მოგენატრათ ნატურალური და გემრიელი ბურახი? მაშინ, მოამზადეთ სახლის პირობებში!

რჩევები დიასახლისებს

26 თებერვალი 12:00, 2018 წელი

დღეს შემოგთავაზებთ ბევრისთვის მონატრებული და საყვარელი სასმელის რეცეპტის 2 უმარტივეს ვარიანტს. აქ არ არის საჭირო ქიმიური დანამატები და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

გაითვალისწინეთ, რომ ბურახის ხარისხი მთლიანად შავი პურის ხარისხზეა დამოკიდებული.

1) კლასიკური რეცეპტი 

საჭირო პროდუქტი:
წყალი - 2 ლიტრი
შავი პური - 200 გრ
საფუარი - 6 გრ
შაქარი - 200 გრ


მომზადების წესი:
წინა დღის შავი პური კანიანად დაჭერით თანაბარი ზომის ნაჭრებად.
ამის შემდეგ გახურებულ ღუმელში მოათავსეთ და ოდნავ რომ დაიბრაწება, გამოიღეთ.  პური არ  უნდა დაგეწვათ, თორემ ბურახს მომწარო გემო ექნება.

შავი პურის ორცხობილებს დაასხით წყალი და თბილ ადგილას 6-8 საათი გააჩერეთ.
ამის შემდეგ, სითხე დოლბანდის დახმარებით გადაწურეთ შაქარი და საფუარი დაუმატეთ. გაითვალისწინეთ, რომ სითხე არ უნდა გაცივდეს და ოთახის ტემპერატურა შეინარჩუნოს.  

8 საათის შემდეგ სითხე ისევ გადაწურეთ. მიღებული ბურახი ბოთლებში ჩაასხით და მაცივარში შეინახეთ. სასმელი უფრო ტკბილი და არომატული რომ გამოვიდეს, თითოეულ ბოთლში რამდენიმე ქიშმიში ჩააგდეთ.

ბურახის გადაწურვის შემდეგ დარჩენილი პურის მასა არ გადააგდოთ, ცალკე ჭურჭელში მოათავსეთ და მაცივარში შეინახეთ. ის ბურახის მორიგი პარტიის მოსამზადებლად გამოგადგებათ. ამისთვის შავი პურისგან დარჩენილ ნალექს ისევ ოდნავ შემთბარი წყალი, შაქარი და საფუარი უნდა დაუმატოთ და 6-8 საათით გააჩეროთ.
კლასიკური რეცეპტით მომზადებული ბურახი, როგორც წესი, ძალიან გემრიელი გამოდის.



2) ბურახი საფუარის გარეშე - მათთვის, ვისაც საფუარის სპეციფიკური გემო არ მოსწონს

საჭირო პროდუქტი:
შავი პური - 300 გრ
წყალი - 2 ლიტრი
შაქარი - 150 გრ
ქიშმიში 20 გრ


მომზადების წესი:
შავი პური თანაბარი ზომის ნაჭრებად, კანიანად დაჭერით და რამდენიმე წუთით გახურებულ ღუმელში მოათავსეთ.
გახუხული პურის ნაჭრები ქვაბში ჩააწყვეთ და მდუღარე წყალი დასხით. დაუმატეთ დაახლოებით 80 გრ შაქარი და აურიეთ.
ოთახის ტემპერატურამდე რომ გაგრილდება, სითხეს დაუმატეთ ქიშმიში და სხვა ჭურჭელში გადაიტანეთ.

გაითვალისწინეთ, რომ ბურახს თავზე არ უნდა დაახუროთ და მხოლოდ დოლბანდი გადააფაროთ. ამ მდგომარეობაში ბურახი 2-3 დღე უნდა დატოვოთ.  

ამის შემდეგ შეგიძლიათ, დოლბანდში გაწუროთ. გაითვალისწინეთ, სასმელი მოტკბო უნდა იყოს, რომ გაზირებული გამოვიდეს.

ბურახი ბოთლებში ჩაასხით (ბოლომდე არ გაავსოთ) თავზე ჰერმეტულად დაახურეთ და ოთახის ტემპერატურაზე 5-8 საათით დატოვეთ. უკეთესი იქნება, თუ პლასტიკატის ბოთლებს გამოიყენებთ, რადგან ასე ნახშირმჟავა გაზების კონტროლი უფრო ადვილი იქნება.
ბოთლს თავსახური პერიოდულად მოხსენით, რომ გაზი გარეთ გამოვიდეს.
როცა ბურახი საკმაოდ გაზირებული გახდება, გემოს სტაბილიზაციისთვის, მაცივარში შეინახეთ.
ორი საათის შემდეგ შეგიძლიათ, მიირთვათ.


საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.