გაღვივებულ ნიორს ნუ გადააგდებთ!

რჩევები დიასახლისებს

27 მარტი 12:00, 2017 წელი

გაღვივებული ნივრის სასარგებლო თვისებები...

გაღვივებული ნიორი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ჩვეულებრივ ნიორში არ მოიპოვება.
საქმე ის გახლავთ, რომ გაღვივების პროცესში ნიორში ახალი ფერმენტები წარმოიქმნება, რომლებიც უამრავ დაავადებას ებრძვის. თუნდაც ანტიოქსიდანტების ნაკრები რად ღირს..


ყოველდღიურად გაღვივებული ნივრის თითო კბილი უნდა მიირთვან ადამიანებმა, ვისაც დაქვეითებული იმუნიტეტი აქვთ ან ვირუსით არიან ავად.


ნივრისგან უამრავი სხვადასხვა ნაყენი მზადდება, რომლებიც სისხლძარღვებს წმენდენ და გულის მუშაობას ეხმარებიან. გაღვივებული ნივრის შემთხვევაში კი ნაყენის დამზადებაც არაა საჭირო. საკმარისია ყოველდღიურად თითო კბილი მიირთვათ და თქვენი გული საათივით ამუშავდება.


ხალხურ მედიცინას თუ დავუჯერებთ, ინსულტისა და თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის საკმარისია გაღვივებული ნივრის სისტემატიური მიღება.


ნიორი უებარი დამხმარეა მოწამვლის დროს და აჩერებს დიარეას.


ხელს უშლის ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნას და ორგანიზმს კანცეროგენებისგან წმენდს.


გაღვივებული ნივრის ანტიოქსიდანტები აფერხებენ უჯრედების დაბერებისა და ნაოჭების გაჩენის პროცესს.


როგორ გამოვიყენოთ გაღვივებული ნიორი?
პირველ რიგში, მოერიდეთ საეჭვო ხარისხის პროდუქტს და ეცადეთ, გლეხებისგან ნატურალური ნიორი შეიძინოთ.
გამოყენების წინ ნივრის კბილი შუაზე გაჭერით და დარწმუნდით, რომ გაღვივებული მწვანე ღერი ჯანსაღია.
ამის შემდეგ, შეგიძლიათ ნიორი ნებისმიერ კერძს დაუმატოთ, მხოლოდ თერმული დამუშავების გარეშე. კერძში ნიორის ჩაშვებისთანავე, ქვაბი ცეცხლიდან უნდა გადმოდგათ.
გაღვივებულ ნიორს გაცილებით მძაფრი გემო აქვს, ამიტომ ზომიერება დაიცავით.

საკნატუნო ამბები

„პერფექციონისტის სამოთხე“, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ

იდეალური წესრიგი ყოველთვის ადამიანის ნახელავი არ არის, ეს ბუნებასაც არანაკლებ ემარჯვება...
საკნატუნო ამბები

ცნობილები, რომლებიც ერთი ასაკის აღმოჩნდნენ

ზოგიერთი ვარსკვლავის თანატოლობა მართლაც დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია...
იცით თუ არა...

ამ ქალმა კიბოს დამარცხების შემდეგ უცნაური უნარი შეიძინა

ეს ახალგაზრდა ქალი ბრიტანელი ჯენი ო'შეაა. მას თეძოს მიდამოებში ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. ოპერაციის დროს ექიმებმა ქალს თეძოს მარჯვენა ნახევარი მთლიანად ამოკვეთეს და რბილი ქსოვილები პროთეზით შეცვალეს.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც 2018 წელს კარიერაში წინსვლა ელოდება

ყოველ წელს პლანეტები და ვარსკვლავები გარკვეული წესით ლაგდებიან და ამით ზოგს წარმატებას უქადიან, სხვებს კი ცხოვრებას ურთულებენ. ნახეთ, თქვენც გაგიმართლებთ თუ არა 2018 წელს კარიერაში.
საკნატუნო ამბები

ამ 4 ქალიდან რომელია ყველაზე ასაკიანი?

ამ კითხვაზე პასუხით თქვენი ფსიქოტიპის განსაზღვრა შეიძლება. როცა შეიტყობთ, რას მალავს თქვენი „მე“, გაოცებული დარჩებით.
სიყვარულის ისტორიები

მოდელები, რომლებმაც სიყვარულის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს

მოდის სამყარო რეალობაში სულაც არ ჰგავს ზღაპარს. ამ ლამაზ გოგოებსაც გამოუცდიათ უიღბლო სიყვარული, ღალატი, წარუმატებლობა. მათთვის უცხო არ არის დეპრესია და სულიერი აშლილობები. ზოგიერთები ამასთან გამკლავებას ახერხებენ, ზოგიერთები - ვერა...
თავსატეხი

რომელია განსხვავებული?

ამ ლარნაკებიდან ერთ-ერთი დანარჩენებისგან მოხატულობით განსხვავდება. შეძლებთ მის პოვნას? 
საკნატუნო ამბები

საბავშვო საძინებლები, რომელთა იდეა და დიზაინი აუცილებლად მოგნუსხავთ (20 ფოტო)

აქ არა მხოლოდ ბავშვები, არამედ უფროსებიც სიამოვნებით მოეწყობით, მით უფრო, თუ „სიმაღლეზე" ყოფნა გიყვართ.
საკნატუნო ამბები

ქალის ინტიმური ზონა: მოვლის 5 წესი, რომელიც უნდა დაიმახსოვროთ

ქალების უმეტესობა ინტიმური ზონის მოვლას დიდ დროს ანდომებს, თუმცა აქ მთავარია, რამდენად სწორად აკეთებთ ამას...
დღის ჰოროსკოპი

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

როგორია ოჯახური ცხოვრება სინამდვილეში

ფოტოგრაფ დანიელე გიუნტერს (Danielle Guenther) მობეზრდა ჩვეულებრივი საოჯახო ფოტოსესიები ლამაზ ინტერიერში, სადაც ყველა გამოპრანჭულია და ბედნიერი იღიმება. მან გადაწყვიტა, საოჯახო ცხოვრება ყოველგვარი შელამაზების გარეშე გადაეღო. რა გამოვიდა, ამას ქვემოთ იხილავთ.