ხილვადობა ავტომობილის მართვის დროს - რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

რჩევები ავტომოყვარულებს

4 ნოემბერი 22:00, 2016 წელი

ავტოსაგზაო შემთხვევების 60%-ის მიზეზი რომ არასაკმარისი ხილვადობაა, ამის შესახებ ბევრი დაწერილა. ხილვადობას კი ხელს უშლის არა მხოლოდ ცუდი ამინდი, არამედ ავტომობილის ცუდი განათებაც. როგორი უნდა იყოს სტანდარტული ნათება, რა კუთხით უნდა ანათებდეს ავტომობილის მაშუქი და როგორ უნდა მიხვდეს მძღოლი, რომ მაშუქებში ნათების კუთხე არეულია? დღეს სწორედ ამ თემას განვიხილავთ.

ვიდრე თანამედროვე ნათურების ხარისხს შევეხებით, ნათურის მოკლე ისტორიას მოგიყვებით: იმისთვის, რომ პირველად ავტომობილებს გზა გაენათებინათ, დიდი წვალება იყო საჭირო: სპეციალურ ავზში იდებოდა კარბიდის ნატეხი, რომელსაც ეწვეთებოდა წყალი, რის შედეგადაც წარმოიქმნებოდა გაზი, რომელიც იწვოდა და მისი მაღალი ნათება მძღოლს გზას უნათებდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყეს ნახშირის ძაფიანი ნათურის გამოყენება, რომელიც მალევე ჩაანაცვლა ვოლფრამის ძაფიანმა ნათურებმა.


დღეს ამ თემაზე „თეგეტა მოტორსის“ სერვისების განვითარების უფროსი ლაშა ნარუსაშვილი გვესაუბრება:


- ბატონო ლაშა, ზამთარი მოდის, დღე მცირდება და ხილვადობის თემა კიდევ უფრო აქტუალური ხდება. რა არის საჭირო იმისთვის, რომ მძღოლს კარგი ხილვადობა ჰქონდეს?
- დიახ, ზამთარი მძღოლებისთვის ხილვადობის მხრივ ერთ-ერთი რთული პერიოდია. ავტომობილით მოძრაობის დროს ცუდი ხილვადობის გამო ავარიული შემთხვევები მატულობს, რადგან  მძღოლის საჭის მართვისას დაძაბულია და ამ დროს სწრაფად რეაგირება რთულდება. ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი შემხვედრი მანქანების „დამაბრმავებელი“ მაშუქების გამო ხდება. საუბარია არა მხოლოდ ნათურებზე, არამედ არასწორი კუთხით განათებაზეც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მძღოლს ავტომობილზე მოწესრიგებული ჰქონდეს ყველა ის კომპონენტი, რომელიც ხელს უწყობს კარგ ხილვადობას.
ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ნათურებია. შესაძლოა, მძღოლმა ავტომობილისთვის მაღალფასიანი ნათურა შეიძინოს, მაგრამ მხოლოდ ეს ვერ განაპირობებს ავტომობილის მაშუქის სწორ მუშაობას. მაგალითად, როდესაც ავტომობილი ნაავარიებია, შესაძლოა, ნათების კუთხე არასწორი იყოს, რაც ხშირად ქმნის საავარიო სიტუაციას. ნათურის ხარისხიანობა ფასდება შუშით, რომელიც უძლებს მაღალ წნევას. შესაბამისად, მასში უფრო მეტი გაზი იტუმბება, რაც ნათურას რესურსს უხანგრძლივებს.


- როგორ უნდა მიხვდეს  მძღოლი, რომ მაშუქებში ნათების კუთხე არეულია?
- ამისთვის უნდა მიმართოს სპეციალურ ცენტრებს, სადაც სპეციალისტები შესაბამისი ხელსაწყოს დახმარებით გაზომავენ ნათების კოეფიციენტს და გეომეტრიულად გაასწორებენ ნათების კუთხეს. ამ დროს დიაგნოზი უტარდება ნათურის ნათების სიმძლავრესაც, რაც ასევე აუცილებელია. ახლო ნათების სიმძლავრე მაღალი არ უნდა იყოს, რათა შემხვედრი მძღოლი არ დავაბრმაოთ, რაც შეეხება შორ ნათებას, როცა ნათურა ხარისხიანია, შემხვედრი მძღოლის ხილვადობას საფრთხე არ ემუქრება.
თუკი ფარების რეგულირებას პროფესიონალებს მიანდობთ, ავტომობილით მგზავრობა არც მძღოლს შეუქმნის  უხერხულობას და არც შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს.


- რა ტიპის ნათურები გამოიყენება თანამედროვე ავტომობილებზე?
- თანამედროვე ავტომობილებზე, ძირითადად, ჰალოგენური და ქსენონის ტიპის ნათურები გამოიყენება, რომლებიც დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია. მძღოლებს აქვე მინდა, ვურჩიო, თავი შეიკავონ დაბალფასიანი ნათურის შეძენისგან. გარდა იმისა, რომ ნათურა უხარისხოა, დიდი ალბათობით, მალე გადაიწვება, ის უხარისხოდაც ანათებს. მიენდეთ იმ მწარმოებლებს, რომელსაც ბაზარზე კარგად იცნობენ და დადებითი რეკომენდაციები აქვთ.  მაგალითისთვის მოვიყვან „ფილიპსის“ ნათურას, რომლის კვარცის შუშა უძლებს მაღალ წნევას და დიდ ტემპერატურულ დატვირთვას. ეს იმას ნიშნავს, რომ მასში შესაძლებელია უფრო მეტი გაზის ჩატუმბვა, რაც ახანგრძლივებს ნათურის მუშაობის რესურსს. ასევე, „ფილიპსის“ ნათურის სპირალს აქვს ზუსტი გეომეტრიული ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ძლიერ ნათებას, არ აქვს გზაზე ანარეკლი და გააჩნია ფილტრი, რომელიც აკავებს მავნე ულტრაიისფერ ნათებას.


ხილვადობის კომპონენტებში, ასევე, იგულისხმება ავტომობილის საქარე მინა. გაბზარული საქარე მინა მძღოლებს ხშირ შემთხვევაში პრობლემებს უქმნის. ასევე, მძღოლებმა უნდა შეამოწმონ შუშის მწმენდების მუშაობის მდგომარეობა. თუკი შუშის მწმენდის რეზინები დაშაშხულია, ის ვერ უზრუნველყოფს საქარე მინის სრულყოფილ წმენდას. შესაბამისად, ამგვარ სიტუაციაში ხილვადობაც ცუდი იქნება. ამიტომ მძღოლებს ვურჩევ, ვინაიდან წინ ზამთარი გველოდება,  აუცილებლად შეცვალონ შუშის მწმენდები, ხოლო შუშის მწმენდის ავზში ჩაასხან სპეციალური სითხე, რომელიც არ იყინება.


ასევე, დაიმახსოვრეთ: ღამით მძღოლისთვის მთავარი ორიენტირი უნდა იყოს ავტომობილის ფარების მიერ განათებული მანძილი.
მაგალითად: თუ გზის განათებული ხილული ნაწილი, დაახლოებით, 5 მეტრია, ასეთ შემთხვევაში 15კმ/სთ-ზე მაღალი სიჩქარით მოძრაობა უკვე სახიფათოა.  
ასე რომ, გთხოვთ, ცუდი ხილვადობისას გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?