ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა - სასარგებლო რჩევები

რჩევები ავტომოყვარულებს

16 დეკემბერი 22:00, 2016 წელი

ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთი დროულად რომ უნდა შეიცვალოს, ეს ყველა მძღოლმა იცის, თუმცა რას ნიშნავს „დროულად“ და რა დაშავდება, თუ ამ მითითებას არ დავიცავთ? დღეს ამ თემაზე „თეგეტა მოტორსის“ სერვისების განვითარების უფროსი ლაშა ნარუსაშვილი გვესაუბრება.

რა არის გადაცემათა კოლოფი და რა საჭიროა მასში ზეთის შეცვლა?
ავტომატური გადაცემათა კოლოფი ავტომობილის მნიშვნელოვანი აგრეგატია, რომელიც აგებულებით რთულია და საჭიროებს სწორ მოვლას, რაც გულისხმობს სწორ ექსპლუატაციას და, ასევე, ზეთისა და ფილტრის დროულად და ხარისხიანად შეცვლას. გადაცემათა კოლოფი არეგულირებს ძრავიდან გამოყოფილი ბრუნთა რაოდენობის სიჩქარედ გარდაქმნას, დგომის, წინა და უკანა სვლის შესაბამისი აჩქარების ან შენელების დროს. გადაცემათა კოლოფში ისხმება ტრანსმისიის ზეთი, რომელსაც, გარდა იმისა, რომ ასრულებს დეტალების შეპოხვას, ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაც აკისრია: შექმნას სისტემაში შესაბამისი მაღალი წნევა, რის დახმარებითაც ხდება კოლოფში სიჩქარეების გადართვა.


როგორ უნდა მიხვდეს მძღოლი, რომ ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთი შესაცვლელია?
სხვადასხვა მარკისა და მოდელის ავტომობილებისთვის ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის ვადები მითითებულია ტექნოლოგიურ დოკუმენტაციაში მწარმოებლის მიერ. საშუალოდ, ეს ვადა 50-დან 80-ათას კილომეტრამდე მერყეობს. ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა დამოკიდებულია ექსპლუატაციის პირობებსა და ზეთის ხარისხზე. რაც უფრო დატვირთულია ავტომობილი და რაც უფრო ხშირად დგას საცობში და რაც უფრო ცხელია ძრავი, მით უფრო ხშირად საჭიროებს ავტომატურ გადაცემათა კოლოფი ზეთის შეცვლას. ზოგადად, მძღოლებმა აუცილებლად  უნდა დაიცვან ეს სტანდარტები. თუკი ავტომწარმოებლის რეკომენდაციებს არ  გავითვალისწინებთ, მერე უკვე შევამჩნევთ, რომ გადაცემათა კოლოფი სიჩქარეში გადასვლას აგვიანებს ან სიჩქარის გადართვის დროს ავტომობილს ბიძგები აქვს - ეს ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთის გამოცვლის აუცილებლობაზე მიანიშნებს.


რატომ არის აუცილებელი ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა?
დროთა განმავლობაში გადაცემათა კოლოფში გროვდება მეტალის ნაცვეთები, რომელიც სპობს ზეთის ხარისხს. შესაბამისად, ტრანსმისიის ზეთი კარგავს თვისებებს, რის შედეგადაც იწყება ავტომატურ გადაცემათა კოლოფის დეტალების აქტიური ცვეთა. რაც უფრო დიდხანს ამუშავებთ გადაცემათა კოლოფს ძველი ზეთით, მით უფრო დიდია შანსი, სერიოზული ზიანი მიაყენოთ ავტომობილს. თვისებადაკარგული ზეთის გამო გადაცემათა კოლოფში ვერ იქმნება შესაბამისი წნევა, რის გამოც ფრიქციონები ერთმანეთს მჭიდროდ არ ეკრობა, ერთმანეთზე ხახუნით ისინი ხურდება და ზიანდება. შემდეგ კი ეს ნაცვეთი ნაწილაკები ზეთთან ერთად ხვდება სისტემაში და აზიანებს კოლოფის უფრო მნიშვნელოვან დეტალებს.
არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ზეთის გამოცვლისას საჭიროა ფილტრის შეცვლაც. რაც შეეხება ზეთის ხარისხს, მძღოლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სწორედ იაფიანი ზეთები საჭიროებს ხშირ შეცვლას. უმჯობესია, შეიძინოთ ხარისხიანი ზეთი და გაითვალისწინოთ მწარმოებლის მიერ მითითებული რეკომენდაციები.


შეიძლება თუ არა ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთის დამატება, შეცვლის ნაცვლად?
ავტომატურ გადაცემათა კოლოფში შესაძლებელია როგორც ზეთის შეცვლა, ასევე, ზეთის დამატება, მაგრამ, თუკი ზეთი შესაცვლელია, დამატება კატეგორიულად იკრძალება.
ზეთის შეცვლასა და დამატებას შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა, რაც დიდ გავლენას ახდენს ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მუშაობაზე და, ზოგადად, ავტომობილის მდგომარეობაზე. ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთის დამატება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ავტომობილზე რომელიმე დეტალს შეაკეთებთ და ზეთი ოდნავ დაიღვრება.


შეუძლია თუ არა მძღოლს ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთის დამოუკიდებლად შეცვლა?
ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია, რომელიც რამდენიმე ეტაპად იყოფა. ამ დროს გასათვალისწინებელია უამრავი წვრილმანი. მოცემული მანიპულაციისთვის საჭიროა სპეციალური მოწყობილობები, დანადგარები, ამიტომ მძღოლებმა სასურველია, სპეციალურ სერვისცენტრს მიმართონ, სადაც შესაბამისი დანადგარითა და ტექნოლოგიების დაცვით ხარისხიანად შეცვლიან ზეთსაც და ფილტრსაც, რაც ავტომობილის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?