ალუმინი კიბოს იწვევს?

რჩევები დიასახლისებს

11 დეკემბერი 12:00, 2017 წელი

დღეს ალუმინის ჭურჭელი და ალუმინის ფოლგა შეიძლება ყველა სამზარეულოში ნახოთ. როგორც ირკვევა, ალუმინის მცირე რაოდენობასაც კი შეუძლია ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვა და ტვინის ქსოვილში, ძვლებსა და შინაგან ორგანოებში შეღწევა. ამის თავიდან ასაცილებლად კი რამდენიმე წესის დაცვა მოგიწევთ!

კვლევებით დადგენილია, რომ ალუმინი უარყოფითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, ნერვული სისტემის მუშაობაზე და უჯრედების ზრდაზე. ზოგიერთი კვლევის თანახმად, სწორედ ალუმინის ზემოქმედებას უკავშირებენ ტვინის დაზიანებას, რომელიც ალცჰეიმერის დაავადებას ახასიათებს (პაციენტების თმაში ალუმინის მაღალი შემცველობა აღინიშნება). 

ოდესღაც, დაბალი თვითღირებულების გამო, ალუმინის ჭურჭელს დიდი რაოდენობით აწარმოებდნენ. მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა ადამიანის ორგანიზმზე ალუმინის ნეგატიური ზემოქმედების შესახებ შეიტყვეს, ბევრმა ქვეყანამ ასეთი ჭურჭლის წარმოებაზე უარი თქვა.

ჭურჭლის სერტიფიცირებაზე მომუშავე სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ალუმინის ჭურჭელი მხოლოდ წყლის ასადუღებლად გამოვიყენოთ, რადგან მაღალ ტემპერატურაზე ყველა დანარჩენი ნივთიერება ალუმინის ჭურჭელში აქტიურ რეაქციებს იწვევს. ამ მიზეზის გამო, რუსეთის საბავშვო ბაღებში ალუმინის ჭურჭლის გამოყენება აკრძალულია.

მწარმოებლები ალუმინთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ნაწილობრივ მასალის დამუშავებით ახერხებენ. ალუმინს ისეთი მეთოდით ამუშავებენ, რომ საკვებთან კონტაქტის დროს ქიმიური რეაქცია არ გამოიწვიოს.



რაც შეეხება ალუმინის ფოლგაში მომზადებულ საკვებს, ფოლგა მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის არის გამიზნული, ჩვენ კი გამოყენების წინ მისი ინერტული ფენით დაფარვის საშუალება არ გვაქვს. ალუმინის ფოლგაში მომზადებული საკვები შეიძლება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილ უსაფრთხო ნორმაზე ექვსჯერ მეტ ალუმინს შეიცავდეს.

განსაკუთრებით საშიშია ფოლგის კონტაქტი ცხელ კერძებთან, ამიტომ უკეთესი იქნება, თუ ცხობის დროს, ჩვეულებრივ საცხობ ქაღალდს, ე.წ. პერგამენტს გამოიყენებთ.
ბუნებრივია, ალუმინის მოხმარებიდან მთლიანად ამოღება შეუძლებელია, თუმცა მისი ოდენობის მინიმუმამდე შემცირება შეიძლება, ამისთვის კი რამდენიმე წესის დაცვა მოგიწევთ:


1. ნუ იყიდით და მოიხმართ ალუმინის ტარაში ან შეფუთვაში მოთავსებულ პროდუქციას (კონსერვებს, ნახევარფაბრიკატებს, მზა საკვებს და ა.შ.)
2. ნუ გამოიყენებთ ალუმინის ჭურჭელს.
3. და ყველაზე მთავარი - ნუ გამოიყენებთ ალუმინის ფოლგას კერძის მოსამზადებლად.

წყარო
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.