როგორ გავყინოთ ბადრიჯანი ზამთრისთვის?

რჩევები დიასახლისებს

25 სექტემბერი 12:00, 2017 წელი

სტერილიზაციის პროცესი ბევრ დიასახლისს აფრთხობს და ზამთრისთვის პროდუქტების მომარაგების სურვილს უკარგავს. შემოგთავაზებთ ბადრიჯნის გაყინვის 3 მეთოდს, რომლებსაც არც ძალისხმევა სჭირდება და შედეგით სტერილიზაციასაც არ ჩამოუვარდება.

როგორ გავყინოთ უმი, დაჭრილი ბადრიჯანი?
აარჩიეთ  საშუალო ზომის საღი ბოსტნეული, კარგად გარეცხეთ და რგოლებად ან ზოლებად დაჭერით. გალღობის შემდეგ ბადრიჯანმა ფორმა და გემო რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს, სითხე უნდა მოაცილოთ. ამისთვის, დაჭრილ ბოსტნეულს მსხვილი მარილი მოაყარეთ და ოთახის ტემპერატურაზე, რამდენიმე საათით დატოვეთ. გამოყოფილი წვენი გადაღვარეთ, ბადრიჯანი გამდინარე წყლით გარეცხეთ და საწურზე გადაიტანეთ. ბადრიჯანი სითხისგან რომ დაიცლება, მსუბუქად გაწურეთ, რათა ნაჭრებმა დეფორმაცია არ მიიღოს.

ახლა ბოსტნეულის ბლანშირების (ცხელი წყლით ან ორთქლით დამუშავება) პროცესს უნდა შეუდგეთ.
ამის გაკეთება რამდენიმე მეთოდით შეიძლება. თქვენთვის სასურველი და მოსახერხებელი თავად ამოირჩიეთ:
1. საშუალო ზომის ქვაბი წყლით სანახევროდ აავსეთ და ცეცხლზე დაადგით. წყალი რომ ადუღდება, ბადრიჯნის ნაჭრები ჩაუშვით  და 2-4 წუთით გააჩერეთ;
ან:
2. ბადრიჯნის ნაჭრები მიკროტალღური ღუმელის ქვაბში ჩააწყვეთ. ცოტაოდენი წყალი დაასხით და მიკროტალღურ ღუმელში შედგით. მოწყობილობა 800-900 ვატის სიმძლავრეზე, 3-4 წუთით ჩართეთ;
ან: 
3. ორთქლის ქვაბშიც არის შესაძლებელი. ბადრიჯანი ორთქლზე 2-4 წუთის განმავლობაში უნდა გააჩეროთ;

ბლანშირებული ბოსტნეული წვენსაწურზე გადაიტანეთ, კარგად გააცივეთ და დაელოდეთ, სანამ სითხე მთლიანად დაიწურება; ამის შემდეგ ბოსტნეული კონტეინერებში გაანაწილეთ, თავზე დაახურეთ და საყინულეში მოათავსეთ.

შენიშვნა: ამგვარი წესით გაყინული ბადრიჯანი ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივრის საერთო კამერაში უნდა გაადნოთ. მისი გამოყენება ნებისმიერ კერძშია შესაძლებელი.



როგორ გავყინოთ შემწვარი ბადრიჯანი?
ბუნებრივია, იმისთვის, რომ შემწვარი ბადრიჯანი გაყინოთ, ჯერ უნდა შეწვათ. კარგად გარეცხილი ბადრიჯანი სასურველ ნაჭრებად დაჭერით, მარილი მოაყარეთ და რამდენიმე საათი გააჩერეთ.
გამოყოფილი წვენი გადაღვარეთ, ბოსტნეულს წყალი გადაავლეთ და ქაღალდის ხელსახოცზე დაყარეთ, რათა ზედმეტი სითხე მოსცილდეს; 
ბადრიჯნის ნაჭრები ორივე მხრიდან შეწვით და ზედმეტი ზეთი რომ არ გაჰყვეს, ტაფიდან გადმოღებული ქაღალდის ხელსახოცზე დაალაგეთ. კარგად რომ გაცივდება, აიღეთ ლანგარი, რომელიც საყინულეში თავისუფლად შეეტევა, დააფინეთ შესაფუთი პოლიეთილენის ფირი და ბოსტნეული ერთ ფენად დააწყვეთ. თავზე ისევ პოლიეთილენის ფირი დააფარეთ და ისევ ბადრიჯანი დააწყვეთ. ბოლომდე ასე გააგრძელეთ და ლანგარი მაცივარში შედგით. 
რამდენიმე საათის შემდეგ, ბოსტნეულით სავსე ლანგარი მაცივრიდან გამოიღეთ და შეამოწმეთ, კარგად გაიყინა თუ არა. თუ გაყინულია, შეგიძლიათ, პროდუქტი გასაყინ პაკეტებში გადაიტანოთ. პაკეტებიდან ჰაერი გამოუშვით და მჭიდროდ შეკარით. ამგვარად დამუშავებული ბადრიჯანი საყინულე კამერაში ნახევარი წელი ინახება; 
გამოყენების წინ, ბოსტნეული ოთახის ტემპერატურაზე გაადნეთ და ზეთიან ტაფაზე რამდენიმე წუთით კიდევ შებრაწეთ.



როგორ გავყინოთ მთლიანი ბადრიჯანი?
მთლიანი ბადრიჯნის გაყინვა კიდევ უფრო მარტივია, ოღონდ ამისთვის ბოსტნეული გაზქურაში უნდა გამოაცხოთ.
რამდენიმე, საშუალო ზომის ბადრიჯანი გარეცხეთ და გააშრეთ. ჩანგლით რამდენიმე ადგილზე დაჩხვლიტეთ და გაზქურის თუნუქის ფურცელზე დაალაგეთ, სადაც ცოტაოდენი ზეთი იქნება დასხმული.
ბადრიჯანი 200 გრადუსზე, დაახლოებით ნახევარი საათი უნდა აცხოთ.
მზა ბოსტნეული გამოიღეთ, კანი გააცალეთ და მსუბუქად გაწურეთ, რომ ზედმეტი სითხე მოაცილოთ. ბოსტნეული გასაყინ პაკეტებში მოათავსეთ და საყინულე კამერაში შეინახეთ.
გადნობის შემდეგ სასურველი ზომისა და ფორმის ნაჭრებად დაჭერით და ნებისმიერი კერძი მოამზადეთ.

საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.