1. გაკაჟება
ეს იმუნიტეტის ამაღლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და კარგად გამოცდილი მეთოდია და ცივი და ცხელი წყლის შხაპის მონაცვლეობით მიღებას გულისხმობს.
2. ფიზიკური ვარჯიშები
აუცილებლად გამოყავით დრო ფიზიკური ვარჯიშების ან ფეხით სეირნობისთვის.
3. სიმშვიდე და მხიარულება
სტრესი იმუნური სისტემის მთავარი მტერია. ეცადეთ, ნებისმიერი ინფორმაცია მშვიდად და აუღელვებლად მიიღოთ და დასაძინებლად დროულად დაწვეთ. თუ დაღლილობა კატასტროფულად გიტევთ და მასთან გამკლავებას ვერ ახერხებთ, კომპენსირება სიცილით უნდა შეძლოთ. იმუნიტეტის ამაღლებისთვის სიცილი და მხიარულება ზემოჩამოთვლილ ფიზიკურ აქტივობებზე ნაკლებად ეფექტური არ გახლავთ.
4. ვიტამინები და მინერალები
ადამიანის იმუნურ სისტემაზე პრაქტიკულად ყველა ვიტამინი სასიკეთო გავლენას ახდენს, თუმცა, უპირატესობა A, B5, C, D, E და PP ვიტამინებს უნდა მიანიჭოთ. ასეთივე სარგებელი მოაქვს მინერალებს. განსაკუთრებით, სპილენძს, მაგნიუმს, ცინკსა და რკინას.
5. სასარგებლო ბაქტერიები - პრობიოტიკები
პრობიოტიკები ორგანიზმში სასარგებლო ბაქტერიების ზრდასა და იმუნიტეტის გაძლიერებას ეხმარებიან. პრობიოტიკების შემცველი ყველაზე ხელმისაწვდომი და გემრიელი პროდუქტი ბანანია.
6. კვება
კვება და ჯანმრთელობა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია, თუმცა ხშირად სწორი რაციონის დაცვას მოუცლელობის, არასაკმარისი ფინანსების ან თავშეუკავებლობის გამო ვერ ვახერხებთ. ასეთ დროს, არსებობს რამდენიმე პროდუქტი, რომელსაც თქვენი დახმარება შეუძლია. ესენია: გოგრა და მისი ნათესავები - ყაბაყი და პატისონი.
7. კატები
ფუმფულა, ოთხფეხა მეგობრები ადამიანს სტრესის დაძლევასა და იმუნიტეტის აღდგენაში ეხმარებიან. ამასთანავე, ნერვებს ამშვიდებენ და გულის დაავადებების რისკს ამცირებენ.
ზემოჩამოთვლილი ხერხებიდან რომელიმე ან რამდენიმე აირჩიეთ.