ბროწეულის ნატურალური წვენი და მურაბა - ვიტამინების კომპლექსი ზამთრისთვის

რჩევები დიასახლისებს

23 ოქტომბერი 12:00, 2017 წელი

ბროწეულის ნატურალური წვენი და მურაბა - ვიტამინების კომპლექსი ზამთრისთვის

გაითვალისწინეთ, რომ ბროწეულის კანი შეიცავს ტანინს, რომელიც კანსა და ფრჩხილების ქვეშ მუქ ლაქებს ტოვებს, ამიტომ მარცვლების გარჩევისას, უმჯობესია, ხელებზე თხელი რეზინის ხელთათმანები გაიკეთოთ.


ბროწეულის ნატურალური წვენი წყლისა და შაქრის გარეშე


ბროწეული გარეცხეთ, გაარჩიეთ და მარცვლები გამდინარე წყლით გარეცხეთ.
მარცვლების დასაჭყლეტად ელექტროწვენსაწურის გამოყენება სასურველი არაა, რადგან ბროწეულის წვენში კურკის უმცირესი ნაწილები მოხვდება და მისი გაფილტვრა გაგიჭირდებათ. მით უფრო დაუშვებელია, ამ მიზნით, ბლენდერის გამოყენება, რადგან კურკის ნაწილაკები წვენს აუცილებლად გაამწარებს. ბროწეულის მარცვლების დასაჭყლეტად, შეგიძლიათ სამზარეულოს ცხრილი ან ხელის წვენსაწურით გამოიყენოთ. გამოწურული წვენი ორკეც დოლბანდში გაწურეთ და წამოადუღეთ.
ფართოპირიანი ჭურჭელი გაასტერილეთ, ჩაასხით ცხელ-ცხელი წვენი, მოხუფეთ და გრილ ადგილზე შეინახეთ.
შენიშვნა:
ბროწეულის ნატურალური წვენი აზიანებს კბილის ემალს, ამიტომ გამოყენების წინ აუცილებლად უნდა გააზავოთ. 1 ლიტრ ბროწეულის ნატურალურ წვენს დაუმატეთ ნახევარი ლიტრი წყალი და 250 გრ შაქარი და წვენი კიდევ ერთხელ წამოადუღეთ.  


ბროწეულის მურაბა:


ბროწეული - 1 კგ (3-4 ცალი) ან 400-500 გრ ბროწეულის მარცვალი
შაქარი - 250 გრ (1 ჭიქა),
ბროწეულის წვენი - 0,25 ლ (1 ჭიქა)

მომზადების წესი:
1. ბროწეული გარეცხეთ და გაარჩიეთ. მარცვლები გამდინარე წყლით კარგად გარეცხეთ და საწურზე გადაიტანეთ, რომ წყლისგან დაიცალოს.
2. შეგიძლიათ, მზა ბროწეულის წვენი მაღაზიაში შეიძინოთ, თუმცა უკეთესი იქნება, თუ მას თავად გამოწურავთ.  გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში, ზემოთ მითითებულზე ორჯერ მეტი ბროწეულის შეძენა მოგიწევთ.
3. სოროფის მოსადუღებლად ქვაბში თანაბარი რაოდენობის ბროწეულის წვენი და შაქარი მოათავსეთ და ზომიერ ცეცხლზე დადგით. როგორც კი ადუღებამდე მივა და შაქრის კრისტალები გადნება, ცეცხლიდან გადმოდგით და გააციეთ. ამის შემდეგ, ბროწეულის მარცვლები სოროფში გადაიტანეთ და 5-7 წუთით წამოადუღეთ. ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და გააცივეთ. ეს პროცედურა კიდევ 2-3-ჯერ უნდა გაიმეოროთ. თავიდან მურაბა ძალიან თხელია და კომპოტს მოგაგონებთ, მაგრამ ყურადღებით უნდა იყოთ, რადგან გასქელების პროცესი სწრაფად დგება. ეს მომენტი თუ გამოგეპარათ, მურაბა ძალიან მუქი და წელვადი გამოვა. ამის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია, ხარშვის დრო შეამციროთ და გაზარდოთ წამოდუღებისა და გაცივების რაოდენობა.
მზა მურაბა ბნელ და გრილ ადგილზე შეინახეთ.

საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.