იმ ადგილებზე, სადაც სუნამოს დაპკურებას აპირებთ (მაჯა, ყელი, მკერდი და ა.შ.), ცოტაოდენი ვაზელინი წაისვით!
ვაზელინი ისე მოქმედებს, როგორც მაკიაჟის ბაზა - ის ბლოკავს არომატს და სურნელს დიდხანს აკავებს. სუნამო ნაკლებად ეფექტურია მშრალ კანზე, ამიტომ მას დამატენიანებელი ბაზა სჭირდება და ეფექტი მთელი დღის მანძილზე გარანტირებული იქნება.
აღსანიშნავია, რომ სუნამოს ხანგრძლივი ეფექტისთვის, მხოლოდ ვაზელინის გამოყენება საკმარისი არაა.
სუნამოს სწორად შენახვაც უნდა შეგეძლოთ. არასწორად შენახვის შემთხვევაში, ყველაზე ძვირად ღირებული პარფიუმიც კი დროთა განმავლობაში, სურნელს კარგავს, ორთქლდება და სხვა ნივთიერებად გარდაიქმნება.
სპეციალისტების თქმით, სუნამოს სრულფასოვანი ეფექტის შესანარჩუნებლად საუკეთესო გზა მისი მაცივარში შენახვაა, რადგან სუნის ინტენსივობის მთავარი მტერი მაღალი ტემპერატურა და მზის სხივებია. შესაბამისად, თბილ და მზიან ოთახში სუნამო მალე „იფიტება“...
გაითვალისწინეთ, რომ მაცივარში შენახული სუნამო თავის თვისებებს წლების განმავლობაში ინარჩუნებს!
სხვა პროდუქტების არომატთან შერევის თავიდან აცილება კი მისი ფოლგაში შეფუთვით შეიძლება.