დავიწყოთ იმით, რომ პირველ რიგში, გამყიდველს საქონლის ხარისხის სერტიფიკატი უნდა მოსთხოვოთ. გახსოვდეთ, თუ საქონელს სერტიფიკატი არ აქვს, დიდი შანსია, რომ უხარისხო იყოს.
რატომ არის საშიში უხარისხო ელექტროჩაიდანი?
პირველ რიგში იმიტომ, რომ ორგანიზმს მავნე ნივთიერებებით წამლავს. მეტალი და პლასტიკატი, რომლისგანაც ჩაიდნის კორპუსია დამზადებული, გახურებისას დიდი ოდენობით მავნე ნივთიერებას გამოყოფს (ფორმალდეჰიდი, ფენოლი, მძიმე მეტალები). ქლორიანი წყლის ჩასხმის შემთხვევაში კი საფრთხე ორმაგდება.
გახსოვდეთ, რომ პლასტიკატისგან დამზადებული ელექტროჩაიდნის გამოყენების ვადა 2 წელია, მეტალისგან დამზადებული ჩაიდნის - 5 წელი, ხოლო მინის ჩაიდანი 10 წელი მოგემსახურებათ.
როგორ ავირჩიოთ პლასტიკატისგან დამზადებული ხარისხიანი ელექტროჩაიდანი?
ვიზუალურად მიმზიდველი ელექტროჩაიდანი, რომელსაც პოლიპროპილენისგან დამზადებული კორპუსი აქვს, 100 გრადუსზე გახურებისას საშიშ ნივთიერებას - ფორმალდეჰიდს გამოყოფს. გახსოვდეთ, პოლიპროპილენისგან დამზადებული პროდუქციის მარკირებაზე ასოები ПП არის დატანილი და მაქსიმალურად მოერიდეთ ასეთი პროდუქციის შეძენას.
პოლიკარბონატისგან დამზადებულ ჩაიდნებს O, OTHER მარკირებით ამოიცნობთ. ეს ჩაიდნები პოლიპროპილენისგან დამზადებულებზე ხარისხიანია. მათი ექსპლუატაციის ვადაც შედარებით ხანგრძლივია და გაცხელებისას სუნიც თითქმის არ აქვს.
როგორ ავარჩიოთ ხარისხიანი მეტალის ჩაიდანი?
ხარისხიან საქონელს უნდა ახლდეს მარკირება, სადაც აღნიშნული იქნება საქონლის დანიშნულება, ექსპლუატაციის წესები და ა.შ. გახსოვდეთ, რომ წრეში მოთავსებული სამყურას ფოთოლი სტანდარტებთან შესაბამისობით დამზადებული, სერტიფიცირებული და ხარისხიანი საქონლის ნიშანია.
ალუმინის ჩაიდნები შედარებით იაფი ღირს, თუმცა მასში ადუღებული წყალი მავნე ზეგავლენას ახდენს ღვიძლზე, თირკმელებსა და ელენთაზე. მეტალისგან დამზადებულ, იაფ ელექტროჩაიდნებში მძიმე მეტალების მაღალი შემცველობაა, რაც სისხლში ქოლესტერინის ზრდას იწვევს.
საუკეთესო ელექტროჩაიდნები უჟანგავი რკინისგან მზადდება, თუმცა, მათი გამოყენება მხოლოდ ნაკაწრებისა და დაზიანებების გამოჩენამდეა რეკომენდებული.
როგორ ავირჩიოთ მინის ჩაიდანი?
ეს ყველაზე მძიმე, მაგრამ ამასთანავე, ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა მოდელია. ყურადღება მიაქციეთ შეერთების ადგილებს და ზედაპირის სიგლუვეს. შედარებით იაფ მოდელებში ღია გამაცხელებელი ელემენტები გამოიყენება, ხოლო ძვირ მოდელებში - დახურული. შესაბამისად, მათი ნალექისგან გაწმენდა მოსახერხებელია.