რა სიხშირით უნდა რეცხოთ ლოგინის თეთრეული? - მიკრობიოლოგების რჩევა და გაფრთხილება

რჩევები დიასახლისებს

24 ივლისი 12:00, 2017 წელი

„ადამიანი ყოველწლიურად ლოგინში 117 ლიტრამდე ოფლს გამოყოფს. შესაბამისად, ცხელი და ნესტიანი კლიმატის პირობებში ლოგინის თეთრეული შეიძლება სოკოვანი დაავადებებისა და ბაქტერიების ორანჟერეად იქცეს, - ამბობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი ფილიპ ტიერნო.

მეცნიერის თქმით, თუ თეთრეულის გარეცხვა შეგაგვიანდათ, ზეწრებისა და შალითების ნაკეცებში ჩაბუდებულმა ბაქტერიებმა შესაძლოა, სხვადასხვა დაავადებით „დაგასაჩუქროთ“.

ეს თვალისთვის უხილავი, მაგრამ ძალიან საშიში პროცესი რომ შეაჩეროთ, სასურველია, ლოგინის თეთრეული კვირაში ერთხელ გარეცხოთ.

ახლახან ლოგინის თეთრეულში სოკოვანი დაბინძურების დონის დასადგენად ჩატარებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ბუმბულისა და სინთეტიკისგან დამზადებულ ბალიშებში, რომლებიც ადამიანს, საშუალოდ, 11-დან 20 წლამდე ემსახურება, სოკოს 16 ნაირსახეობა ბუდობს და ეს მხოლოდ თქვენი მიკრობიოლოგიური გარემო არ გახლავთ.
სოკოს სპორებსა და ბაქტერიებთან ერთად, რომლებსაც ოფლი, ნერწყვი და კანის უჯრედები შეიცავს, ლოგინს „გარედან“ მოტანილ მიკრობებთან ერთად იზიარებთ. ესაა ცხოველების ბეწვი, მცენარეების მტვერი და ა.შ.

ტიერნოს თქმით, კვირის მანძილზე ლოგინის თეთრეულში დაგროვილი მტვერი სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი ფაქტორია. ასეთ გარემოში ხანგრძლივად ყოფნის პირობებში ადამიანს შეიძლება, დროთა განმავლობაში ალერგია განუვითარდეს.

არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც თქვენი ზეწარი სწრაფად ჭუჭყიანდება და მას თქვენი ცხოვრების სტილთან არავითარი საერთო არ აქვს. ამის მიზეზი თქვენი ქვეშაგების განსაკუთრებული თვისებაა, რომელსაც ჰაერიდან მიკრონაწილაკების მიზიდვა შეუძლია. ორი კვირა საკმარისია, რომ ასეთი ქვეშაგების პატრონს ყელი ასტკივდეს. პრობლემები განსაკუთრებით ალერგიისკენ და ასთმური დაავადებებისკენ მიდრეკილ ადამიანებს შეექმნებათ.

„თუ ქუჩაში სეირნობის დროს, ფეხი შემთხვევით ცხოველის ექსკრემენტებში ჩადგით, სახლში მისვლისას აუცილებლად ხელებს დაიბანთ. ასევე, უნდა მოიქცეთ ლოგინის თეთრეულის შემთხვევაშიც. რომ ხედავდეთ, რა არის დაგროვილი თქვენი თეთრეულის ნაკეცებში, აუცილებლად უარს იტყოდით ლოგინში დაწოლაზე“, - ამბობს ტიერნო.


 


 


 

წყარო
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.