რაზე მეტყველებს, თუკი ადამიანს სახლში ბევრი ფუმფულა სათამაშო და დიდი სარკე აქვს?

რჩევები დიასახლისებს

4 დეკემბერი 12:00, 2017 წელი

ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელი, ეთიკისა და ესთეტიკის საკითხებში სამეფო ექსპერტი უილიამ ჰენსონი ამბობს, რომ არისტოკრატებშიც კი ბევრია ადამიანი, ვისაც გემოვნების არაფერი გაეგება და სტატუსის ხარჯზე ცხოვრობს. ჰენსონი იმ ნივთებს ასახელებს, რომლებიც მათი მფლობელის უგემოვნობასა და ცხოვრების მიმართ მეშჩანურ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

1. ატლასის თეთრეული
უილიამ ჰენსონის აზრით, ატლასის თეთრეულების მოყვარულებში ძალიან მაღალია შინაგანი სიღარიბის ინდექსი და ამას მაღალი შემოსავალი ვერ უშველის. „გაუგებარია, რატომ ჰგონიათ, რომ ატლასის თეთრეული მაღალ შემოსავლებსა და დახვეწილ გემოვნებაზე მეტყველებს. გემოვნებიანი ადამიანის ლოგინის თეთრეული ბამბის ან სხვა ნატურალური მასალის და მაქსიმალურად კომფორტული და მოსახერხებელი უნდა იყოს“, - ამბობს უილიამ ჰენსონი

2. ფუმფულა სათამაშოები
სამეფო ექსპერტის აზრით, საძინებელში ფუმფულა სათამაშოების გამოფენა იაფფასიან მაღაზიას მოგვაგონებს. მით უმეტეს, თუ სათამაშოს ხელში გულები, ამანათები და მსგავსი ნივთები უჭირავს, ეს მისი მფლობელის მაღალ გემოვნებაზე არ მეტყველებს.

3. უზარმაზარი სარკეები
ჰენსონი მიიჩნევს, რომ ლოგინის სიახლოვეს ან ჭერზე დამონტაჟებული სარკეები მათი მფლობელის ვულგარულობასა და ნარცისიზმზე მეტყველებს.

4. ავეჯი პრიალა ზედაპირით
თითქოს, რა უნდა იყოს ამაში ცუდი? თუმცა, სამეფო ექსპერტის თქმით, პრიალა ავეჯი ისეთი საშინელება არ არის, როგორც მისი მოვლა. ცნობილია, რომ ავეჯის პრიალა ზედაპირზე ყოველთვის რჩება თითების კვალი, რაც საშინლად გამოიყურება. თუ არ გსურთ, რომ ცხოვრება ავეჯის წმენდაში გაატაროთ, უპირატესობა პრაქტიკულ და ამავე დროს, კეთილშობილ მასალას: მუხას და წითელ ხეს უნდა მიანიჭოთ. ამ მასალისგან დამზადებული ავეჯის მოვლა ადვილია და ძალიან დახვეწილად გამოიყურება.

5. ბრიტანელი ექსპერტის აზრით, არაფერია უფრო იაფფასიანი და ვულგარული, როგორც ტილოზე ნაბეჭდი სურათები, რადგან მათ ნებისმიერი ინტერიერის გაფუჭება შეუძლიათ. ბევრად ესთეტიკურია ლამაზ ჩარჩოში ჩასმული ნამდვილი ნახატები, თუნდაც ძალიან ძვირად ღირებული არ იყოს.

6. სამეფო ექსპერტის თქმით, ინტერიერის ბალიშებით გაფორმება როგორც არისტოკრატებს, ისე მეშჩანებს ძალიან მოსწონთ. ჰენსონის თქმით, ბალიშები ფრთხილად უნდა შევარჩიოთ, რადგან უმცირესი შეცდომა მთელ ინტერიერს გააფუჭებს.

ცხადია, უილიამ ჰენსონი თავისი საქმის პროფესიონალია, მაგრამ ჩვენ ბრიტანეთში არ ვცხოვრობთ და ჩვენი სტანდარტები ბრიტანულისგან განსხვავდება. თუმცა, ერთი რამ უდავოა, ინტერიერი სახლში არსებულ ატმოსფეროზე უდიდეს გავლენას ახდენს, ამიტომ სიფრთხილე და ზომიერების გრძნობა არ უნდა დავკარგოთ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?