის, რომ, თუ დამუხრუჭების დროს წივილის ან ხრიალის ხმა ისმის, ეს ფაქტი აუცილებლად საყურადღებოა... თუმცა, ალბათ, ბევრისთვის უცნობია, რომ არსებობს ხუნდები, რომლებიც კიბოთი დაავადების რისკს ზრდის... გვესაუბრება „თეგეტა მოტორსის“ სერვისების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლაშა ნარუსაშვილი.

- რამდენი სახის სამუხრუჭე სისტემა არსებობს?
- ავტომობილზე ძირითადად არსებობს ორი სახის სამუხრუჭე სისტემა: დისკური სამუხრუჭე სისტემა, სადაც ხუნდი ებჯინება სამუხრუჭე დისკს და ამუხრუჭებს ავტომობილს. ხოლო მეორე არის დოლურას ტიპის სამუხრუჭე სისტემა, რომელიც კონსტრუქციულად განსხვავდება პირველისგან - აქ სამუხრუჭე ხუნდები ებჯინება სამუხრუჭე დოლურას და კედლებს და ასე ამუხრუჭებს ავტომობილს. მიუხედავად იმისა, რომ სამუხრუჭე ხუნდები ერთმანეთისგან ზომით და ფორმით განსხვავდება, მათ ყველას ერთი სტრუქტურა აქვს: ფოლადის ნაჭერზე მიმაგრებულია ფრიქციონული ცვეთადი მატერია, რომლის დანიშნულებაა, ექსტრემალურ პირობებში დამწოლ დისკზე მიბჯენით გააჩეროს ავტომობილი.


- როგორ უნდა მივხვდეთ, რომ სამუხრუჭე ხუნდები შესაცვლელია?
- ძირითადად, ევროპულ ავტომობილებს ხუნდებზე ცვეთის ელექტრონული სენსორები უყენია, რომლებიც ავტომობილში ინსტრუმენტების პანელზე ან ბორტკომპიუტერზე ატყობინებს მძღოლს, რომ ხუნდები გაცვეთილია და ასევე, არსებობს ცვეთის მექანიკური ინდიკატორი, რომელიც უფრო იაპონურ ავტომობილებზეა პოპულარული და ხუნდის გაცვეთის შემთხვევაში, მეტალის ინდიკატორი ეხება სამუხრუჭე დისკს და იწყებს არასასიამოვნო ხმაურს - ხრიალსა ან წრიპინს.


- როგორ უნდა შევარჩიოთ სამუხრუჭე ხუნდი?
- პირველ რიგში, აღვნიშნავ იმას, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სამუხრუჭე ხუნდი. ეს მოთხოვნებია:
ა) დამუხრუჭების ეფექტურობა ექსტრემალურად მაღალ და დაბალ ტემპერატურებზე;
ბ) სიჩქარისა და წნევის მიმართ მდგრადობა;
გადახურების შემდეგ სწრაფად თავისი თვისებების აღდგენის უნარი;
გ) უხმაურობა ექსპლუატაციის პერიოდში;
დ) ვიბრაციის ჩახშობა;
ე) ექსპლუატაციის დიდი პერიოდი.


სხვათა შორის, ზემონახსენებ ყველა ამ  მოთხოვნას აკმაყოფილებდა აზბესტი, თუმცა იმის გამო, რომ ის ძალიან აბინძურებს გარემოს, დღესდღეობით 52 ქვეყანაშია აკრძალული და თუ ადრე ფრიქციონული მატერია შედგებოდა 6-10-მდე კომპონენტისგან (როგორიცაა: აზბესტი, ორგანული წარმოშობის საცხებ საპოხი ნივთიერებები, ბოჭკო, ცვეთის მოდიფიკატორები, დანამატები), აკრძალვის შემდეგ აზბესტი ჩაანაცვლა სხვა კომპონენტებმა (ორგანული ბოჭკო, არაორგანული ბოჭკო, სინთეტიკური საცხებ-საპოხი ნივთიერებები, ორგანული წარმოშობის საცხებ-საპოხი ნივთიერებები, ბოჭკო, მეტალი), რის გამოც ხარისხიანი ხუნდების თვითღირებულება გაიზარდა.



