როგორ გავარჩიოთ კარაქი მარგარინისგან და ბებიების სხვა ოქროს რჩევები!

რჩევები დიასახლისებს

24 აპრილი 12:43, 2017 წელი

ეს პატარა, საყოფაცხოვრებო ხრიკები გენიალურობამდე მისული სიმარტივით გაგაოცებენ და, რაც მთავარია, მათი ეფექტურობა თაობებს აქვთ გამოცდილი.


როგორ გავარჩიოთ კარაქი მარგარინისგან?
ამის დასადგენად მოცემული ცხიმიდან ცოტაოდენი ქაღალდის ნაჭერს წაუსვით და ცეცხლი წაუკიდეთ. წვის დროს ნატურალური კარაქი სასიამოვნო არომატს ტოვებს, ხოლო მარგარინი საშინელ, მძაფრ სუნს.



როგორ ამოვიღოთ ხელში შერჭობილი უცხო საგანი?
თუ პინცეტი ხელთ არ გაქვთ, სხეულში შერჭობილი ხიწვის, შუშის ან მეტალის ნამსხვრევის ამოსაღებად ჩვეულებრივი ქილა ან ფართოპირიანი ბოთლი დაგჭირდებათ. ჩაასხით ქილაში ცხელი წყალი და ხიჭვშერჭობილი ხელი მჭიდროდ დააფარეთ. ცოტა ხანში უცხო სხეული ჭრილობიდან თვითონ გამოვა.



როგორ გამოვრეცხოთ ბოთლი შიგნიდან?
თუ სპეციალური ჯაგრისი არ გაქვთ, ბოთლის შიგნიდან გამოსარეცხად ჩვეულებრივი ქვიშა გამოგადგებათ. ჩაყარეთ ქვიშა ბოთლში, ცოტა წყალი დაამატეთ და კარგად გააჯანჯღარეთ. შემდეგ სუფთა წყალი ამოავლეთ.



როგორ მოვაცილოთ ნაჭერს მელნის ლაქა?
მელნის ლაქის მოსაცილებლად ცოტაოდენი რძე დაგჭირდებათ. დასვრილი ნივთი რძიან ჯამში მოათავსეთ და ლაქა თქვენ თვალწინ დაიწყებს გაქრობას.



როგორ მოვხარშოთ გაბზარული კვერცხი?
მაღაზიიდან სახლში მისულმა თუ აღმოაჩინეთ, რომ ბადურაში რამდენიმე კვერცხი გაიბზარა, არ იდარდოთ. მათი მოხარშვა შესაძლებელია, უბრალოდ, ხარშვის დროს, წყალში ცოტაოდენი ძმარი უნდა დაამატოთ.



როგორ დავჭრათ პური თხელ ნაჭრებად?
ამისთვის საჭიროა დანის გაცხელება. დანა რამდენიმე წუთით მდუღარე წყალში მოათავსეთ და სანამ პურის ჭრას შეუდგებოდეთ, კარგად გაამშრალეთ.



როგორ გავაცალკევოთ ერთმანეთში ჩაჭედილი ჭიქები?
გახსოვდეთ, ერთმანეთში ჩაჭედილი ჭიქების ძალით დაცილება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. უბრალოდ, ზედა ჭიქა ცივი წყლით გაავსეთ, ქვედა კი პირიქით - ცხელში ჩაუშვით და ჭიქები ადვილად დაცილდებიან.



როგორ მოვხარშოთ კარტოფილი ძალიან გემრიელად?
მოხარშული კარტოფილი რომ გემრიელი გამოვიდეს, მარილის გარდა, ხარშვის დროს მწიკვი შაქარიც უნდა დაუმატოთ. როცა კარტოფილი მოიხარშება, წყალი გადაღვარეთ და ქვაბი 2-3 წუთით ცეცხლზე დააბრუნეთ. კარტოფილი თანაბრად გაშრება და გაცილებით გემრიელი გამოვა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?