საფრთხე, რომელსაც ჰაერის გამწმენდის ხშირი გამოყენება ქმნის

რჩევები დიასახლისებს

6 თებერვალი 12:00, 2017 წელი

21-ე საუკუნის ადამიანი იმდენად ზარმაცი და უპასუხისმგებლო გახდა, რომ სახლის დალაგება ქიმიკატების ომად აქცია. კომფორტის ნიღბით შემოჭრილი საშიში ქიმიური ნივთიერებები თაროზე ყველა ოჯახში მოიპოვება და ყველა დიასახლისს აქვს სახლში ამ ნივთიერებების მთელი არსენალი.

რა თქმა უნდა, ქიმიკატები აბაზანის გახეხვას ან ცხიმით დასვრილი ქვაბის გახეხვას აიოლებს, თუმცა მათი ხშირი გამოყენება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

ყველას გვაინტერესებს, რატომ გახშირდა ავთვისებიანი სიმსივნეები, ჰიპერტონიული და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ქალთა უნაყოფობა, მაგრამ არავინ უფიქრდება, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება საყოფაცხოვრებო ქიმიის ბოროტად გამოყენება იყოს.

როგორ რთულად წარმოსადგენადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ, საყოფაცხოვრებო ქიმიის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ნივთიერება „დიქლოფოსი“ კი არა, ჩვეულებრივი ჰაერის გამწმენდი გახლავთ.
ის პრაქტიკულად ყველა აბაზანასა და საპირფარეშოში შეიძლება აღმოაჩინოთ. სახლში სასიამოვნო სურნელის დატრიალების სურვილს ფლაკონის ხშირ გამოყენებამდე და შესაბამისად, ჰაერის ფტალატებით გაჯერებამდე მივყავართ, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ავთვისებიან სიმსივნეებთან და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან.

ფტალატები სახიფათო ნაერთებია, რომლებიც შეიცავს 2,5-დიკლოროფენოლს (2, 5 DCP) და ნეგატიურად მოქმედებს ყველა ქალზე.
აღსანიშნავია, რომ საკვები პროდუქტების, კოსმეტიკური საშუალებებისა და სხვა ნივთების შეფუთვა ფტალატების გარკვეულ რაოდენობას შეიცავს.
სამეცნიერო დაკვირვებებმა დაადასტურა, რომ მათი ხანგრძლივი მოქმედება აუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ზრდის კიბოს გაჩენისა და მუცლის მოშლის ალბათობას.

საფრთხე იმდენად რეალურია, რომ ბოლო დროს მთელი მსოფლიოს დიასახლისები უპირატესობას, ქიმიკატების ნაცვლად, ბუნებრივ და ნატურალურ საშუალებებს ანიჭებენ.
ცნობისთვის, საცხობი სოდისა და ეთერზეთების კომბინაციით მშვენიერი ჰაერის გამწმენდის დამზადებაა შესაძლებელი. სასიამოვნო სურნელის მისაღებად კარგი საშუალებაა არომატული სუნელებისა და ციტრუსების შეზავების გზით მიღებული ჰაერის გამწმენდი.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?