- როგორ მივხვდეთ, რომ ხუნდები უხარისხოა?
- სამუხრუჭე ხუნდებში უხარისხობა შეგვიძლია, სხვადასხვა კუთხით წარმოვაჩინოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში შევეხები 2 ძირითად პრობლემას: 1) ხუნდები, რომლებიც არასწორი ტექნოლოგიით არის დამზადებული და 2) ხუნდები, რომლებიც შეიცავს აზბესტს.
პირველის შემთხვევაში არასწორ ტექნოლოგიაში ვგულისხმობ კომპონენტებს, რომლებიც სწორი რაოდენობით უნდა იყოს განაწილებული ფრიქციონული მატერიალის შემადგენლობაში. მაგალითად, ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ხუნდებში სჭარბობს მეტალის ნაწილაკები, რაც იწვევს არათანაბარ ცვეთას სამუხრუჭე დისკთან მიმართებაში, იწვევს დამუხრუჭებისას წრიპინს და ასევე,  სამუხრუჭე დისკზე აჩენს ტალღებს, რომელიც, ასევე, წრიპინის ერთ-ერთი მიზეზია. ასევე, უხარისხო სამუხრუჭე ხუნდი ექსტრემალურ პირობებში კარგავს თვისებას და ვერ ასრულებს თავის ფუნქციას - ავტომობილის გაჩერებას. აზბესტის შემცველი ხუნდები კი, უპირველეს ყოვლისა, აბინძურებს გარემოს და საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას.


- ბევრმა, შესაძლოა, არ იცოდეს, რომ საქართველოს ბაზარზე შემოსული იაფფასიანი სამუხრუჭე ხუნდები ნივთიერება აზბესტის შემცველია, რომელიც კიბოს დაავადების რისკს ზრდის...
- აზბესტის მთავარი თვისება მაღალი ტემპერატურისადმი მდგრადობა და თბოუნარიანობაა. ამასთანავე, ის იაფი მინერალია, ადვილად არ ცხელდება და დამუხრუჭების ხარისხს ზრდის. სწორედ ამიტომ მას ფართოდ იყენებენ ავტომობილების სამუხრუჭე ხუნდების საფენებად. მისგან დამზადებული სამუხრუჭე ხუნდები საქართველოში თავისუფლად იყიდება და დაბალი ფასი აქვს. თუმცა, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, აზბესტი, სამწუხაროდ, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კიბოს ერთ-ერთი გამომწვევია. 
დღეს უკვე წამყვანი ბრენდები თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა მინარევებს შეიცავს და ამავდროულად მაქსიმალურად ეფექტურ დამუხრუჭებას უზრუნველყოფს.
„თეგეტა მოტორსის“ საცალო ქსელში ცნობილი ბრენდების ხუნდები იყიდება, როგორიცაა TRW, FERODO, ATE. მათზე ჩვენ სპეციალური შეთავაზებაც გვაქვს: ჩვენთან ხუნდების შეძენის შემთხვევაში შეცვლა უფასოა. მძღოლებს ვურჩევ, ყურადღებით იყვნენ სამუხრუჭე ხუნდების შეძენის დროს, გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობასა და გარემოს. 


- ხუნდებს სამუხრუჭე სითხეც  (ე.წ. „ჟიდკოსტი“) სჭირდება... რას გვირჩევთ ამ შემთხვევაში?
- უნდა გვახსოვდეს, რომ სამუხრუჭე სითხეს დადგენილი აქვს ექსპლუატაციის შეზღუდული ვადა, რომლის გასვლის შემდეგაც რეკომენდებული და აუცილებელია მისი შეცვლა (და არა - ჩამატება, რასაც ხშირად აკეთებენ მძღოლები). თუ რატომ, ამასაც მოგახსენებთ: 
ნებისმიერ სამუხრუჭე სითხეს აქვს ატმოსფეროდან წყლის შთანთქვის უნარი. სამუხრუჭე სითხის ავზს აქვს სარქველი, საიდანაც ტემპერატურის ცვალებადობის დროს კონდესატი გროვდება. დაახლოებით, 2 წლის მანძილზე წყლის მოცულობა შეიძლება, 3,5%-ით გაიზარდოს. წყალი კი ჰიდრავლიკური სამუხრუჭე სისტემის მთავარი მტერია, რომელსაც შეუძლია, სამუხრუჭე სითხეს თვისებები დააკარგვინოს... ამიტომ სამუხრუჭე სითხის ავზში ხალი სითხის დამატება არათუ უაზრობა, არამედ სახიფათოც კია... 


- რა უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა სამუხრუჭე სითხის შეძენის დროს?
- სამუხრუჭე სითხის შეძენისას მძღოლებმა, ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ ფაქტორებს: პირველ რიგში, თავსახურზე უნდა ჰქონდეს გადაკრული ფოლგა, რათა სითხემ ექსპლუატაციამდე არ შთანთქოს წყალი და მეორე, ხარისხიანი სამუხრუჭე სითხის შეფუთვაზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ყველა ტემპერატურული მაჩვენებელი. მძღოლებს ვურჩევ, არ იფიქრონ თანხის დაზოგვაზე მაშინ, როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?